რუმბი (კოორდინატები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რუმბი''' – (rhumb, compass point), კუთხე ჰორიზონტის მიმართულებებს შორის. ...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:39, 25 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

რუმბი – (rhumb, compass point), კუთხე ჰორიზონტის მიმართულებებს შორის. მისი სიდიდე არ აღემატება 90º-ს. აითვლება გეოგრაფიულ მერიდიანსა და მოცემულ მიმართულებას შორის მერიდიანიდან ორივე მხარეს 0º-დან 90º-მდე. საზღვაო ნავიგაციაში კუთხის სიდიდე ჰორიზონტის გარშემოწერილობის 1/32-ია, მეტეოროლოგიაში კი – 1/16. რუმბის ათვლა ხდება მერიდიანის ჩრდილოეთის ან სამხრეთის მიმართულებიდან აღმოსავლეთით ან დასავლეთით. ამიტომ, აზიმუტისგან განსხვავებით, რუმბის მითითებისას საკმარისი არ არის მარტო გრადუსული სიდიდე, საჭიროა ჰორიზორტის მხარის მითითებაც, მაგ.: ჩა20º, ჩდ 35º, სა 60º, სდ 80º.



[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები