ნიკო სამადაშვილიავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი...

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს  პოეტი, ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი

დამხმარე მასალა:

თინათინ ანასაშვილი:  „საღმრთოთა სახელთათვის” ნიკო სამადაშვილის პოეზიაში

თამარ იაშვილი:  თამაში წესების გარეშე

 


შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.