თუშიშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ თუშიშვილი

ოთარ თუშიშვილი — (დ. 14 ივნისი, 1978, გორი), ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (66 კგ). 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების (66 კგ) ­ ბრინჯაოს პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების (XV ადგილი), 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების (XXI ადგილი), 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ­ (XII ადგილი) მონაწილე. ვმსოფლიოს ვიცე­ჩემპიონი (2006) და ორგზის მესამე პრიზიორი (2005, 07), ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელი (1999, 01, 10). ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობის გამარჯვებული (1996) და მსოფლიოს პირველობის (1996) მესამე პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი.

2008 წლის ოლიმპიური თამაშები

66 კგ, 21 მონაწილე
1. რამაზან საჰინი (თურქეთი)
2. ანდრეი სტადნიკი (უკრაინა)
3. ოთარ თუშიშვილი (საქართველო)
3. სუშილ კუმარი (ინდოეთი)
I წრე ­ ქულებით (5:4) მოუგო კაზუჰიკო იკემაცუს (იაპონია); II წრე ­ ქულებით (5:0) დაამარცხა სერაფიმ ბარზაკოვი (ბულგარეთი); III წრე ­ ქულებით (1:4) წააგო მომავალ ჩემპიონ რამაზან საჰინთან (თურქეთი); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ქულებით (4:1) გაიმარჯვა ენდრი გარსონთან (კუბა)





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები