სოციალური გლობალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური გლობალიზაცია - განისაზღვრება საერთაშორისო ტურიზმის განვითარების დონით, საერთაშორისო სატელეფონო კავშირებითა და წერილებით, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში უცხოელთა წილით, ყოველ 1000 კაცზე ინტერნეტით მომხმარებელთა რაოდენობით, წიგნებისა და გაზეთების ვაჭრობით მიღებული შემოსავლების წილით მშპ-ში და ა.შ. იგი, კულტურის უნივერსალიზაციის საფუძველზე, ხელს უწყობს ჩამორჩენილი ქვეყნების ხალხთა ცხოვრების წესში თანამედროვე ცივილიზაციის ელემენტების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყანათა ცხოვრების წესის დაახლოვებაში. სოციალური გლობალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ათეულშია: ლუქსემბურგი, შვეიცარია. ირლანდია, ანტიგუა და ბარბუდა, კვიპროსი, პუერტო რიკო, სინგაპური, ავსტრია, გრენადა და ბელგია. ამ ქვეყნებში სოციალური გლობალიზაციის KOF ინდექსი 93,87%-სა და 88,12%-ს შორის ფარგლებშია. საქართველოს ამ მაჩვენებლით 58,94%-ით 83-ე ადგილი უჭირავს.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები