ნატოს შორეული საჰაერო-რადიოლოკაციური აღმოჩენის და კონტროლის ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს შორეული საჰაერო-რადიოლოკაციური აღმოჩენის და კონტროლის ძალები - ნატოს ყველა სარდლობისთვის 1978 წელს შექმნილი საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები, რომლელთა ამოცანაა ამ სარდლობებისთვის საჰაერო თვალთვალის, მართვის და ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა.

შორეული საჰაერო-რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის ძალების შტაბი განლაგებულია ევროპაში, ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ტერიტორიაზე.

ნატოს საფრენი აპარატების E-3A შერეული ეკიპაჟები დაკომპლექტებულია თერთმეტი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით, ეს ქვეყნებია: ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, დანია, კანადა, იტალია, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ და თურქეთი. E-3A კომპონენტი ძირითადად ბაზირებულია ოპერატიულ ავიაბაზაზე ქ. ჰელეკირხენში (გერმანია). E-3D წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის წვლილს ამ ძალებში და მათი ეკიპაჟები დაკომპლექტებულია ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეებით. E-3D ბრიტანული კომპონენტი განლაგებულია ავიაბაზაზე ქ. ვიდინგტონში (დიდი ბრიტანეთი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები