ნიკოლოზ ბარათაშვილი: ხმა იდუმალი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: იურისტი ნიკა ჯოჯუა



  დამხმარე მასალა:

 

ვალერიან გაფრინდაშვილი ბარათაშვილი
 


  ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან  პირველად წუთისოფელი,
   


ვსცან – ვიცანი, შევიცანი.

  დავშთე  ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
   

დავშთე – დავტოვე.

  სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
   

თანაზრდილი – თანაშეზრდილი, თანატოლი.
 

  ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
   

ზრახვა – განზრახვა, ფიქრი.

  სულ ერთსა მიწვრთნის  გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო,  შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,
   

მიწვრთის – აქ: ჩამჩიჩინებს.

ყრმა – აქ: ჭაბუკი.

საშვენი – შესაფერისი.

მხვედრი – ხვედრი, ბედი.

  და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!
ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა
შეუწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,
მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.
ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,
ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,
სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?
როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..

1836 წ.