ვალისი ჯონი
| ხაზი 70: | ხაზი 70: | ||
| − | ამიტომ აქ გვაქვს ის კანონი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, რომლებშიც p და q რიცხვებიდან მთელია მხოლოდ ერთი ასე მაგალითად, სტრიქონს, რომელიც [[ფაილი:Valisi 008.png| | + | ამიტომ აქ გვაქვს ის კანონი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, რომლებშიც p და q რიცხვებიდან მთელია მხოლოდ ერთი ასე მაგალითად, სტრიქონს, რომელიც [[ფაილი:Valisi 008.png|40px|]] შეესაბამება მნიშვნელობებს |
::::::::::::::::q = 0, 1, 2, 3, 4,... | ::::::::::::::::q = 0, 1, 2, 3, 4,... | ||
| + | შეესაბამება რიცხვები: | ||
| + | |||
| + | |||
| + | ::::::::::::::::[[ფაილი:Valisi 009.png|260px|]] | ||
| + | |||
| + | |||
| + | აქ გამოყენებული ხერხიდან აშკარაა, რომ | ||
| + | |||
| + | |||
| + | ::::::::::::::::[[ფაილი:Valisi 010.png|260px|]] | ||
| + | |||
| + | ეს შედეგი სამართლიანია ტაბულის არა მარტო სტრიქონებისათვის, რომლებიც შეესაბამებიან p-ს სრულად შედგენილ მთელ მნიშვნელობებს, არამედ უკვე შედგენილი სტრიქონის ნაწილისათვის, რომელიც [[ფაილი:Valisi 008.png|40px|]] შეესაბამება. ვალისმა ის გაავრცელა აგრეთვე იმ სტრიქონის წევრებზეც, რომლებიც შეესაბამებიან q-ს წილად მნიშვნელობებს, რადგა | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
17:01, 26 იანვარი 2026-ის ვერსია
ვალისი ჯონი (ინგლ. John Wallis; 23 ნოემბერი (3 დეკემბერი) 1616 — 28 ოქტომბერი (8 ნოემბერი) 1703), ინგლისელი მათემატიკოსი;
ჯონ ვალისი დაიბადა 1616 წელს ქენტში (ინგლისი). მამა მღვდელი იყო და შვილსაც სასულიერო განათლება მიაღებინა; ჯონიმაც სამოღვაწეოდ პირველად მღვდლობა აირჩია. მართალია, ვალისს კლასიკური განათლება კარგი ჰქონდა, მაგრამ არითმეტიკას იგი შემთხვევით გაეცნო და მუშაობდა დასვენების დროს პირადი სიამოვნებისათვის. ვალისის რიცსვების დამახსოვრების არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ერთ უძილო ღამეს მან აზრით გამოთვალა 53-ნიშნიანი რიცხვიდან კვადრატული ფესვის 27 ციფრი და დილით გაიმეორა. ვალისი მათემატიკაში ეწეოდა თვითგანვითარებას და კითხულობდა მათემატიკურ ნაშრომებს, რომლებსაც ის შემთხვევით წააწყდებოდა ხოლმე. პირველად გაეცნო კავალიერის უსასრულოდ მცირეთა აღრიცხვის საკითხებს, შემდეგ კი დეკარტის „გეომეტრიას“,ხოლო ძველი საბერძნეთის მათემატიკოსების ნაშრომებს გაეცნო უფრო გვიან. რამდენიმე წლის შემდეგ მან მღვდლობას თავი დაანება და კემბრიჯში მოეწყო უმცროს მასწავლებლად; მალე მან ამ თანამდებობაზეც უარი თქვა, დაქორწინდა და რამდენიმე ხანი ცხოვრობდა ლონდონში საკუთარი სახსრებით. აქ ვალისი მეცნიერთა წრეში მოექცა და განაგრძო მათემატიკაში მუშობა. მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, თუმცა პოლიტიკაში მას უპრინციპობა ახასიათებდა: რევოლუციონერებთანაც კარგად იყო და რეაქციონერებთანაც. 1649 წელს ვალისი პროფესორი გახდა და ოქსფორდში მიიღო გეომეტრიის კათედრა. ამ თანამდებობასთან ერთად მან მიიღო მეფის სასახლის მღვდლის თანამდებობაც. ვალისი აგრეთვე გამოჩენილი ლინგვისტიც იყო.
ვალისის მთავარი ნაშრომი: „უსასრულო სიდიდეთა არითმეტიკა“ გამოქვეყნდა 1665 წელს. იმ გამოსახვის გამოთვლა, რომელსაც ჩვენ ახლა ვწერთ
სახით, ვალისს მოჰყავს
გამოთვლამდე, როდესაც m უსაზღვროდ იზრდება და იმავე დროს მნიშვნელის წევრთა რიცხვზე ყოველთვის 1-ით ნაკლები რჩება.
n = 2 და n = 3 მნიშვნელობებისათვის ვალისი თანდათანობით იღებს m-ის მეტ და მეტ მნიშვნელობებს და ინდუქციური ხერხით გვიჩვენებს, რომ წილადი უდრის
-ს მიმატებული ის სიდიდე, რომელიც m-ის გადიდებით ყოველ მოცემულ სიდიდეზე ნაკლები ხდება.
ეს შედეგი მან გაავრცელა n-ის წილად და უარყოფით მნიშვნელობებზე და ჩაატარა ისე, რომ წილადი და უარყოფითი მაჩვენებლების აღნიშვნები არ გამოუყენებია.
შესანიშნავია ვალისის π-ის გამოთვლის მეთოდი. ეს საკითხი მას მიჰყავს
- ის გამოთვლისაკენ, ესე იგი ისეთი ინტეგრალისა, რომელიც ერთის ტოლი დიამეტრით ნახევარი წრის ფართობს წარმოადგენს და ამის გამო
-ს უდრის:
ვალისმა ამას საფუძვლად დაუდვა ის რომ, როცა y=xn, მაშინ
ეს ორი ინტეგრალი წარმოადგენს ორ ფართობს, რომლებზედაც პარაბოლა y=xn გაჰყოფს xy მართკუთხედს. მეორე ფართობს მივიღებთ, თუ xy-ს გამოვაკლებთ პირველს.
ვალისი იწყებს იქედან, რომ კოეფიციენტებს ალაგებს xy-თან ინტეგრალებში
ტაბულის სახით, რომლისსვეტები შეესაბამება p მაჩვენებლის მნიშვნელობებს 0, 1, 2, 3,..., ხოლო სტრიქონები q-ს მნიშვნელობებს 1, 2, 3, ...
- ტაბულა ასე იწყება
გამოთვლას ვალისი იწყებს
-ის გამოთვლიდან, სადაც n მთელი დადებითი რიცხვია. ვალისი პოულობს:
და ასე შემდეგ; ვალისი, მისთვის ჩვეული ინდუქციის საშუალებით, დაასკვნის, რომ საზოგადოდ, როდესაც მთელი დადებითი რიცხვია
მნიშვნელობის ანუ
-ის განსაზღვრისათვის ეძებს მთელი დადებითი n-თვის ცნობილ
სიდიდეებიდან ინტერპოლირებულ მნიშვნელობას, როდესაც
,
ე.ი.
ანუ
აღნიშვნა ― მათემატიკაში შემოიყვანა უფრო გვიან ვილერმა და ამიტომ ვალისი
სიდიდეს აღნიშნავს ნაკვთით
□. სიდიდეები
, რომელთა შორის უნდა მოხდეს ინტერპოლირება, ბინომიალური კოეფიციენტებია, სახელდობრ შუა წევრის კოეფიციენტები, როდესაც მაჩვენებელი 21-ის ტოლია. ყველა ბინომიალური კოეფიციენტი ანუ რიცხვი, რომლებსაც ახლა ჩავწერთ
სახით და რომლებსაც ვალისი ინტერპოლაციისათვის იყენებს, ძირითადად მოცემულია პასკალის ტაბულაში (არითმეტიკული სამკუთხედის შესახებ ნაშრომში). ამ ტაბულებს ვალისი აფართოებს, სვამს რა p და q-ს მთელ დადებითმნიშვნელობებიან სტრიქონებსა და სვეტებში კიდევ ახალ სტრიქონებს და სვეტებს, რომლებიც შეესაბამებიან მნიშვნელობებს
და აფართოებს მათ შექცეული მხრითაც, უმატებს რა სტრიქონს
და სვეტს
გაფართოებული ტაბულის ახალი რუბრიკები თანდათან ივსება რიცხვებით, რომლებსაც ვალისი ადგენს საწყის ტაბულაში მოცემული კანონის განზოგადებით.
ვინაიდან p და q·ს მთელი და დადებითი მნიშვნელობებისათვის
ამიტომ აქ გვაქვს ის კანონი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, რომლებშიც p და q რიცხვებიდან მთელია მხოლოდ ერთი ასე მაგალითად, სტრიქონს, რომელიც
შეესაბამება მნიშვნელობებს
- q = 0, 1, 2, 3, 4,...
შეესაბამება რიცხვები:
აქ გამოყენებული ხერხიდან აშკარაა, რომ
ეს შედეგი სამართლიანია ტაბულის არა მარტო სტრიქონებისათვის, რომლებიც შეესაბამებიან p-ს სრულად შედგენილ მთელ მნიშვნელობებს, არამედ უკვე შედგენილი სტრიქონის ნაწილისათვის, რომელიც
შეესაბამება. ვალისმა ის გაავრცელა აგრეთვე იმ სტრიქონის წევრებზეც, რომლებიც შეესაბამებიან q-ს წილად მნიშვნელობებს, რადგა