ალჟირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

ალჟირი - ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, (ფრანგული – Republique Algerienne Democratique et Populaire), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

ფართობი - 2381,7 ათ. კმ2. მოსახლეობა 35,4 მლნ. კაცი (2012).

შემადგენლობა - ალჟირელი არაბები და ბერბერები.

ოფიციალური ენა - არაბული.

დედაქალაქი - ქ. ალჟირი.

ადმინისტრაციული დაყოფა -48 ვილაიეთი.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.

ალჟირმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1962 წლის 5 ივლისს.

ალჟირი აგრარული ქვეყანაა, განვითარებული სამთო მოპოვებითი მრეწველობით (ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფერადი ლითონი და სხვა). სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნილების 1/3-ს.

ძირითადი საზღვაო პორტებია: არზვეი, ბეჯაია, სკიკდა, ალჟირი, ანაბა.

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 147 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები – 127 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები – 14 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 6 ათ. სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება ხდება გაწვევით, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების – დაქირავებით. გასამხედროებული ფორმირებებია: ჟანდარმერია, ეროვნული (ნაციონალური) უსაფრთხოების ძალები, რესპუბლიკური გვარდია.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები