ქართული წერილობითი ძეგლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:14, 11 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული წერილობითი ძეგლებიქართულ ენაზე შემორჩენილი წერილობითი ძეგლები. ისინი სამი სახისაა: ა) ეპიგრაფიკული, ბ) ხელნაწერი წიგნები და გ) ისტორიული დოკუმენტები.

ეპიგრაფიული ძეგლები

ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების რაოდენობა საქართველოში ზუსტად აღრიცხული არ არის, თუმცადა მათი სიუხვე ყველასათვის ცნობილია. ყოველი კუთხე მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით. ყველა წარწერაში დროის შესაბამისად ჩანს ქართული ენის განვითარების დამახასიათებელი თავისებურებანი (ხანმეტობა, ჰაემეტობა), ასოთა პალეოგრაფიული სახეცვლის საფეხურები და, რაც მთავარია, რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური ყოფის ამსახველი რეალიები.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წარწერა შემოუნახავს ბოლნისის სიონის ტაძარს. ბოლნისის სიონზე შემორჩენილ წარწერათა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია, ყველაზე ადრეული 493-ით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XVIII ს-ით თარიღდება. პირველი თარიღიანი ეპიგრაფიკული ძეგლია წყისის წარწერა – 617-619.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შეგროვება, მეცნიერული შესწავლა და პუბლიკაცია XIX ს. I ნახევარში დაიწყო და უკავშირდება მ. ბროსეს, დიუბუა დე მონპერეს, დ. ბაქრაძის, თ. ჟორდანიას, ე. თაყაიშვილისა და სხვ. სახელებს. დღეს ქართული ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების შესწავლა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გამოქვეყნდა: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა თბ., 1980; წიგნი II, დასავლეთ საქართველოს წარწე- რები, ნაკვ.1(IX–XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1980; ფრესკული წარწერები, I, ატენის სიონი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ, თბ., 1989; ე. სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994; მისივე, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), თბ., 1999; მისივე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, 2000; კახეთის ისტორიული. ძეგლების წარწერები, კრებული შეადგინა თ. ბარნაველმა, თბ,, 1961.

ხელნაწერი წიგნები

საქართველოში შემორჩენილი ხელნაწერი წიგნების რაოდენობა დაახლოებით 15000-მდეა. ხელნაწერები ძირითადად დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, გორის, მესტიის, ახალციხის, ზუგდიდის და სხე. მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში. ქართული ხელნაწერები დაცულია საზღვარგარეთის საცავებშიც: სინას მთაზე, ათონის ივირონის მონასტერში, იერუსალიმში, პარიზში, რომში, ლონდონში, პეტერბურგში და სხვ.

შემორჩენილი ხელნაწერები თარიღდება V-XIX სს-ით. საწერ მასალად XI ს-მდე გამოყენებული იყო ეტრატი, ანუ პერგამენტი. XI ს-იდან ძირითად საწერ მასალად იქცა ქაღალდი (თუმცა ეტრატს მოგვიანებითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით XII-XIII სს.) არის იშვიათი შემთხეევებიც, როდესაც ქართული ხელნაწერი შესრულებულია პაპირუსზე (ჭილსე). ერთი ასეთი ფრაგმენტი ფსალმუნის ტექსტისა (X ს.) დაცულია პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის (ყოფ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა) საცავში. იგი 1850 პ. უსპენსკის წამოუღია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. მეორე ხელნაწერი, ე. წ. ჭილ-ეტრატის იადგარი, ასევე X ს., დაცულია ხელნაწ. ინსტიტუტში.

V-VIII სს. ქართულ ხელნაწერთა ფრაგმენტები შემორჩენილია პალიმფსესტების სახით. ცნობილია ასეულობით პალიმფსესტური ფურცელი (A-89, A-737, A-844, H-1329, H-3902…), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტური ტექსტების აღმოჩენა. ხანმეტ პალიმფსესტებში შემონახულია ძველი და ახალი აღთქმის წიგნების, იერუსალიმური განჩინების, ჰაგიოგრაფიული ტექსტების ფრაგმენტები.

შუა საუკუნეების ქართული მწერლობა ორი კულტურის მიჯნაზე წარმოიშვა და ვითარდებოდა: ორი განსხვავებული კულტურა – დასავლეთიდან ქრისტიანული (ბიზანტ.) და აღმოსავლეთიდან მაჰმადიანური ერთიანი ძალით უტევდნენ ქართულ მწერლობას. სწორედ მათთან კონკურენციამ შეუწყო ხელი ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის შექმნას. ქართული ჰაგიოგრაფია V ს-იდან იწყება, როდესაც შეიქმნა მისი პირველი ძეგლი – „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი“. იგი XVIII ს. მიწურულამდე ემსახურებოდა ეროვნული სულისკვეთების გაღვივებასა და შენარჩუნებას. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლები გამორჩეულია თავისი მრწამსით, მაღალმხატერულობით, იდეური მიზანდასახულობით, თხრობის მანერით.

ქართველებმა მდიდარი ქრისტიანული მწერლობა შექმნეს. ქართული მწერლობა ბიბლიის წიგნების თარგმნით დაიწყო. უკვე V ს-ში სახარების, პავლე მოციქულის ეპისტოლეთა და დავითნის ქართული თარგმანების არსებობა ეჭვს არ იწეევს. ბიბლიის წიგნების ქართულად თარგმნის ისტორია არ არის მხოლოდ კონკრეტული წიგნის გადმოღების თავგადასავალი, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეს არის მთელი ქართული აზროვნებისა და სულიერი ცხოვრების წარმოჩენა.

ბიბლიის წიგნების უძველესი კრებული შედგენილია 978 ოშკის მონასტერში. შემდეგ იგი ათონის ივირონის ქართველთა მონასტრის საკუთრება გახდა. ამ კრებულს დღეს უწოდებენ ათონის ბიბლიას (დაცულობის ადგილის მიხედვით) ან ოშკის ბიბლიას (გადაწერის ადგილის მიხედეით).

ქართულად ბიბლიის წიგნები ითარგმნებოდა საუკუნვების მანძილზე, ითარგმნებოდა იმ ენიდან, რომლებთანაც ქართველებს კულტურული კაეშირი ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბერძნული ენა (რიგ შემთხვევაში იყენებდნენ სომხურ, სირიულ, არაბულ თარგმანსაც), მოგვიანებით არჩილ მეფემ XVIII ს. დასაწყისში რამდენიმე წიგნი თარგმნა სლავურიდან. ბიბლიის წიგნები (განსაკუთრებით ახალი აღთქმისა) დაცულია შემდეგ ხელნაწერებში: დავითნი – 904 (A-38, შატბერდის კრებული („თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაი“)), 973 976 (S-1141); ხანმეტი ოთხთავი – V-V სს. (A-89, 844); ადიშის ოთხთავი – 897: ოპიზის ოთხთავი – 913, ურბნისის – 906, ჯრუჭის – 936, ბიბლია XII-XIII სს. (A-1108); საწინასწარმეტყველო X ს. ქსნის – X ს. (A-509) და სხვ. მრ.

X ს-მდე ითარგმნა და ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილი გახდა:
1. მრავალთავები (კლარჯული (A-144), უდაბნოს, ათონური, პარხლის (A-95), სინას მთის – 864, სვანური (A-19));
2. ჰიმნოგრაფიული კრებულები (ჭილ-ეტრატის იადგარი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, სინური კოლექციის იადგარები);
3. სვინაქსარები ეფთვიმე ათონელის მცირე სვინაქსარი (4-648), გიორგი მთაწმიდელის დიდი სეინაქსარი (A-97)); კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულები;
4. საგალობელთა კრებულები – თვენი, I რედაქცია (გარდამავალი საფეხური იადგარებიდან გიორგი მთაწმიდელის თვენამდე Iez 72 და გიორგი მთაწმიდელი);
5. დოგმატიკური კრებულები (დოგმატიკონი, გრდემლი, მზამეტყეელება, მარწუხი და სხვ.)
6. ლიტურგიკული კრებულები (კურთხევანი, მარხვანი, პარაკლიტონი, ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი და სხვ. მრავალი, ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის, ჰიმნოგრაფიის გვერდით ამ წიგნებმა კუთენილი ადგილი დაიმკვიდრეს ქართული მწერლობის ისტორიაში. ქართული მწერლობის, ქართული ენის ისტორიის განვითარების წარმოდგენა მათ გარეშე შეუძლებელია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები