ხემბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:06, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხემბისი – ბერძნები ეძახდნენ ხემბისს (ან ხემისს) კუნძულს ბუტოს ტაძრის მახლობლად. ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, ეს „მცურავი“ კუნძული იყო (ჰეროდოტე, II. 156). მისი ეგვიპტური სახელია „hbitj“, რაც შესაძლოა „ქვემო ეგვიპტის ხელმწიფის პაპირუსის ბარდებს“ ნიშნავს. ამ კუნძულზე ისიდამ გააჩინა ხორი. იმისათვის, რომ სეტხს ჩვილისათვის არ მიეგნო, ქალღმერთმა უტომ ის მცურავ კუნძულად გადააქცია.