განსაწმენდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ დორე. დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ილუსტრაცია.

განსაწმენდელი - სალხინებელი. ეს ტერმინი კათოლიკეებს ეკუთვნის, რომელნიც თვლიან, რომ კათოლიკე მიცვალებულის სული ჯერ განსაწმენდელში ხვდება, სადაც განიწმინდება ნარჩენი ცოდვებისაგან და შემდეგ შედის სასუფეველში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ერესია.

კათოლიკური კლესია სალხინებელს უწოდებს რჩეულთა საბოლოო განწმედას, ანუ იმათ განწმედას, ვინც ღმრთის მადლში კვდება, მაგრამ ჯერ არ მიუღია ზეციურ სასუფეველში შესაბიჯებლად აუცილებელი სიწმიდე. სალხინებელთან დაკავშირებული სარწმუნოებრივი მოძღვრება ეკლესიამ უმთავრესად ფლორენციის (1439) და ტრიდენტის (1563) კრებებზე ჩამოაყალიბა და გაითვალისწინა მიცვალებულთათვის ლოცვის პრაქტიკაც, რომელზეც საღმრთო წერილშია საუბარი (2 მაკ. 12:46, შდრ. CCC, 1030-1032).




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები