ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი
(ახალი გვერდი: '''ჩრდილო–აღმოსავლეთი ციმბირი''' – ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირი...) |
მიმდინარე ცვლილება 23:15, 18 აპრილი 2026 მდგომარეობით
ჩრდილო–აღმოსავლეთი ციმბირი – ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა მოიცავს ჩრდილო აზიის (ციმბირის) ნახევარკუნძულის კონფიგურაციის მქონე ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებას, რომელსაც ჩრდილოეთიდან აკრავს ყინულოვანი ოკეანის ზღვები (აღმ. ციმბირის, ჩუკოტკის და ნაწილობრივ ლაპტევების), აღმოსავლეთიდან – წყნარი ოკეანის ზღვები (ოხოტის და ბერინგის), კორიაკის მთიანეთი და კამჩატკის ნახევარკუნძული რეგიონის გარეთ რჩება. დასავლეთიდან ესაზღვრება შუა ციმბირის ზეგანი (საზღვარი გასდევს ლენა-ალდანის ხეობებს), ხოლო სამხრეთით ვრცელდება სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყლამდე, კერძოდ, სტანის ქედის ჩრდილო მთისძირებამდე, რეგიონის ძირითადი ნაწილი სუბარქტიკულ სარტყელში მდებარეობს, ჩრდილოეთი პერიფერია და ყინულოვანი ოკეანის კუნძულები – არქტიკულში, ხოლო სამხრეთი, შედარებით მცირე ნაწილი – ზომიერში. 180°- იანი მერიდიანი კვეთს ჩუკოტკის ნასევარკუნძელს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში ხვდება.
ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი ჩრდილოეთ აზიის ფარგლებმი გამოირჩევა მრავალფეროვანი რელიეფით, ძლიერ მკაცრი მკვეთრად კონტინენტური ჰავით და ტუნდრისა და ნათელი (ლარიქსიანი) ტაიგის გაბატონებით!
სარჩევი |
[რედაქტირება] რელიეფის ძირითადი ნიშნები და მისი კავშირი ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებასთან
შუა და განსაკუთრებით დასავლეთ ციმბირთან შედარებით ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი ხასიათდება უფრო ნაირგვაროვანი ვაკე-მთაგორიანი რელიეფით რაც უმეტესად დაკავშირებულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიასთან და ტექტონიკურ აგებულებასთან. მნიშვნელოვანი რელიეფწარმომქმნელი ფაქტორია აგრეთვე პალეო და თანამედროვე კლიმატური პირობები, რაც რელიეფთან ერთად განსაზღვრავს გარეგანი ძალების (პროცესების) ენერგიას. მის რელიეფში ოროგრაფიული კონტრასტები შედარებით მკვეთრად არის გამოხატული. მასში შერწყმულია სხვადასხვა მიმართულებით ორიენტირებული საშუალომთიანი სისტემები, ზეგნები, მთიანეთები და დაბლობები.
ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი უმეტესად მეზოზოური დანაოჭების ხმელეთია. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ეკავა მეზოზოურ გეოსინკლინს, რომელიც ვრცელდებოდა ციმბირის ბაქნიდან ჩუკოტკამდე. მის ფარგლებში განლაგებული იყო ძველი (პალეოზოური და პროტეროზოული ასაკის) კრისტალური მასივები (კოლიმის, ჩუკოტკის მთები) დანაოჭებას თან ახლდა რღვევების გაჩენა და ინტენსიური ვულკანიზმი (როგორც ეფუზიური, ისე ინტრუზიული). ეს პროცესი განსაკუთრებით ძლიერი იყო ძველი შიდა მასივების ფარგლებში, სადაც წარმოიშვა ვრცელი ლავური საფარები. ბლოკების (ლოდების) დაძირვის არეში წარმოიქმნა გრაბენული ღრმულები ნახშირიანი წყებებით.
მეზოზოური ოროგენეზისის შემდეგ რელიეფის განვითარებაში გამოიყოფა ორი მთავარი პერიოდი. პირველ ხანგრძლივ პერიოდში (მეზოზოურის დამლევიდან თითქმის მესამეულის ბოლომდე) მიმდინარეობდა პენეპლენიზაციის ინტენსიური პროცესი, რომლის შედეგადაც მთიანი მასივების ადგილას წარმოიქმნა ვრცელი მოსწორებული ზედაპირები (პალეორელიეფის ელემესტი). მთათაშუა ღრმულები ამოივსო გადარეცხილი მასალით.
რელიეფის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა მესამეუელის დამლევიდან დაწყებულმა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურმა ვერტიკალურ-დიფერენციაციულმა მოძრაობამ, რამაც გამოიწეია პენეპლენიზირებული ზედაპირის ძლიერი დეფორმაცია. ნეოტექტონიკურ მოძრაობას ახლდა მასშტაბური რღვევების გაჩენა და ინტენსიური ვულკანიზმი, ეროზიული პროცესების მკვეთრი გამოცოცხლება. ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა რეგიონის ძირითადი მორფოსტრუქტურები და ოროგრაფიული ერთეულები – ნაოჭა-ლოდა მთები და მთიანეთები (ჩერსკის ქედი, კოლიმის მთიანეთი და სხვ.), საფეხურებრივად განლაგებული ზეგნები (მათ შორის ვრცელი ვულკანური წარმოშობის ტრაპები), აკუმულაციური ვაკეები (მთათაშუა და მთისწინა ღრმულებში – იანა-ინდიგირსკას, კოლიმის, ანადირ-პენჟინის და სხვ.) მეოთხეულში წარმოიქმნა ბერინგის სრუტე და კონტინენტს გამოეყო ახალი ციმბირის კუნძულები.
ნეოტექტონიკურ ეტაპზე რელიეფი გართულდა და გამრავალფეროვნდა მყინვარული (მთიანი მასივები) და ეროზიული ფორმებით.
ამრიგად, მთავარი ოროგრაფიული ერთეულებიდან, რომლებიც შეესატყვისებიან ძირითად მორფოსტრუქტურებს, აღსანიშნავია: ქედებიდან – ვერხოიანსკი, ჩერსკი (მასზე აღიმართება ჩრდილო-აღმოსავლეთ, ციმბირის უმაღლესი მწვერვალი – პობედა, 3147მ.), ჯუგჯური და სხვა; მთიანეთებიდან – კოლიმის, იანას, ოიმიაკონის; ზეგნებიდან – იანას, ელგინის, იუკაგირის, ანადირის; დაბლობებიდან – იანა-ისიდირსკას, კოლიმის, ანადირ-პენჟინის.
ზედა მესამეულსა და მეოთხეულში მზარდი აცივების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ორგანული სამყარო. სითბომოყვარულ (სუბტროპიკულ) თურღაულ ფლორას (წიწვოვან-ფართოფოთლოვანი) თანდათანობით ცვლის ტაიგის, ხოლო შემდგომში ტუნდრის ეკოსისტემები. ტაიგაში გაბატონდება სიცივის (ყინვის) გამძლე დაურის ლარიქსი.
[რედაქტირება] ჰავა
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ჰავა მკაცრი და მკვეთრაღ კონტინენტურია, რაც გამოწვეულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფის ხასიათით, ატმოსფეროს საერთო ცირკულაციით და მასთან (აგრეთეე რელიეფთან) დაკავშირებული ბარიული სიტუაციით.
რეგიონის ტერიტორია მაღალ განედებში მდებარეობს–უმეტესი ნაწილი სუბარქტიკულ სარტყელში, ჩრდილოეთი პერიფერია და ახალი ციმბირის კუნძულები – არქტიკულში. მხოლოდ სამხრეთი, მცირე სიგანის ტერიტორია ხვდება ზომიერი სარტყლის ჩრდილოეთ ზოლში. ამასთან დაკავშირებით მზისგან მიღებული სითბოს რაოდენობა მცირეა, თანაც 7-8 თვის განმავლობაში (ცივი პერიოდი) ალბედო 70-80% დონეზეა.
რეგიონის ტერიტორიას თითქმის სამი მხრიდან აკრავს ოკეანე, მაგრამ მისი გავლენა რელიეფის ხასიათთან დაკავშირებით სუსტად არის გამოხატული. წყნარი ოკეანიდან მონაბერ შედარებით თბილ და ტენიან ჰაერს წინ ეღობება პერიფერიული, მერიდიანული და სუბმერიდიანული ქედები. ჩრდილოეთიდან კი თავისუულად იჭრება ცივი და კონტინენტური არქტიკული ჰაერი, რომელიც ავსებს ნახევრად ჩაკეტილ მთათაშორის ქვაბულებს, რომელთა ფარგლებშიც ვითარდება თერმული ინვერსია ძლიერი ყინვებით. ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ჰაერის მასების გავლენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი აზიის ფარგლებში ყველაზე მეტად არის დაცილებული.
ზამთარი ხანგრძლივი და ძლიერ მკაცრია. იანა-კოლიმის მხარეში ჩამოყალიბებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს „სიცივის პოლუსი". ოიმიაკოსის ქვაბულში იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 50°-ია. ხოლო აბსოლუტური მინიმუმი ეცემა მინუს 70°-მდე. ანტიციკლონური ამინდების პირობებში მთათაშორის ქვაბულებში გუბდება ცივი ჰაერი და წარმოიქმნება ე.წ. „სიცივის ტბები“, მკვეთრად გამოხატული თერმული ინვერსიით. ტემპერატურების წლიური ამპლიტუდის აბსოლუტური მაჩვენებელი 100 გრადუსს აღემატება, რაც მაქსიმუმია ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის. თითქმის ყველა მთათაშორის ქვაბულს შემოფარგლავს უცივესი თვის მინუს 40-45°-იანი იზოთერმები. ქვაბულებიდან აღმოსავლეთისაკენ ტემპერატურა მატულობს, ჩუკოტკის ნ/კუნძულზე მინუს 20 გრადუსია.
მარადი თოვლის საბურველის ხანგრძლივობა შეადგენს 220- 260 ღღეს. საბურველის სისქე მინიმალურია (დაახლოებით 30 სმ) მთათაშუა ქვაბულებში და ლაპტევების ზღვის სანაპიროზე, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამსრეთისაკენ მატულობს 60- 70 სმ-მდე.
გაზაფხული ხანმოკლეა, დღისით თბილი, ღამით ყინვიანი, ხანმოკლეა ზაფხულიც, ზომიერად გრილი. მზის ხანგრძლივი ნათების და მცირე მოღრუბლულობის პირობებში რადიაციის სიდიდე სამხრეთ ციმბირის სტეპების ზონას არ ჩამოუვარდება, მაგრამ სითბოს დიდ დანაკარგებს იწვევს არქტიკიდან და ოხოტის ზღვის მხრიდან ცივი ჰაერის ხშირი შემოჭრა. ბევრი სითბო იხარჯება აგრეთვე მზრალი გრუნტის (სეზონური და მრავალწლიანი) გასალღობად. ყინულოვანი ოკეანიდან და ოხოტის ზღვიდას მონაბერი ცივი ჰაერისაგას დაცულ მთათაშუა ქვაბულებში ივლისის ტემპერატურა ნორმალურზე 4-6-ით მაღალია. ტაიგის ზონის ვაკეებზე და მთისწინეთში ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 13-15°-ია. დამახასიათებელია ტემპერატურის დიდი რყევა დღე-ღამის მიხედვით. დღისით ქვაბულში ტემპერატურამ შეიძლება აიწიოს პლუს 30-35-მდე, ხოლო ოხოტის სანაპიროზე პლუს 10°-მდე ეცემა. ახალი ციმბირის კუნძულზე ივლისში დაახლოებით პლუს 2°-ია. მთებში სიმაღლით ტემპერატურა ეცემა 100მ-ზე საშუალოდ ნახევარი გრადუსით. 1000-1200მ-დან უყინვო პერიოდი არ აღინიშნება. ქრის ძლიერი ქარი და თოვლი შეიძლება მოვიდეს ყველა თვეში.
წლიური ნალექების 80% თბილ პერიოდზე მოდის. ვაკეებზე და მთათაშუა ქვაბელებში ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 200-300 მმ. მთებში სიმაღლით მატულობს 700 მმ-მდე. ოხოტის ქარპირა კალთებზე 800 მმ მეტია. ხოლო ახალი ციმბირის კუნძულებზე 150 მმ-ს არ აღემატება. წლიური ნალექები ყველგან მეტია წლიურ აორთქლებაზე (100-200მმ), არქტიკული, სუბარქტიკული და ცივი ზომიერი ჰავა ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში გამოხატულია ექსტრაკონტინენტური ტიპებით.
[რედაქტირება] შიდა წყლები
სინოტივის დადებითი ბალანსი და მთაგორიანი რელიეფი, აგრეთვე მრავალწლიანი მზრალობა ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის წარმოსაქმნელად. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი და ყველაზე დიდი მდინარეები ეკუთენის ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს, მცირე ნაწილი სამხრეთ და აღმოსავლეთ პერიფერიაზე – წყნარ ოკეანეს.
მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს ნადნობი წყალი (უმეტესად თოვლის), წყნაროკეანურ სექტორში (აუზში) მნიშვნელოვანია წვიმის წყალი. მეტწილ მდინარეთა რეჟიმში ნათლად არის გამოხატული გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულის ხშირი წყალმოვარდნა და მინიმალური ჩამონადენი ზამთარში.
ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ნალექების ზრდის შესატყვისად, მატულობს ჩამონადენი.
მდინარეები ხანგრძლივად (ოქტომბრიდან ივნისის დასაწყისამდე) იყინებიან, თანაც ქვემო დინებაზე ფსკერამდე.
ჩრდილო-აღმოსავლით ციმბირის მდინარეთა რეჟიმის მნიმვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს დანაყინების ფართო გავრცელება, რაც დაკავშირებულია ყინულხერგილების წარმოქმნის ხშირ მოვლენასთან.
რეგიონის უდიდესი მდინარეებია: კოლიმა, ინდიგირსკა, იანა (ყინულოეანი ოკეანე) და ანადირი (წყნარი ოკეანე), რომლებიც ქვემო დინებაზე გამოიყენებიან სანაოსნოდ.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტბა და ჭაობია. მათი უმეტესობა იანა-ინდიგირკას და კოლიმას ნამდინარევი ვაკე-დაბლობზეა. ტბები უმეტესად თერმოკარსტულია და არც ერთი მათგანი მნიშვნელოვანი სიდიდით არ გამოირჩევა. მდინარეთა ხეობებში ბევრია ნამდინარევი, ხოლო მთებში მყინვარული და ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ტბები. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია ლაბინკირი (ინდიგირკას ზემოთ), თვალწარმტაცი ტბა ჯეკ ლონდონი (კოლიმაოხოტის მთიანეთში) და სხვ. ყველაზე დიდი ტბებია ნერპიჩე (350 კმ2) კოლიმის დელტაში და ოჟოგინო (300კმ2) ქვემო ინდიგირკას ხეობაში.
[რედაქტირება] მიწისქვემა წყლები
მიწისქვემა წყლები კონცენტრირებულია არტეზიულ აუზებში და ჰიდროგეოლოგიურ ნაოჭა მასივებში. განასხვავებენ სიმზრალის ზედა (ძირითადად გრუნტის), სიმზრალის შიდა და სიმზრალისქვეშა მიწისქვეშა წყლებს. გრუნტის წყლები მეტწილად მეოთხეულ წყებებშია განლაგებელი და უმეტესად მტკნარია.
არტეზიული (სიმზრალის ქვეშა) აუზებიდან სიდიდით გამოირჩევა იანა-კოლიმის დაბლობის არტეზიული აუზი. მთიან რაიონებში – ჰიდროგეოლოგიური ნაოჭა მასივები ნაპრალოვანი, მეტწილად მტკნარი წყლებით.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირი მიწისქვემა წყლების დამახასიათებელი თავისებურება ზედაპირულ წყლებთან წყალცვლის ძლიერ შეზღუდვა, რაც გამოწვეულია მრავალწლოვანი მზრალობის ფართო გავრცელებით, თანაც მისი მძლავრი ფენით.
რეგიონის ტერიტორია მდიდარია მინერალური წყაროებით, რომლებიც დაკავშირებულია დიდი სიღრმის ახალგაზრდა რღვევებთან. მათი უმეტესობა თერმულია და თავმოყრილია ოხოტის და ჩუკოტკის ვულკანურ სარტყელში.
[რედაქტირება] გამყინვარება და მრავალწლოვანი მზრალობა
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის მთიან მასივებზე ხელსაყრელი პირობებია თანამედროვე გამყინვარების განვითარებისათვის. მისი ყველაზე დიდი ცენტრი მდებარეობს ინდიგირკას ზემო აუზში სუნტარ-ხაიატის ქედზე, სადაც 250-მდე მყინვარია საერთო ფართობით 250კმ2. მთლიანად რეგიონის ტერიტორიაზე 500-ზე მეტი მყინვარია, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 410კმ2-ია, მყინვარები სხვადასხვა ტიპისაა – კარული, დაკიდული, ხეობის.
ცენტრალურ ნაწილში თოვლის ხაზი ამ განედებისათვის ძალიან მაღლა (2200-2500მ-ზე) გადის, რაც გამოწვეულია მკვეთრად კონტინენტური ჰავით. საფრულ (ზეწრულ) გამყინვარებას შუა ციმბირთან შედარებით, მცირე ფართობი უკავია (77კმ2).
მრავალწლოვან მზრალობას რეგიონის ტერიტორიაზე მკაცრ კონტინენტურ ჰავასთან დაკავშირებით თითქმის საყოველთაო გაერცელება აქვს, თანაც მნიშვნელოვანი სიმძლავრით (ახალი ციმბირის კუნძულებზე 500მ, აკუმულაციურ ვაკე- დაბლობებზე 300-400მ. დანარჩენ ტერიტორიაზე 200-300მ) ფართოდ არის გავრცელებული მიწისქვეშა გამყინვარება, განხსაკუთრებით, ახალი ციმბირის კუნძულებზე. მიწისქვეშა ყინულების სისქე რამდენიმე ათეულიდან 80მ-მდე აღწევს მიწისქვეშა ყინულებში ნაპოენია მამონტის და გამყინვარების დროის რიგი სხვა ცხოველების და მცენარეების ნაშთები. რელიეფის თავისებური ფორმებიც დაკავშირებულია მყინვარულ ინტრუზიებთან ჩრდილოეთ ვაკეებზე.
[რედაქტირება] ნიადაგ-მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო და ბუნებრივი ზონები
მთაგორიანი რელიეფის პირობებში ბუნებრივი ლანდშაფტების განედური ზონალურობა რეგიონის ძირითად ნაწილზე შერწყმულია სიმაღლებრივ სარტყელურობასთან. ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირი ტუნდრის (არქტიკულ და ტიპიურ, ანუ სუბარქტიკულ), ტყეტუნდრის და ტაიგის ზონებშია მოქცეული. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია ტყეტუნდრისა და მეჩხერი ტყეების ზონას რომელიც ჩრდილო ნახევარსფეროს ფარგლებში აქ აღწევს მაქსიმალურ სიგანეს.
მკაცრი კონტინენტური ჰავა არახელსაყრელია ნიადაგური საფარის განვითარებისათვის, ვინაიდან ძალიან სუსტად მიმდინარეობს ქიმიური და ბიოლოგიურიტიპურ (სუბარქტიკულ) ტუნდრაში ლებიან. ტორფიან-ჭაობიან ნიადაგებზე განვითარებულია ისლიან-მღიერებიანი და მღიერები- ანი – ბუჩქნარი ცენოზები, ტბების ირგვლივ – მარცვლოვან-ის- ლიანი მღელოები. გამოფიტვა, რის გამოც ნიადაგი უმნიშვნელო სიმძლავრისაა (10-30სმ), ხირხატიანი, ჰუმუსის მცირე შემცველობით. ეს კი თავის მხრივ განსაზღვრავს ბიომასის სუსტად განეითარებას.
არქტიკული სარტყლის კუნძულოვანი ნაწილი უკავია ქვიან (ცივ) და ყინულოვან უდაბნოებს, ხოლო იანა-ინდიგირკას და კოლიმის დაბლობების სანაპიროზე გავრცელებულია არქტიკული ტუნდრა სუსტად განვითარებული პრიმიტიული ნიადაგებითა და ძალიან მწირი მცენარეულობით.
ტიპურ (სუბარქტიკულ) ტუნდრაში ლებიან, ტორფიან-ჭაობიან ნიადაგებზე განვითარებულია ისლიან-მღივრებიანი და მღივრებიანი – ბუჩქნარი ცენოზები, ტბების ირგვლივ – მარცვლოვან-ისლიანი მდელოები.
ტუნდრის ფაუნა შუა ციმბირისაგან განსხვავებით შეიცავს ჩრდილო-ამერიკულის მონათესავე მნიშვნელოვანი რაოდენობის სახეობებს. ძუძუმწოვრებიდან დამახასიათებელია ლემინგი, ბეერია პესეცი, აგრეთვე ჩრდილოეთის ირემი. ყველაზე მნიშვნელოვანია ზღვების სანაპიროთა ფაუნა ლაპტევების ზღვის სანაპიროზე ლომვეშაპის საწოლარია, ფრინველებიდან აღსანიშნავია წყნარი ოკეანის წყლებში მოზამთრენი – წყნაროკეანური სუსხური, სამთითა თოლიას სახეობები: ვერცხლისფერი თოლია, დიდი პოლარული თოლია, მსხვილნისკარტა კაირა, ენდემური ვარდისფერი თოლია და სხვა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია ტყეტუნდრისა და მეჩხერი ტყეების ზონას, სადაც მზრალ ტორფიან-ლებიან ნიადაგებზე განვითარებულია დაურიის ლარიქსის მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარი ტირიფისა და კეწერას ქვეტყით, მასთან შედარებით ნესტიან უბნებში მონაცვლეობს ისლიანი წყლის ბამბიანი ტუნდრის მასივები.
ტყეტუნდრის ცხოველთა სამყარო შექმნილია ტუნდრისა და ტაიგის ბინადრებისაგან.
ჩუკოტკის ნ/კუნძულის ფაუნა მნიშვნელოვან მსგავსებას იჩენს ალასკასთან, ვინაიდან ბერინგის სრუტე წარმოიშვა მხოლოდ გამყინვარების პერიოდის ბოლოს.
ტაიგის ზონას უკავია ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი, ყველაზე მცირე სიგანის მქონე ტერიტორია მდინარე ალდანსა და ოხოტის ზღვის სანაპიროს შორის. მკაცრი ჰავის პირობებში ნიადაგწარმოქმნის პროცესი ძალიან სუსტია და მოიცავს მრავალწლიანი მზრალი გრუნტის ზედაპირულ ფენას, სადაც წარმოქმნილია ტაიგის ზონალური ნიადაგებისათვის არატიპიური, მცირე სიმძლავრის მზრალი ნიადაგები გაეწერების სუსტი ნიშნებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ტაიგის მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშია დაურიის ლარიქსის ყველაზე ყინვაგამძლე სახეობა. მთებში მთის ტაიგა სიმაღლით ვრცელდება ჩრდილოეთში 400მ-მდე, სამხრეთში 1200მ-მდე. უფრო მაღლა მას ცვლის მთის ტუნდრა.
ტაიგის ზონის მთათაშუა ხეობებში გავრცელებულია ჭალის ტყეები, უმეტესად ვერხვისაგან. ნაირბალახოვანი საფრით.
ცხოველთა სამყარო მკაცრ ეკოლოგიურ პირობებთან დაკავშირებით დანარჩენ ციმბირთან შედარებით ღარიბია და განეკუთვნება აღმოსავლეთ ციმბირის მთის ფაუნისტურ ტიპს. დამახასიათებელია ჩრდილო აღმოსავლური მუშკი, იაკუტიის მაჩვი, იაკუტიის ციყვი, კოლიმის თეთრი კურდღელი, აღმოსავლური ყარყუმი, ბერინგის მელა, იაკუტიის ჭრელი კოდალა და სხვ. ენდემებიდან ბიგა, ჩლიქოსნებიდან ფართოდ არის გავრცელებული ლოსი. მთის ტუნდრაში – თოვლის ცხვარი.
დამახასიათებელია სტეპის ცხოველთა ყველაზე ჩრდილოეთით გავრცელება მსოფლიო მასშტაბით – თრიების ადგილობრივი სახეობები, ტბიან-ჭაობიან ვაკეებზე. ტუნდრაში ზაფხულობით თავს იყრის უამრავი წყლის ფრინველი, ადამიანისათვის (და საერთოდ ცხოველებისათვის) ძლიერ შემაწუხებელია კოღო.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ფარგლებში ბუნებრივი ლანდშაფტების რეგიონული ნაირგვარობის საფუძველზე შეიძლება გამოიყოს შვიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქი:
- 1. ახალი ციმბირის კუნძულები ქვიანი (ცივი) და ყინულოვანი უდაბნოს ლანდშაფტით;
- 2. იანა-კოლიმის ოლქი ტბურ ჭაობიანი ვაკეთა ტუნდრისა და ტყეტუნდრის ლანდშაფტით;
- 3. ალაზეი-იუკაგირის ზეგანი გოლცურ-ჩრდილო ტაიგის ლანდშაფტით.
- 4. ვერხოიანსკ-ჩერსკის ოლქი გოლცურ-მეჩხერტყიანი ლანდშაფტით, მთათაშუა ქვაბულებში სტეპური უბნებით;
- 5. ოხოტია-კოლიმის მთიანეთის ოლქი გოლცურ-მეჩხერტყიანი ლანდშაფტით;
- 6. ალდან-ჯუგჯურის მთიანი ოლქი შუა ტაიგის ლანდშაფტით; ,
- 7. ჩუკოტკის ოლქი მთის ტუნდრის ლანდშაფტით.
[რედაქტირება] ბუნებრივი რესურსები
ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის მთავარი სიმდიდრე მისი სასარგებლო წიაღისეულია. ყეელაზე მნიშვნელოვანია ოქროს, კალის ვოლფრამის, დარიშხანის, ტყვიის თუთიის და მოლიბდენის საბადოები სამრეწველო მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქვანახშირს, მურა ნახშირს და ვერცხლისწყალს.
რეგიონი მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, მაგრამ მისი გამოყენებისათვის ხელისშემშლელია მდინარეთა ხანგრძლივად და ღრმად გაყინვა და დონეების ძლიერი რყევადობა, დიდია მდინარეთა (იანას, ინდიგირკას და კოლიმას) სატრანსპორტო გამოყენება. ისინი ჩრდილოეთის საზღვაო გზას აკავშირებენ შიდა რაიონებთან, მაგრამ სანავიგაციო პერიოდი სულ რაღაც 3-4 თვით განისაზღვრება. ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ძვირფასბეწვიანი სარეწაო ნადირი. ხე- ტყის რესურსებით, დანარჩენი ციმბირისგან განსხვავებით, არ არის მდიდარი. მკაცრ კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით რეგიონი აგროკლიმატური რესურსებით ღარიბია. მზისაგან მიღებული სითბოს რაოდენობა უზრუნველყოფს მხოლოდ საადრეო ბოსტნეულის მოყვანას, მკაცრი ჰავის გარდა, ადამიანის სამეურნეო საქმიანობისათვის ძლიერ ხელისშემშლელია მრავალწლოვანი მზრალობის ფართოდ გავრცელება.