მერუე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერუე (ლათ. Tringa stagnatilis Bechstein, 1803) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

მერუე საშუალო სიდიდის ჭოვილოა, ფრთა 125-140 მმ-ია, გალო – 45-55 მმ, ნისკარტი – 35-40 მმ, წონა – 55-85 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგის მხარეს მუქია, თუმცა ზურგის უკანა ნაწილი და კუდის ზედა მფარავები თეთრია. ზურგის მუქ ბუმბულებს მურა-შავი ფერის ცენტრები და საკმაოდ ფართო ცვილისფერი კიდეები აქვთ. მანტიის ბუმბულებზე მოწაბლისფრო განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარე, შუბლი, თავის გვერდები და იღლია თეთრია. ჩიჩახვზე და მკერდის გვერდებზე მოწაბლისფრო წინწკლებია. მომქნევები მურა-შავია. პირველი მომქნევის ღერო თეთრია. საჭის ბუმბულები მუქია, თეთრი განივი ზოლებით. ნისკარტი შავია, ფეხები – წენგოსფერ-მომწვანო. ზამთარში ზემო მხარე მორუხო-მურაა. ფრთის ზემო მფარავებს მოშავო შუა ნაწილი და თეთრი კიდეები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ კისერზე და ჩიჩახვის გვერდებზე მურა ფერის შტრიხებია.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ველის ზონის ბალახიან ჭაობებს უნგრეთიდან იმიერბაიკალეთამდე. უნდა ბუდობდეს რუმინეთშიც. სსრკ ფარგლებში არის მისი ევროპული ნაწილის ცენტრალურ ოლქებში, აგრეთვე უკრაინაში, შემდეგ შუა ვოლგაზე, ვოლგაზე, დასავლეთი ციმბირის სამხრეთში, ყაზახეთის ჩრდილოეთში, აღმოსავლეთით ბარნაულამდე და ზაისანის ქვაბულამდე. ზამთრობს აფრიკის უკიდურეს სამხრეთამდე, მცირე აზიაში, ჰინდუსტანში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე და ავსტრალიაში. ერთეული ეგზემპლარები ზამთრობს ამიერკავკასიაშიც. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს უპირატესად ველის ზონის ტბების ან მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, ჭაობებში, დაბალბალახნარიან, იშვიათად სალეკმდელოებიან მდინარის ჭალებში. ტყიან ადგილებს თავს არიდებს.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ხშირად ბუდობს კოლონიებად ჭაობის სხვა ფრინველებთან ერთად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახითა და ფოთლებით. მაისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

მერუეს ძირითადი საკვებია მწერები და წყლის წვრილი უხერხემლოები. კვების დროს ხშირად შედის წყალში და იქექება ნისკარტით შლამში. საჭიროების შემთხვევაში კარგად ცურავს.

მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები