გოჭა
(ახალი გვერდი: '''გოჭა''' (''ლათ''. Capella media Latham, 1787) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავ...) |
|||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | * რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | ||
* ოჯახი − [[ჩიბუხასებრნი]] (Scolopacidae) | * ოჯახი − [[ჩიბუხასებრნი]] (Scolopacidae) | ||
− | * გვარი − | + | * გვარი − ჩიბუხა (Capella) |
გოჭა [[ჩიბუხა]]ზე დიდი ზომისაა, ფრთა 135-145 მმ, გალო – 35-40 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 60-70 მმ, წონა – 200-300 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. შეფერილობით ძალიან ჰგავს ჩიბუხას. ზურგის მხარეს იგი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ჩიბუხა. საჭის სამი წყვილი კიდურა ბუმბული მთლიანად [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა ან ძალიან მკრთალი მუქი სიჭრელე აქვთ. ფრთის ზემო მფარავების თეთრი ბოლოები უფრო ფართოა, ვიდრე ეს ჩიბუხას აქვს. გარდა ამისა, სხეულის მთელი ქვემო მხარე, მუცლის ჩათვლით, მუქი განივი ზოლებითაა აჭრელებული, მაშინ როდესაც ჩიბუხას მუცელი უმეტეს შემთხვევაში თეთრია. | გოჭა [[ჩიბუხა]]ზე დიდი ზომისაა, ფრთა 135-145 მმ, გალო – 35-40 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 60-70 მმ, წონა – 200-300 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. შეფერილობით ძალიან ჰგავს ჩიბუხას. ზურგის მხარეს იგი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ჩიბუხა. საჭის სამი წყვილი კიდურა ბუმბული მთლიანად [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა ან ძალიან მკრთალი მუქი სიჭრელე აქვთ. ფრთის ზემო მფარავების თეთრი ბოლოები უფრო ფართოა, ვიდრე ეს ჩიბუხას აქვს. გარდა ამისა, სხეულის მთელი ქვემო მხარე, მუცლის ჩათვლით, მუქი განივი ზოლებითაა აჭრელებული, მაშინ როდესაც ჩიბუხას მუცელი უმეტეს შემთხვევაში თეთრია. | ||
17:15, 31 მარტი 2025-ის ვერსია
გოჭა (ლათ. Capella media Latham, 1787) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − ჩიბუხასებრნი (Scolopacidae)
- გვარი − ჩიბუხა (Capella)
გოჭა ჩიბუხაზე დიდი ზომისაა, ფრთა 135-145 მმ, გალო – 35-40 მმ, ნისკარტი – 60-70 მმ, წონა – 200-300 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. შეფერილობით ძალიან ჰგავს ჩიბუხას. ზურგის მხარეს იგი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ჩიბუხა. საჭის სამი წყვილი კიდურა ბუმბული მთლიანად თეთრია ან ძალიან მკრთალი მუქი სიჭრელე აქვთ. ფრთის ზემო მფარავების თეთრი ბოლოები უფრო ფართოა, ვიდრე ეს ჩიბუხას აქვს. გარდა ამისა, სხეულის მთელი ქვემო მხარე, მუცლის ჩათვლით, მუქი განივი ზოლებითაა აჭრელებული, მაშინ როდესაც ჩიბუხას მუცელი უმეტეს შემთხვევაში თეთრია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილოეთ გერმანიას, სკანდინავიას, აღმოსავლეთით მდ. ენისეის აუზამდე. გავრცელების ყველაზე ჩრდილოეთი პუნქტებია სკანდინავიის ჩრდილოეთი სანაპიროები, კოლისა და კანინის ნახევარკუნძულები, მდ. პეჩორის შესართავი და მდ. ენისეის აღმოსავლეთით დაახლოებით ნორილსკამდე. სამხრეთით მოიპოვება მოლდავეთში, ხარკოვისა და სარატოვის ოლქებში, შემდეგ სემიპალატინსკის მახლობლად და ბარნაულის მიდამოებში. ზამთრობს უმთავრესად აფრიკის აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში, ხოლო აზიაში პალესტინასა და მესოპოტამიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში, ერთეული ზამთარშიც.
ბიოტოპი
ბინადრობს ბალახიან ჭაობებში, ტენიან მდელოებზე მეჩხერი ბუჩქნარებით ან მინდვრებში ტალახიანი გუბეებით.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში. მაისის ბოლოს დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება.
კვება
გოჭა, ისევე როგორც ჭაობის სხვა მეჭვავიასნაირნი, იკვებება პატარა ზომის უხერხემლოებით, რომლებიც მოიპოვებიან ტალახსა და ჭაობებში, ესენია ორფრთიანების მატლები, წვრილი მოლუსკები, ჭიები და მრავალი სხვა.
მნიშვნელობა
სპორტული ნადირობის შესანიშნავი ობიექტია.