მრავალყვავილიანი სვინტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალყვავილიანი სვინტრი - Polygonatum multiflorum (L.) All.

Polygonatum multiflorum (L.) All. – მრავალყვავილიანი სვინტრი

მრავალწლოვანი, ჰორიზონტალურ ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა 35-75 სმ-მდე სიმაღლის, ცილინდრული, შიშველი ღეროთი. ფოთოლი მოგრძოა, მოგრძო-ლანცეტა ან ფართო ოვალური. თითქმის მჯდომარე; თითოეული ფოთლის უბეში 3-5 ყვავილია. ყვავილსაფარი ქოთნისებრია, თეთრი, 10-15 მმ სიგრძის. ნაყოფი სფერული, მოლურჯო-მოშავო კენკრაა. ყვ. V-VI; ნყ. VIII.

ხასიათდება სამკურნალო მნიშვნელობით.

ბორეალური, ევრაზიული სახეობაა. აღწერილია ევროპიდან, ტიპი ლონდონში. საერთო გავრცელება: ჩრდ. და შუა ევროპა, ატლანტური ევროპა, ხმელთაშუაზღვის მხარე, დას. ბალყარეთი, მცირე აზია, სომხეთ-ქურთისტანი, ინდოეთ-ჰიმალაი, იაპონია, ჩინეთი, ჩრდ. ამერიკა. ცენტრ. და აღმ. აზია (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია.

საქართველოში გავრცელებულია: იმერეთი, აჭარა, ქართლი, მესხეთი. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, მთის შუა სარტყელამდე (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება თელეთისა და მცხეთის მხარეს, კარსნის, არმაზისა და მართაზის ხეობებში – 650-900 მ, საგურამოს ქედზე – 650-1000 მ, კოჯრისა და კიკეთის მიდამოებში, ქვემო და ზემო წყნეთში – 700-1300 მ, დიღმის დიდგორი – 850 მ, თელიანი, ბევრეთი, ტაბარუკი, წოდორეთი, კრწანისის მიდამოები, მარტყოფი-ნორიო, სადაც ხშირად დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები