ვაჟა-ფშაველა:   სამეფოს სიმღერა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 


ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
    სამეფო – აქ: საცოლო ვაჟი.
გამაჰგოგდი – გამოგმანდი. გოგმანი – აქ: მოხდენილად სიარული.
გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.
   
ფერდო
– ფერდობი, დამრეცი ადგილი.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო?
გენაცვალე, შავთვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა,
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..