ნიკოლოზ ბარათაშვილი: საყურე
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს პროზაიკოსი და მთარგმნელი ქარდა ქარდუხი



  დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი ბარათაშვილი


  ვითა პეპელა     ვითა - როგორც.
  არხევს ნელნელა    
სპეტაკს  შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოი, საყურეო,
სპეტაკი - 1.ძალიან თეთრი, 2. წმინდა, უმწიკვლო" (წყარო:უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149])
  გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
    გრძნება - გრძნეულება, ჯადოქრობა.
  შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
    შარბათი - შაქრითა და ხილის წვენით დამზადებული ტკბილი სასმელი.