კოლონების და გაფანტული მწყობრის ტაქტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლონების და გაფანტული მწყობრის ტაქტიკა - ბრძოლის (ბატალიის) წარმოების თეორია და პრაქტიკა XVIII-XIX საუკუნეებში.

ამ ტაქტიკის არსი იყო მსუბუქი (ეგერების) და სახაზო (მეტწილად ბატალიონების) ქვეითების კოლონების გაფანტული მწყობრის კომბინირებული გამოყენება, რასაც მხარს უჭერდნენ ცხენოსნები და არტილერია.

რუსეთის არმიაში დამკვიდრდა 1756-63 წლების შვიდწლიანი ომის დროს. დასავლეთში მიმართავდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის (XVIII საუკუნის დამლევს) რევოლუციური ომების და ნაპოლეონის ომების დროს. XIX საუკუნის დამდეგს ევროპის არმიების სამხედრო ხელოვნებაში გაბატონებული ადგილი დაიკავა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში არმიების კუთხვილი სასროლი იარაღითა და არტილერიით მასობრივი აღჭურვა, კოლონების და გაფანტული მწყობრის ტაქტიკის კრიზისის მიზეზი გახდა. იგი შეცვალა მსროლელთა ჯაჭვების ტაქტიკამ.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები