თემატური გეოგრაფიული ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
== იხილე აგრეთვე ==
 
== იხილე აგრეთვე ==
 
* [[ანალიზური რუკა]]  
 
* [[ანალიზური რუკა]]  
* [[სინთეზური რუკა]]
 
 
* [[კომპლექსური რუკა]]
 
* [[კომპლექსური რუკა]]
 
* [[ისტორიული კარტოგრაფია]]
 
* [[ისტორიული კარტოგრაფია]]

მიმდინარე ცვლილება 15:35, 28 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

საქართველოს კურორტების ატლასი თბილისი, 1989

თემატური გეოგრაფიული ატლასი – (thematic geographical atlas), კომპლექსური ატლასის ერთ-ერთი სახე, ერთი დარგის მრავალმხრივი კვლევის საფუძველზე შედგენილი რუკების სისტემური კრებული (კლიმატური, აგროკლიმატური, ნიადაგების, სოფლის მეურნეობის, კურორტების, ისტორიის, გეოპოლიტიკური და სხვ.).

ზოგადგეოგრაფიული ატლასისგან განსხვავებით დარგობრივი ატლასის რუკები სხვადასხვა შინაარსისაა, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი თემა. რუკების შედგენა ხდება ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე. რუკათა თემატიკას და თანამიმდევრობას განსაზღვრავს დარგის სტრუქტურა და მისი ელემენტების ურთიერთკავშირი. ატლასის რუკები არის ანალიზური, სინთეზური და კომპლექსური. მათი შინაარსი გადმოცემულია შესაბამისი კარტოგრაფიული სახვითი საშუალებებით. საქართველოში გამოცემულია ორი თემატური ატლასი: საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები (1989), საქართველოს ისტორიის ატლასი (2003). უცხოეთში გამოცემული დარგობრივი ატლასები საყურადღებოა თემატიკის მრავალფეროვნებით.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები