პარალელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარალელები

პარალელი – წარმოსახვითი ხაზი დედამიწის ზედაპირზე, რომლის ყოველ წერტილს აქვს ერთი და იგივე განედი. განედის მიხედვით არის: ასტრონომიული, გეოდეზიური, გეოცენტრული პარალელები. დედამიწის ელიფსოიდზე პარალელი იქმნება ელიფსის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარული სიბრტყით ელიფსის ზედაპირის გადაკვეთის შედეგად. მერიდიანებით და პარალელებით შექმნილი ბადე დედამიწის ელიფსოიდზე, სფეროზე და გლობუსზე არის გეოგრაფიული ბადე, ხოლო მისი გამოსახულება რუკაზეკარტოგრაფიული ბადე.


მათემატიკურად – პარალელი არის მცირე წრე, რომელიც წარმოიქმნება x2 + y2 + z2 = R2 სფეროს 0z ღერძის მართობული სიბრტყით გადაკვეთისას; დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მის განტოლებას ასეთი სახე აქვს: x2 + y2 + z2 = R2, z=z0 სადაც z0 მკვეთი სიბრტყის აპლიკატია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები