ბაიხოს სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაიხოს სამების ეკლესია – (VI ს.), მდებარეობს ბაიხოს ნასოფლარზე, სოფ. ოჟიოდან ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია), სამნავიანი ბაზილიკა, აგებულია დიდი ზომის რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შეკეთებულია აგურით. მთავარ ეკლესიას უჭირავს შუა და ჩრდილოეთ ნავები. საბჯენ თაღებზე ამოყვანილი კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომელიც ეკლესიის იატაკიდან 70 სმ არის შემაღლებული და ძირითადი სივრცისგან გვიანი ხანის კანკელითაა გამოყოფილი. შესასვლელი ერთია – დასავლეთის მხრიდან. მეორე, პატარა ეკლესიას აფსიდით დასრულებული სამხრეთ ნავი უჭირავს. იგი მთავარ ეკლესიასთან კარით არის დაკავშირებული, ამავე დროს დასავლეთიდან დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს. ბაიხოს სამების ეკლესია გარედან სადაა. მისი ერთადერთი მორთულობა საკურთხევლის დეკორატიული თაღია.

შენობის გარეთა ზომებია: 10.8 X 102.5 მ, სიმაღლე შიგნით – 9.2 მ.

მ. ბოჭორიშვილი


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014;
  • დვალი თ, ვაჩნაძე მ., ბაიხო, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004;
  • ხარაძე კ., კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს. თბ., 2010.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები