ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ფხვენისის ცენტრში. სამხრეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესიის მშენებლობა დასარულებულა 1835 წლის 15 მაისს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9X5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები