როსტომაშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე როსტომაშვილი

როსტომაშვილი ივანე – (ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“, „თქვენი ვანო“, „დიზრაელი“, „რ.“, „ივ. როსტ“). (1852-1924) — საბავშვო მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

თბილისის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1874) მასწავლებლობდა საინგილოში, კახეთში, ჯავახეთში, თბილისში. 1880 წ. თელავში დააარსა ბიბლიოთეკა, 1882 წ. — „დეპო“ (საზოგადოებრივი სავაჭრო). მისივე ინიციატივით კახეთში ჩამოყალიბდა სახალხო ბანკები და ღარიბთა საკვირაო სკოლები. დიდი ღვაწლი მიუძღვის ჯავახეთის ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის საქმეში — შეძლო თითქმის ყველა ძეგლის ფოტოგრაფირება და მასალა გამოაქვეყნა კრებულში: „Материалы для описания местностей племен Кавказа“ (1898). მისი თაოსნობით 1901 წ. დაიწყო ჟურნალ „მოგზაურის“, ხოლო 1910 წ. — გაზეთ „სინათლის“ გამოცემა. მისი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები („რა არის გონებრივი გახსნა-განვითარება“, 1902, „სულით ავადმყოფნი მოსწავლენი“, 1903, „ბუდდა და მისი ცხოვრება - სწავლა სიცოცხლეზედ“, 1905), ნარკვევები („ამერიგო ვესპუჩი“, 1914, „ქრისტეფორე კოლუმბი“, 1914), პედაგოგიური სტატიები, არქეოლოგიური გამოკვლევები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები, გადმოკეთებული ზღაპრები და ფოლკლორული ნიმუშები ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში: „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „ჯეჯილში“, აღსანიშნავია ი. როსტომაშვილის ცალკე წიგნად გამოცემული შრომები: „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობელთათვის“ (1876), „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“ (1895), ალბომი „ქართველთა ტომი“ (1896), „ქართული კალენდარი“ (1897), „ქართული ანბანი ოჯახში და სკოლაში სახმარებლად“ (რომლის რამდენიმე გამოცემა არსებობს — 1895, 1902, 1905, 1906), „საყმაწვილო საჩუქარი“ (1900), „ზნეობრივი აღზრდის საფუძვლები“ (1914). მან შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიის რამდენიმე ნაკვეთი.

ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ივანე როსტომაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, ტ. I, 1953.

წყარო

იხილე აგრეთვე

ივანე როსტომაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები