სარაკეტო ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაკეტო ბაზაადგილმდებარეობის უბანი, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი გარკვეული რაოდენობის გამშვები დანადგარების რაკეტებთან ერთად განლაგებისა და მათი გაშვების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისათვის.

სარაკეტო ბაზის ძირითადი ელემენტებია:

  • სარაკეტო გამშვები დანადგარები რაკეტებთან ერთად;
  • რაკეტების გაშვების მართვის ცენტრები (პუნქტები);
  • კავშირგაბმულობის კვანძები;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და რემონტის ცენტრები, აეროდრომები, საცხოვრებელი კომპლექსები, საკაბელო ქსელი, დაცვისა და თავდაცვის

ძალები, მისასვლელი გზები, საგზაო ქსელი და ა.შ.

სარაკეტო ბაზებში, როგორც წესი, ბაზირებულია სარაკეტო შენაერთები, სპეციალური ჯარებისა და ლოგისტიკის ნაწილები და ქვედანაყოფები რაკეტების, სათბობის, ქობინებისა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მარაგით.

სარაკეტო ბაზები არის აშშ-ის, ინგლისის, რუსეთის, საფრანგეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები