ჭაობის ჭოვილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჭაობის ჭოვილო''' (''ლათ''. Tringa glareola Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
+
[[ფაილი:Waobis Wovilo.PNG|thumb|200px|ჭაობის ჭოვილო]]
 +
'''ჭაობის ჭოვილო''' (''ლათ''. Tringa glareola Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)

მიმდინარე ცვლილება 01:33, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით

ჭაობის ჭოვილო

ჭაობის ჭოვილო (ლათ. Tringa glareola Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

ჭაობის ჭოვილო ჭოვილოებს შორის საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 115-130 მმ-ია, გალო – 35-40 მმ, ნისკარტი – 25-30 მმ, წონა – 50-75 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ორივე სქესის ფრინველი ზაფხულში შავი ჭოვილოს მსგავსია, მაგრამ ზურგის მხარეს უფრო ჭრელია, რადგან მოთეთრო კოპლები უფრო დიდები და ხშირია. კუდის ზემო მფარავები თეთრია, მათ შორის უფრო გრძელ ბუმბულებს აქვთ მოშავო-მურა ფერის განივი ზოლები. ნიკაპი, ყელი და მუცელი თეთრია. ჩიჩახვსა და მკერდის წინა ნაწილში არის მონაცრისფრო-მურა ფერის წინწკლები. თეთრი ფერის კუდის ქვემო მფარავებს გასწვრივი მუქი ზოლები გასდევთ. პირველი მომქნევის ღერო თეთრია, ხოლო დანარჩენებისა – მოწაბლისფრო (მისივე მარაოს ფერის). ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მოწაბლისფრო. ზამთარში კისრის უკანა ნაწილი და ბეჭებს შორის არე ერთფეროვანი მონაცრისფროა, ნათელი სიჭრელის გარეშე. კისრის წინა ნაწილი და ჩიჩახვი მონაცრისფრო კვამლისფერია, მცირე რაოდენობის არამკვეთრი შტრიხებით.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს პალეარქტიკის ტყისა და ტუნდრის ზონების უდიდეს ნაწილს, დასავლეთით დანიისა და ნიდერლანდებიდან. აღმოსავლეთით ჩუკოტკისა და კამჩატკის ჩათვლით. ჩრდილოეთით აღწევს 68-69-ე პარალელებამდე, ხოლო სამხრეთი საზღვარი გადის დაახლოებით ცენტრალური ევროპიდან, კიევის, მოსკოვისა და რიაზანის ოლქების გასწვრივ ზღვისპირეთამდე. ზამთრობს აფრიკის დიდ, უმთავრესად სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ აზიაში და მალაის არქიპელაგით აღწევს ჩრდილოეთ ავსტრალიამდე. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში. არის ცნობები მისი აქ ბუდობის შესახებაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრაში, კოლბოხიან, ხავსიან ან ბალახიან გაშლილ ჭაობებში, ტაიგის მდინარეთა და ტბების ტენიან ნაპირებზე – ხავსით, ბალახნარებით ან ბუჩქნარებით.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე – მშრალ კოლბოხზე ან ბალახებს შორის. ზოგჯერ ბუდობს ხეზედაც, სხვა ფრინველების მიერ მიტოვებულ ბუდეში. მაისის პირველ რიცხვებში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა სამ კვირამდე აღწევს.

[რედაქტირება] კვება

ჭაობის ჭოვილოს ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მწერები და მათი ლარვები. ფრინველი იჭერს მათ სიარულის დროს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ღრმა წყლების გადაცურვაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

აქვს სპორტული ნადირობის მნიშვნელობა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები