ვაჟა-ფშაველა:  ალუდა ქეთელაური

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 


 

I
მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
კაცია   
დავლათიანი,

   

დავლათიანი - იღბლიანი, სვებედიანი, ღვთისგან დალოცვილი.

 

საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის
გზიანი;

   

საფიხვნო - ადგილი ან ნაგებობა სოფელში, სადაც თავს იყრიან და ბაასობენ, საკაცო ხელსაქმეებს აკეთებენ.
გზიანი - გონივრული, გამოსადეგი, გარემოების შესაბამისი.

 

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, -  
სცადა
ფრანგული  ფხიანი.  

   

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა - მთაში გავრცელებული წესის თანახმად, მოკლულ მტერს ხელს სჭრიდნენ, სოფელში გამარჯვების ნიშნად მოჰქონდათ და ქავის კარზე (ქავი - ქვის მაღალი გალავანი, სადაც მტრის მარჯვენას აკრავდნენ.) აკრავდნენ, რაც მეტი მარჯვენა ამშვენებდა ქავ-ციხეს, მით უფრო სახელიანი იყო მისი პატრონი.

ფრანგული - ხმალია ერთგვარი. ფხიანი -კარგად გალესილი.

 

ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,
ალუდაისიც ფთიანი.

     
 

 გუმან აქვ,   გადაავლიონ
არხოტის   თავი მთიანი,

   

გუმან აქვ - უნდათ, სურვილი აქვთ, ფიქრობენ. გადაავლიონ - გადაატარონ.

არხოტი - პირიქითი ხევსურეთის ერთ-ერთი თემია მდ. ასას ხეობაში.

 

გადაბერტყინონ ნალითა
 ქუჩი მთებისა ცვრიანი.

   

ქუჩი - თმასავით წმინდაღერიანი ბალახია, იზრდება კლდეებში, ხრიოკ ადგილებში.

 

ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;  
აისხა იარაღები,

   

ტალი - კაჟი, თოფს დაუპირა ტალიო - მოცვეთილ კაჟს, ტალს ნაპირები ჩამოამტვრია, რათა ბევრი ნაპერწკალი დასცვენოდა დაცემინების დროს.

 

გააფხავიდის  ხმალიო;

გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.

   

გააფხავიდის - გალესა, ფხა დაუყენა.

 

გათენებისას  ჭიუხში 
შურთხმა   დარეკა ზარიო,

   

ჭიუხი - წვეტიანი კლდე (ვაჟა), კლდოვანი მთა.

შურთხი - ფრინველი ქათმისებრთა ოჯახიდან, გარეგნობით ინდაურს ჰგავს, სტვენს, ბინადრობს ალპურ ველებზე.

 

ძაღლებს-კი სძინავ თეოზე
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.

    თეო - ადგილი ცხვრის ბინის გარშემო, სადაც ძაღლები დარაჯობენ.
 
 

მალე შააგდო ალუდამ

ქისტების ნავალს თვალიო.

    შააგდო თვალი - თვალი მოჰკრა, დაინახა.
  მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს
ქურდ-კანტალას  ღილღველსა  
    ქურდ-კანტალა - ქურდბაცაცა. ღილღო - ღლიღვების (მთიელი ინგუშების) საცხოვრებელი ადგილი ასას ხეობაში, ხევსურეთის საზღვართან.
  ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე  ეკიდებისა;
    ყელთავქვე - თავდაღმა.
  ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
     
  გამასტყვრა   მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! -
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, -
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა...
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
    გამასტყვრა - ხმა გამოიღო (გამოსროლილმა თოფმა).
 

კენჩხას  არა სჭირს ძვლისასა.

გამოსტყვრა მუცალის თოფი,

   

კენჩხა - თავის ქალა (ვაჟა).

.

  ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
    მქისე - უსიამოვნო
  ზედაც დაჰვედრებს  იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
    დაჰვედრებს - მუქარით, ნიშნის მოგებით ეტყვის.
  რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
    სრევა - სროლა.
  ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
    ცდა - ბრძოლა.
  გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
    ძეგლიგი - კაჟიანი თოფი.
  ნუმც ხარობს ქავის  კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.
    ქავი - ქვის მაღალი გალავანი, სადაც მტრის მარჯვენას აკრავდნენ.
         
  II      
  მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ 
დაწირეს  ხევები;
    დაწირესეს - მიატოვეს.
  მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
     
  ქორებ, ფრინველთა  მლევლები;
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,
მადლი რქათ ადგა ღვთისაო.
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
~მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო”.
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
    მლევლები - მჟლეტელები, მსპობელები; დალევა - მოსპობა.
სოვნი - სვავნი.
  ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
    ტახტა - უნაგირის კეხის ამოწეული ნაწილები წინ და უკან.
  ვერცხლით მორთული ბაზალა, -     ბაზალა - თოფია (ვაჟა).
  ეგ ხოროსნული ხმალია.     ხოროსნული - ხორასანში (სპარსეთის მხარეა) გაკეთებული.
მეება ჭიუხიანსა,
სადაც იმედას ქავია,

 

ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,

ზამთარ ჩამუდის ზვავია.

იყურებს - ისმენს.

ბევრჯელ მაასწრო დელგმამა, დელგმა - დიდი წვიმა, თავსხმა.

ჰყეფდა ყორანი შავია.

დაჰფამფალებდა თავზედა
გაუმაძღარი სვავია,

დაჰფამფალებდა - დაჰფარფატებდა, უშნო ფრენით უვლიდა თავზე.

ვერვინ , მაჰრივა იღბალი
ვერავინ უყვა ავია.
ურჯულოს ხელებსავ ადნობს
ზედ მზის სხივები მწვავია.
მაჰრივა იღბალი - აჯობა იღბლით, დაამარცხა.
გველმა ვერ გასჭრა ლიბოი
დღესაც ცოცხალი არია.
ზოგჯერ ავდარი დადგება,
ოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია.
რა უყვათ, ბევრი უნახავ
ულვაშ-აშლილი მკვდარია!
ბევრჯელ წასულა საჭალოდ
დახოცილთ სისხლის ღვარია;
შაუღებია წითლადა
გველმა ვერ გასჭრა ლიბოი - გადმოცემის თანახმად, გველის მიერ ლიბოს გაჭრა ან ლიბოში გველის გაჩენა უბედურების ნიშანია. აოხრებული, ამოწყვეტილი ოჯახის საძირკველში იბუდებს გველი. ლიბო - საძირკველი.
ავი  არდოტის  წყალია.
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
არდოტი - სოფელია პირიქით ხევსურეთში.
მითამ  საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა, ძმისწულები სამნია.
ბევრს უნდა ამბის გაგება,
ბევრნი მოვიდნენ სხვანია.
მიულოციან ალუდას:
- სახელიანიმც ხარია!
ბებერი ჰკითხავს უშიშა
ალუდას ამბავს ცდისასა.
უამბობს ქეთელაური
ამბავს ღილღველის მგლისასა:
~აქით წასულმა, უშიშავ,
კვალი შავაჭერ მთისასა,
მოკლედავ გადავეწივე.
ნავალ დავატყვე ქვიშასა.
ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,
წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა.
მითამ - ვითომ.
იმ ცხონებულსა მუცალსა,
რკინა სდებიყო გულადა!
- რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.
- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე. სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
იმ ცხონებულსა მუცალსა - ცხონება, ქრისტიანული რწმენით, ადამიანის სულის ხსნაა, რაც ქრისტესთან შეერთებას ნიშნავს, ეს კი მაჰმადიანისთვის შეუძლებელია.
გაუნაძოძა გულია. გაუნაძოძა - დაუფლითა, დაუგლიჯა. ნაძოძი - ნაგლეჯი, ნაფლეთი.
 ნატყვიარს ბრძამით  იფევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
~დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.
ბრძამიი - მთის მცენარეა ურობალახასავით (ვაჟა). ბალახია, რომელიც ზამთარშიც მწვანეა (ა. შანიძე).
ხევსურთა ახალ-უხლები
გადაიქციან ტყემლადა,
ავად შაჰხედნეს ალუდას,
ახალუხლები - ახალგაზრდები, ახალგაზრდობა.
 შაუძრახნიან ხმელადა:  
~მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
ხმელადა - უხეშად, უკმეხად.
აიხსენ  გველის-პირული,  
დიაცთ გადუგდე ცხემლადა;
ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად,
გველისპირული - ხმლის ეპითეტია.
ხირიმ    -  გაუდვან გარადა;
დამბაჩა გამოადგებისთ
საბრუნლად, თითისტარადა!
გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!”
ზურგი აქციეს ალუდას
პირითა ჯავრიანითა;
თავ-თავის სახლებს მიჰმართეს
ხირიმი - ყველაზე კარგი ძველებური, კაჟიანი თოფია (ოდესღაც ყირიმიდან შემოტანილი). გარა - რგვალი ხე, სიგრძით ადლ-ნახევარი, რომლზედაც ქსოვის დროს ნართს ახვევენ.  ერთი გარაა მოძრავი, მეორე - უძრავი (ვაჟა).
ჭერხოთით   კარიანითა.
გაწირეს ქეთელაური
ჭერხო - ხევსურული სახლის მეორე სართული. ჭერხოთი - ჭერხოს გავლით.
გულითა ნარიანითა, ნარიანი გული - დაბოღმილი, დანაღვლიანებული გული. ნარი - ეკლიანი ბუჩქი.
სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა,
შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით  რვალიანითა,
ზერდაგი - კარგი ცხენის ეპითეტი (სპარ. ზარდაგი -  მუქი ყვითელი). რვალი - ბრძოლაში ტანის დასაცველი საფარველი.
წელზე ნარტყამის ფრანგულით,
მკლავითა ფარიანითა,
თორმეტის ქისტის მამკლავი
შუბითა ტარიანითა.
ირემს ჰგავ მინდის წითლაი
შუბლითა მთვარიანითა.
ალუდას აუგს ეტყოდენ
სიტყვითა შხამიანითა.
იწყინა, შუბლი დაკეცა
ნაოჭით ზარიანითა.
- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა.
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.
ბევრ დაღონება არ გვინდა,
ერთი დღის მეყოს საგძალი,
გზა-კვალი არ ამერევა,
ყოველ მხრივ ვიცი სავალი,
დღესავ მოგივათ მინდია,
 
 მანამ დაბრძანდეს მრავალი.
ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,
ნიავქარივით მავალი.
მანამ დაბძანდეს მრავალი! - მრავალი (მრავადანი) - ვარსკვლავთა ხომლი.
   
III
დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა;
დროა ვარსკვლავთა
ჟიკჟიკის,
ჟიკჟიკი - ბრწყინვა, ბზინვა, ციმციმი, კაშკაში.
მცვრევა ბალახზედ ნამისა,  
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.
დევნი გამოვლენ კლდიდამა,
ხევ-ხუვში ეხეტებიან.
ყველამ ივახშმა და ახლა
საძილედ ემზადებიან.
- პურ მიირთვიო, - ალუდას
და-დედან ეხვეწებიან.
- მე პურ არ მინდა, დედაო,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლისსს - ხალხის რწმენით, ღამის წყვდიადში სულები საფლავებიდან ამოდიან, თავისუფლდებიან, მოძრაობის უნარს იძენენ, აჩრდილებივით დადიან დედამიწაზე - ცრურწმენით.
გული შამეკრა  რადამე,
წუხელ ცუდ სიზმრები
ვსინჯე,
რიგში ვიყოდი სადამე.
წინ გვედვა მიცვალებული,
ხევსურნ
შაწყენის ისხდენა.
რადამე - რატომღაც.
სინჯვა - ცქერა, ყურება.
რიგი - მიცვალებულის ხარჯი, ქელეხი.
ვიყოდი - ვიყავი.
შაწყენით - დამწუხრებით.
სალაშქროდ დამზადებულნი,
ზოგნი კარებზე იდგენა.
მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი,
როგორც წესია კაცისა.
გუმანი მქონდა სალაშქროდ,
ხანიც მოვიდა წასვლისა.
 
ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა,
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
~მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე-კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა”.
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული.
ვინამ - ვიღაცამ.
"ჭამეო, რამამ  მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული:
კიდევ მიმირთვით ალუდას
წვენ ხორცი გაცხელებული”.
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ
გუნება-აღელვებული.
რამამ - რაღაცამ.
   
IV
თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზაგროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
 
რამდენს  ფრაშ-ფრაშში  არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
ვინ მოდის წითლის ცხენითა,
გამაიარა წყალია?
- მოხველ მშვიდობით! - მინდიას
ფრაშ-ფრაში - უშნო, დუნე ფრენა.
ხევსურთა შაუძრახნიან. -
რა მაიტანი ამბავი? -
შორითვე დაუძახიან.
შაუძრახნიან - შეეხმიანებიან.
- ახლებო, სისხლით გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
სისხლი გიფუისთ - სისხლი გიდუღთ.
ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
ხელი ალუდას მიართვის:
- წაიღ, მიაკარ ქავადა!
- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
ენა ქარქაშში გეჭიროსთ - ენა პირში დაატიეთ; გადატ. დაუფიქრებლად ნუ ლაპარაკობთ.
 
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის,ვერ მიხმლობს,
საქმე მოგირთავ - საქმე მოგიგვარებია.
რაად მინდარის? - რად მინდა?
 
  არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს
თივის კავადა ,
    თივის კავი - ბოლომოკაუჭებული, თოკმობმული ჯოხი, იხმარება თივის, ტვირთის შესაკრავად.
 
  წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
     
  რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
"წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა”.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
    ტყვრებიან - სკდებიან.
         
  V      
  ჟამი მოვიდა საუფლო.
ხალხი
ხატობას დიოდა:
უნდა აცნობონ   
ბატონსა
ვისაც-კი რამა სტკიოდა.
მოქუჩდა ქალი და კაცი
   

ჟამი საუფლო; - უფლის, ხატობის დრო.

ხატობას - ხატში. ჯვარი, ხატი ხთიშვილების სახელით ცნობილ ზეციურ არსებათა ზოგადი სახელწოდებაა. ეს სახელწოდებანი გადატანითი მნიშვნელობით სამლოცველო ნაგებობათა კომპლექსის აღსანიშნავადაც იხმარება (ვ. ბარდაველიძე). ბატონი  - ხატს ფშაველი ეძახის ბატონს, ანუ ღვთიშვილს, თავის თავს - ყმას.

  სახვეწრით ცხვრით და ხარითა;
მიართმევდიან ბატონსა
სახვეწარს
ბეღლის კარითა.
ეს ვინ-ღა მოდგა, ნისლივით,
    სახვეწარი - იგივეა, რაც სამხვეწრო - ვისიმე სულის მოსახსენებლად ან წყალობის გამოსათხოვად ხატისათვის მირთმეული ძღვენი.

ბეღლის კარი - ადგილი ბეღლის წინ (ბეღელი - შენობა ხატში, სადაც ხატის პური, ლუდი და მისთ. ინახება

  თითბრით  ნაზიკის  ხმალითა?
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
    ნაზიკი - მორთული, მოკაზმული (ვერცხლით, თითბრით).
  ამა კურატით  შავითა?
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა.
დიდია ჩვენი ბატონი -
    კურატი - უღელდაუდგმელი ხარი, რომელიც სამსხვერპლოდაა შეწირული (ა. შანიძე).
  გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
    გუდანის ჯვარი - მთავარი ღვთაება პირაქეთ ხევსურეთში, საერთო-სახევსურეთო რელიგიური ცენტრი. აქ უნდა გადაწყვეტილიყო საერთო საკითხები, რაც მთელი ხევსურეთისთვის მისაღები იქნებოდა. გუდანის ჯვარი მოლაშქრე ღვთიშვილია, მეომარია, ეს მისი ძირითადი ფუნქციაა.
  ვაჟკაცნი  იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება.
    იმედიანნი - საიმედონი.
  ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
    დიდება - მსხვერპლის შეწირვის დროს ხევისბერის მიერ წარმოთქმული ლოცვა.
  როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
- გაურჯულებულს არჯულებ,
    უნდომლად - ძალაუნებურად, უნებლიეთ, უსურვილოდ.
  შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპით და პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
    არ შეგიხდებისა - არ მოგიხდება, არ დაგშვენდება, არ გეკადრება.
  ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია.
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს, ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
    ჯღრდე - აჩხორილი, ერთმანეთში არეული, მიხერგილი.
  ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითომ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
- ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი დაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო.
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
    ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.  ზღვენი - ძღვენი, ხატისთვის მირთმეული შესაწირი.
  ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
    ალლად - ალალი იყოს.

 

 

  საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა,
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი, -
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
    საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა - თემის ადათ-წესის თანახმად, მხოლოდ ხევისბერს შეეძლო ხატობისას ხატში მიყვანილი საკლავის დაკვლა. 
  მოკვეთილ  იყოს, სხვა ქვეყნის     მოკვეთა - თემისა და სოფლის წევრის გაძევება რაიმე მძიმე დანაშაულისათვის. თემისა და სოფლისაგან მოკვეთილი იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპეული მიწაწყალი. თემი წევრს მოიკვეთდა რამე მძიმე დანაშაულის: ჯვრის ღალატის, ჯვრიდან რამის მოპარვის, სამშობლოს ღალატის გამო.
  ცა-ღრუბლის შანამზირები.
წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა, ციხის კარები.
    შანამზირები - შემაცქერალი.
  ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
    საძნოვარი - ადგილი, სადაც ძნის ზვინები დგას, - საძნე.
  გუდანს - შინშნი  და ქალები; ;
ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი,
არ არის შასაბრალები.
ამის გამგონე მინდიას
მაუწყლიანდის თვალები,
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები,
    შინში - დეიდაშვილი.
  შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
- ვაჟნო, ვინდომებ თქვენთვისა
წყალობას ბატონისასა,
    შასმული - ნასვამი, მთვრალი.
  საკარგყმო დამალეინეთ,
მოგიტანთ ხელსა მტრისასა.
    საკარგყმო - კაი ყმის ჯილდო. განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიძღვნილი საჩუქარი, სადღეგრძელო, მისართმევი სასმისი, ლუდიანი საწდე, ცხვარი და მისთ.
  ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა,
ყურეს
უმარჯვდა კლდისასა.
    ბრჯღალი - ბრჭყალი, კლანჭი.
უმარჯვდა - უმიზნებდა, შესაფერის ადგილს ურჩევდა.
  იმ დროსა ვსტყორცნე ისარი
ლაღად მიმავალს ცისასა;
მართალ გამოდგა
ნასრევი,
    ნასრევი - ნასროლი.
  ყორანს უვლიდა ფრთისასა;
კლანჭით გაუშვა ნადავლი,
გადმეესრია მიწასა.
    გადმეესრია - გადმოისროლა, გადმოტყორცნა.
  - მუცალის მარჯვენა არი,
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
წყრომით იტყოდა მინდია, -
მიზეზი იმათ წყევისა;
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
- წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულოს ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევის ბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
     
         
  VI
თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
     
  ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა.
გაუბამ ყინულს ლურჯადა
უბე-კალთები წყლებისა,
 

ზოვები - ზვავები.

  მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
    მიუნაქრია - მიუნამქრია.
  ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.
~კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,”
ერთი დიაცი სწყრებისა.
~ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო”.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
    უკვენა ჰყვებისა - უკან მიჰყვება.
  ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა ძნელაო.
    აგვიბოჟირდა - აგვიწიოკდა, აგვიხმაურდა.
ძნელაო - მეტისმეტად.
  ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს,
სად რა-რა
დავილევითა?
    დავილევითა - ამოვწყდებით.
  უბინო უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
     
  მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
~მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
    დავფერებივარ - დავმსგავსებივარ.
  ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.

1888 წ.
    ხვივილი - ხმაური.