ბაზირების რაიონის თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზირების რაიონის თავდაცვა – ორგანიზაციული ღონისძიებების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია არ დაუშვას მოწინააღმდეგის მიერ ბაზირების რაიონის ხელში ჩაგდება, უზრუნველყოს მასში განლაგებული ფლოტის ძალების და სანაპირო ობიექტების უსაფრთხოება ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან.

ბაზირების რაიონის თავდაცვისთვის გამოიყენება ფლოტის (სამხედრო-საზღვაო ბაზის) ძალების გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები, სახომალდო დამრტყმელი და საძიებო-დამრტყმელი ჯგუფები. ასევე სანაპირო რაიონის დაცვის ხომალდების შენაერთები, წყალქვეშა ნავები ან მათი ჯგუფები, საზღვაო ავიაციის და სანაპირო ჯარების ნაწილები.

ბაზირების რაიონის თავდაცვა ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის ორგანიზაციას, ნავსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო, ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვას და ა.შ. ასევე – მოწინააღმდეგის სხვადასხვა სახეობის იარაღისგან დაცვის, შენიღბვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორგანიზებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები