მონტენეგრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტენეგროს დროშა

მონტენეგრო (ჩერნოგორია) (Montonegro – მონტენეგროს რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელით.

ფართობი – 13,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 625 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – სერბულ-ხორვატული.

დედაქალაქი – ქ. პოდგორიცა.

ადმინისტრაციულად იყოფა 21 მუნიციპალიტეტად.

2006 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო სერბეთს. მონტენეგრო (ჩერნოგორია) საპარლამენტო რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს პარლამენტი, აღმასრულებელის – პრეზიდენტი და მთავრობა.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იუგოსლავიის ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკა დაიშალა ეთნიკურ ერთეულებად, სერბეთმა და მონტენეგრომ (ჩერნოგორია) შექმნეს იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა.

2006 წელს ურთიერთშეთანხმებით და რეფერენდუმის საფუძველზე იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა დაიშალა სერბეთისა და მონტენეგროს (ჩერნოგორია) დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.

მონტენეგრო (ჩერნოგორია) ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე. არის ხილის კონსერვების მოწინავე ექსპორტიორი ევროპაში. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი.

საზღვაო პორტები: ბარი, კოტორი.

საერთაშორისო აეროპორტი – პოდგორიცა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგნლობით 3,2 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 2,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,3 ათ. და საზღვაო 0,6 ათ..


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები