კოტორაანთკარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოტორაანთკარის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოტორაანთკარის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ხევის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,2X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, მთლიანად დანგრეულია ჩრდილოეთ კედელი, სამხრეთ კედლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის ღერძზე ვიწრო და პატარა სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – თითო პატარა სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები