სამადაშვილი ნიკოჩემი პორტრეტი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

თინათინ ანასაშვილი:  „საღმრთოთა სახელთათვის” ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

თამარ იაშვილი:  თამაში წესების გარეშე

 


ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა:
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.
ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადღაც კიაფობს მთვარის ბულული –
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.