ქსენოფონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქსენოფონტი

ქსენოფონტი (დაახ. 430-355/354) (Xenophōn), ძველი ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და მხედართმთავარი, სოკრატეს მოწაფე. 401 წელს ხელმძღვანელობდა 10 ათ. ბერძენი მეომრის უკანდახევას ბაბილონიდან ტრაპიზონამდე (აღწერილი აქვს „ანაბასისში”). სპარტის მხარეზე მონაწილეობდა კორინთის ომში (395-387). დაწერილი აქვს შრომები სამხედრო ისტორიისა და სამხედრო საქმის შესახებ.

ფულის ფუნქციებიდან ქსენოფონტი აღიარებდა მხოლოდ მის ორ ფუნქციას: ფულს როგორც მიმოქცევის საშუალებასა და ფულს როგორც განძის დაგროვების საშუალებას.

ქსენოფონტის შემოქმედება საინტერესოა იმითაც, რომ მას აღწერილი აქვს ქართველ ტომთა (მესხები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, ხალიბები, კოლხები, სასპერები და ა.შ.) ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, რაც მნიშვნელოვან მასალებს იძლევა მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ.







გამოცემები ქართულ ენაზე

  1. ქსენოფონტი, ანაბაზისი: ბერძნული და ლათინური ტექსტები სტუდენტთა პრაქტიკული ვარჯიშობისათვი
  2. ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე-სოკრატეს აპოლოგია / ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ა. ურუშაძემ


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები