უოლტერსის ხელოვნების მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უოლტერსის ხელოვნების მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერი – ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქართული ხელნაწერი – ოთხთავი.

Ms. W. 549. ოთხთავი

XVII ს. 270 ფ.; ნუსხური; გადამწერი პაპუნა მწერალი. შემკულია მახარებელთა მინიატურებით: მათე (1v), მარკოზი (67v), ლუკა (114v), იოანე (190v). ტყავის ყდა შედარებით გვიანდელი, XVIII-XIX საუკუნისაა, რაზეც მიუთითებს მისი მოოქრული ტვიფრული შიდა მხარე. ყდის გარდა, ხელნაწერს ახლავს აღმოსავლურ სტილში გაფორმებული ოქროსა და მინანქარში შესრულებული ლუსკუმა. საყურადღებოა მისი მხატვრული გაფორმება – ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, ქვედა ფრთაზე – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა. ლუსკუმა დაკვეთილი და შესრულებულია სპარსეთში. შესაბამისად, ეს ქრისტიანული სიუჟეტები შესრულებულია აღმოსავლურ – სპარსულ სტილში. ლუსკუმას გასდევს ორ რიგად სევადით შესრულებული მხედრული თარიღიანი (1702 წ.) წარწერა:

„ქ: ნებითა და შეწევნითა მღრთისათა (sic), ჩვენ, ფრიად ცო|დვილმან, დიდისა და ზეშთა აღ|მატებულისა ქართლისა მეფეთ-მეფისა, სრულიად ერ|ანისა სპასალარისა, ყანდარის და ქირმან||ისა ბეგლარ-ბეგისა გიორგი, ცოთვილისა (sic) პ(ა)ტ(რ)ონისა [მსახურმან]| მონამან მდივანმა კვინიხიძემა | გიორგიმ მ(ო)ვაჭედინეთ პატიოსანი სახარება ეს | სულთა და ხორცთა საოხად ამინ. ქ(ორონი)კ(ონ)ს(ა) ტჟ“ (1702)“.

როგორც მინაწერიდან ირკვევა, ხელნაწერი ქართლის მეფე გიორგი XI-ის (ქართლის მეფე 1676-1688, 1703-1709) მდივანს გიორგი კვინიხიძეს მოუჭედინებია. ხელნაწერის შესახებ ინფორმაცია დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის საარქოვო ფონდში – აკად. გიორგი ჩუბინაშვილის პირად არქივში (ამჟამად მუშავდება). არქივში დაცულ ლუსკუმის ფოტოს ახლავს უოლტერსის მუზეუმის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლუსკუმა 1687 წლით თარიღდება, რაც, ჩვენი აზრით, ქორონიკონის აღმნიშვნელი გრაფემების არასწორად წაკითხვით უნდა იყოს გაპირობებული. ქართლის მეფე გიორგი XI ირანის სპასალარის, ასევე ყანდაარისა და ქირმანის ბეგლარ-ბეგის სახელოს 1687 წელს არ ფლობდა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული მინაწერის თანახმად გიორგი XI-ს ირანის შაჰმა ზემოთ ჩამოთვლილი სახელოები უბოძა 1702 წელს და არა 1703, როგორც ეს ისტორიოგრაფიაში აქამდე იყო ცნობილი. წიგნის პირველი აღწერილობა შეადგინა ე. თაყაიშვილმა. გამოქვენდა 1991 წელს (თაყაიშვილი 1991: 75-78).


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები