ტუსკია იონა
იონა ტუსკია – (24 დეკემბერი 1901, ოზურგეთი – 8 ოქტომბერი 1963, პარიზი. დაკრძალულია თბილისში), ქართველი კომპოზიტორი, საქართველს სახალხო არტისტი (1962).
1926 დაამთავრა თბილისის (მ. იპოლიტოვ- ივანოვის საკომპოზიციო და მ. ვასილიევის სავიოლინო კლასები), ხოლო 1931 ლენინგრადის კონსერვატორია (ვ. შჩერბაჩოვის საკომპოზიციო კლასი). 1935-37 იონა ტუსკია იყო საქარტველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1932-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1950-იდან პროფესორი), 1952-62 რექტორი. მისი მოწაფეებია: რ. გაბიჩვაძე, გ. კოკელაძე, ს. ნასიძე. ო. გორდელი, გ. ყანჩელი, და სხვ. იონა ტუსკია ქართული საკრავიერი (კამერული) და სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი ნაწარმოებებია: ოპერა „სამშობლო“ (1939),სიმფონიური სურათები„გველისმჭამელი“ (1927) და „ყეენობა“ (1930). „მარშ-გროტესკი“ (1927), სავიოლინო კონცერტი (1944), სიმებიანი კვარტეტი „ჩელა“ (1926), თეატრისა („არსენა“, „ოტელო“ რუსთაველის სახელობის თეატრში) და კინოს („დარიკო“) მუსიკა, რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები და სხვ.