მირონცხება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირონცხება - მირონცხების საიდუმლოში ჩვენ ვიღებთ „სულიწმინდის ბეჭედს“ (რომ. 8;2 კორინთ. 1:21-22). თუ ნათლობა არის ჩვენი პირადი მონაწილეობა პასექშიქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში, მირონცხება ჩვენი პირადი მონაწილეობაა სულთმოფენობაშისულიწმინდის გარდამოსვლაში. და ისევე, როგორც აღდგომას სამყაროსათვის აზრი არა აქვს სულთმოფენობის გარეშე, ასევე, არა აქვს აზრი ნათლობას მირონცხების გარეშე.

სულიწმინდის ნიჭი ახლად მონათლულს სხეულის ყველა ნაწილზე წმინდა მირონის ცხებით ეძლევა. მირონი განსაკუთრებულად მზადდება ვნების კვირის ხუთშაბათს ეკლესიის ეპისკოპოსთა მიერ, რადგან სულიწმინდის მადლი ადამიანებს თავიდანვე ეძლეოდათ ქრისტეს მოციქულების საშუალებით, მოციქულთა მემკვიდრეები კი სწორედ ეპისკოპოსები არიან (საქმე მოციქულთა, 8:14,19:1-7).

ამრიგად, ჩვენ გარს ვუვლით ემბაზს მხოლოდ ჩვენი მირონცხებისა და მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამოციქულო და სახარების საკითხავებს ქრისტეში ჩვენი ხსნისა და განათლების შესახებ.

ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მღვდელი ღვთის ოჯახის ახალ წევრს თმას მოაკვეცს. ჯვრის სახედ თმის მოკვეცა ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს სრულად უძღვნის ღმერთს. ძველთაგანვე თმა იყო ძალის სიმბოლო (მსაჯულნი, 16:17), ამიტომ XV საუკუნემდე სამღვდელოება მთელი ცხოვრების მანძილზე ტონზურას ატარებდა და ამით აჩვენებდა, რომ მათი ძალა ღმერთშია.

ნათლობასა და მირონცხებასთან ერთად ახალშობილი ეკლესიის წევრი ხდება. როგორც ყრმა იესო დაბადებიდან ორმოცი დღის შემდეგ მიიყვანეს ტაძარში, როგორც ამას მოითხოვდა ძველი აღთქმის სჯული, ასევე, მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობა და ეკლესიის წევრად გახდომა, ჩვეულებისამებრ, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ხდება. ამავე დროს, ძველი აღთქმის წესისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განწმენდის მაგალითისამებრ, ხდება ახალშობილის დედის გაეკლესიურება (ლუკა, 2:22). დედის გაეკლესიურება არის მისი დაბრუნება ღვთის ერის შეკრებაში ეკლესიისა და ლიტურგიის გარეშე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ. დედის განწმენდის წესი უნდა აღსრულდეს ბავშვის ნათლობამდე, რათა დედას ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს თავისი შვილის ქრისტეს სასუფეველში შესვლის საიდუმლოს.

ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებები, რომლებსაც „წმინდა განათლებას“ უწოდებენ, მთავრდება წმინდა ზიარებაში მონაწილეობით.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები