შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია

შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია − (ინგლ. Church of Shenako), XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჩაღმის ხეობის სოფელ შენაქოში, ქვემო ომალოდან 8 კმ-ის მოშორებით, თუშეთის პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2080 მ-ზე.

ტაძარი თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა შიდა ზომებით 7,4x5,1 მ. ნაშენია ფიქლითა და კირის დუღაბით. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია ფიცრის ბრტყელი ჭერით გადახურული, შიგნით წრიული და გარედან რვაწახნაგოვანი ყელი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამოყვანილი აფრებით. გუმბათის ყელში რვა ვიწრო და თაღოვანი სარკმელია. გარედან გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით. დასავლეთ მკლავის წინ ნახევარსფერული გუმბათით გადახურული კარიბჭეა, რომლის დასავლეთ კედელზე მიშენებული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო (შემორჩენილია მისი საფუძველი). სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებს თითქმის მთელ სიგრძეზე მინაშენები ეკვრის. აბსიდის ჩრდილოეთ კიდეში თაღოვანი ნიშაა. კუბური ფორმის ტრაპეზი საკურთხეველშია განთავსებული.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები