ორთოდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:59, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორთოდრომი – (orthodrome, orthodromic line), გეოდეზიაში, კარტოგრაფიასა და ნავიგაციაში გამოყენებული ტერმინი. ელიფსოიდზე – ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი, სფეროზე დიდი წრის რკალი. ლოქსოდრომისგან განსხვავებით ორთოდრომი მერიდიანებს კვეთს სხვადასხვა კუთხით. ეკვატორი და მერიდიანები დიდ წრეებს ანუ ორთოდრომებს წარმოადგენენ.