მეგიდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგიდოპალესტინის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მეგიდო ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ქალაქებიდან საოცრად დიდი, მტკიცე და განიერი გალავნით, რომელშიც მასიური კოშკები იყო ჩაშენებული. ეს ქალაქი თითქოს მთლიანად ციხე-სიმაგრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეგიდოს მთავარი მნიშვნელობა მისი სტრატეგიული მდებარეობა და მიუდგომელი ციხე-სიმაგრეები გახლდათ, მაინც საკმაოდ დიდი მოსახლეობა ჰყავდა და თავისი ფუნქცია ჰქონდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპარეზზე.

მეგიდოს გალავანი მთლიანად ქვისგან იყო აგებული და მასში რამდენიმე დიდი კარიბჭე იყო ჩაშენებული. ამ ქალაქის გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშა ისრაელის მეფე აქაბმა, რომელმაც გაამაგრა ქალაქის გალავანი და გაიყვანა წყლის უზარმაზარი არხი.

თავდაპირველად მეგიდო ეგვიპტეს ემორჩილებოდა და აქ ეგვიპტის ერთ-ერთი მოხელის რეზიდენცია მდებარეობდა, მას შემდეგ რაც ეგვიპტე ჰიქსოსებმა დაიპყრეს, მათვე დაიკავეს მეგიდო, სადაც მნიშვნელოვანი მშენებლობები წამოიწყეს. ძვ.წ. 1468 წელს ეგვიპტის ფარაონმა თუტმოს III-მ მეგიდოსთან ბრძოლაში გაანადგურა ქანაანელებისა და ხეთების გაერთიანებული ლაშქარი.

ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძეს არ აუღია მეგიდო, თუმცა მისი მეფე სასტიკად დაამარცხა. ისრაელის მსაჯულის, დებორას სიტყვებში ნახსენებია ბრძოლა ქანაანელებთან „მეგიდოს წყლებთან“.

მრავალი მკვლევარი აზრით მეგიდო ისრაელის ხელში მეფე დავითის მეფობისას აღმოჩნდა. მეფე სოლომონმა გაამაგრა ეს ქალაქი და თავისი სამეფოს ხუთი ოლქიდან ერთ-ერთის ცენტრად დანიშნა. მეგიდო გამოირჩეოდა თავისი საჯინიბოებით, სადაც ისრაელის მეფეებს საბრძოლო ეტლებისთვის ცხენები ჰყავდათ დაბინავებული.

დაახლ. ძვ.წ. 732 წელს მეგიდო ასურელებმა აიღეს და დაანგრიეს, შემდეგ კი კვლავ აღადგინეს და ასურეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროვინციის დედაქალაქად გამოაცხადეს.

მეგიდოსთან დამარცხა და სიცოცხლეს გამოასალმა ეგვიპტის ფარაონმა, ნეხო II-მ იუდეის მეფე იოშია.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები