გოდერძის ნამარხი ტყე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გოდერძის ნამარხი ტყე''' – ნამარხი ტყე მდ. ქვაბლიანის აუზში, ძ...)

21:46, 26 აპრილი 2024-ის ვერსია

გოდერძის ნამარხი ტყე – ნამარხი ტყე მდ. ქვაბლიანის აუზში, ძინძეს ხეობაში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთით. ხეობაში შემორჩენილია მესამეულის განამარხებული ფლორა – „გოდერძის ფლორა”. ამ ადგილს ხალხმა უტყვის უბანი შეარქვა. წარსულში აქ ტროპიკული ტყე ყოფილა გავრცელებული, წარმოდგენილი როგორც მარადმწვანე (პალმები, ქაფურის ხე, დაფნისებრი, მაგნოლიები, არაუკარია) ისე ფოთოლმცვენი (ლეღვი, ნეკერჩხალი, მუხა, ხეჭრელი, რცხილა, არყის ხე, ტირიფისებრნი, წიფლისებრნი) სახეობებით, ასევე ბუჩქნარებით, ლიანებით და გვიმრისნაირებით. რამდენიმე მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე, ვულკანურმა ღვარმა და ფერფლმა გადაფარა აქ არსებული მძლავრი და სახეობრივად მრავალფეროვანი გაუვალი ტროპიკული ტყე.

მესამეული ფლორის ნაშთები წარმოდგენილია ხის გაქვავებული ღეროებით, ტოტებით, ფოთლების ანაბეჭდებით. ზოგიერთ ხეს შენარჩუნებული აქვს ვერტიკალური მდებარეობა, წრიული ზრდის რგოლები (მიკროსკოპში მოჩანს). იგი უიშვიათესი და უნიკალური ბუნებრივი ძეგლია, თუმცა დღეს იგი იძარცვება. რამდენიმე მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე, ვულკანურმა ღვარმა და ფერფლმა გადაფარა აქ არსებული მძლავრი და სახეობრივად მრავალფეროვანი გაუვალი ტროპიკული ტყე. ამ ტყის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მაშინდელი კლიმატი გაცილებით უფრო თბილი ყოფილა, დაახლოებით ისეთი, როგორც დღეს ტროპიკულ ტყეებშია. ამჟამად აქ დადგენილია 90-მდე სახეობის მცენარე. მათ შორისაა მარადმწვანე ხეები (პალმები, ქაფურის ხე, დაფნისებრი, მაგნოლიები, არაუკარია), ფოთოლმცვივანი ხეები (ლეღვი, ნეკერჩხალი, მუხა, ხეჭრელი, რცხილა, არყის ხე, ტირიფისებრი, წიფლისებრი), სხვადასხვა სახეობის ბუჩქნარები, ლიანები, გვიმრისნაირები და ბალახოვნები. ზოგიერთი ეს სახეობა (ან მისი მონათესავე) დღეს გავრცელებულია თბილი კლიმატის პირობებში იაპონიაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები