ნატოს ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედებების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედებების თეატრი - ევროპის ომის თეატრის ნაწილი; მოიცავს გერმანიის, დანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, პოლონეთის, ჩეხეთის ტერიტორიებს და მათ მიმდებარე საზღვაო სივრცეს. საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიები ომიანობის პერიოდში სტრატეგიული რეზერვების განლაგებისთვის ზურგის რაიონად განიხილება.

ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საომარი მოქმედების თეატრის სიგრძეა 1100კმ, სიღრმე - 200 კმ, საერთო ფართობი - დაახლოებით 2 მილიონი კვ. კმ.

ნატოს სარდლობის გეგმებში ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედებების თეატრს მთავარი როლი ეთმობა; მის ფარგლებში განლაგებულია ბლოკის შეიარაღებული ძალების ყველაზე მსხვილი დაჯგუფება - ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობის 45%. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის შექმნილია გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ცენტრალურ ევროპაში (შტაბი ქ. ბრიუნცუმში, ნიდერლანდი). მის შემადგენლობაში შედის ძირითადი დაქვემდებარებული სარდლობები: ცენტრალურ ევროპაში გაერ- თიანებული სახმელეთო ძალების (შტაბი. ჰაიდელბერგში, გერმანია), ცენტრალურ ევროპაში გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების (შტაბი ქ. რამშტაინში, გერმანია), ბალტიკის მისადგომებზე გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (შტაბი ქ. კარუპში, დანია).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები