გაბაშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბაშვილი ზაქარია“ გადაიტანა გვერდზე „ზაქარია გაბაშვილი“)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გაბაშვილი ზაქარია''' − (1705 − 1780),  მამა [[ბესარიონ გაბაშვილი]]სა, ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს [[ანტონ I]]-ს; ზაქარია გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და [[ერეკლე II]]-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების „გამრყვნელად” გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 წლებში გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში.
+
'''გაბაშვილი ზაქარია''' − (1705 − 1780),  თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე, [[მწიგნობარი]] და პედაგოგი. [[გაბაშვილი ბესარიონ|ბესიკ გაბაშვილი]]ს მამა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[ქართლი]]ს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. [[იოანე ბატონიშვილი]]ს სიტყვით, იგი „იყო ფილოსოფიისა სწავლათა შინა გამოცდილი და ღვთისმეტყველებასაცა მიწევნილი. მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე, მშვენიერი მწერალი და მთხზველი მაღალ ფრაზასა ზედა უცხო პიიტიკოსი და მღვდლობითა სრული“.
1771 წელს [[იმერეთი|იმერეთში]] დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა [[სოლომონ I]]-ის კარზე.  
+
 
 +
ზაქარიას ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მისი შვილები და ძმისწულები – ნიკოლოზი, სვიმონი, ანტონი, [[მაია გაბაშვილი|მაია]]. ზაქარიას ფილოსოსოფიურ სკოლაში სწავლობდნენ [[ანტონ I]], [[მზეჭაბუკ ორბელიანი]], ისაკ მცირე, ჰიმნოგრაფი იოანე კახი. ცნობილია, რომ [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] აღზრდა „ერწმუნა ბრძენთა მოძღვართა და მღვდელს ზაქარიას“.
 +
 
 +
ზაქარია ორბელიანების მოძღვარიც იყო და მწერალ-მწიგნობრის თანამდებობასაც ასრულებდა.
 +
 
 +
XVIII ს. შუა წლებში ზაქარია [[ქიზიყი|ქიზიყში]] მსახურობდა და ბევრი ძალდატანებით გამაჰმადიანებული [[ქართველები|ქართველი]] მოაქცია [[ქრისტიანობა]]ზე. ამის შემდეგ იგი დაინიშნა [[თეიმურაზ II]]-ის კარის მოძღვრად და მყისვე მოექცა იმდროინდელი კულტურულ ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის შუაგულში. ის ქართულ საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც კაცი, „დაღალული კატეღორიითა, დიალექტიკითა, ტოპიკებითა და სილოგიზმებითა“. მან უმოკლეს დროში აიღო ხელში უმაღლესი საეკლესიო მმართველობის სადავეები.
 +
 
 +
თეიმურაზ II-მ ზაქარიას განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა. ამიტომაც იყო, რომ იგი არც საერო საქმეებში ჩართვას ერიდებოდა, აქტიურობდა სამეფოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
 +
 
 +
ზაქარიას აღზევების შემდეგ [[გაბაშვილები|გაბაშვილთა]] გვარის ავტორიტეტი უფრო გაიზარდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ზაქარია დაუპირისპირდა [[ანტონ I|კათოლიკოს ანტონ I]]-ს. მოძღვარი ზაქარია არ ეთანხმებოდა ანტონის განმანათლებლურ მოღვაწეობას. ამის გამო ზაქარიასა და ანტონს შორის ბრძოლამ სერიოზული სახე მიიღო. ანტონს მხარს უჭერდა მისივე ტოლი ერეკლე. ერეკლე მეფესა და ანტონთან დაპირისპირების შედეგად ზაქარია გაასამართლეს 1764 წ., განკვეთეს მღვდლობიდან და ქონებაც ჩამოართვეს.
 +
 
 +
ზაქარიამ თავშესაფარი [[რუსეთი|რუსეთში]] პოვა ვახტანგ VI-ის შთამომავლებთან, სადაც მან 3 წელი დაჰყო. 1771 წ. დაბრუნდა [[საქართველო]]ში და დაბინავდა [[იმერეთი|იმერეთში]], [[სოლომონ I]]-ის კარზე, სადაც იგი აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. ქართული მწერლობა ქუთაისში ვითარდებოდა როგორც მეფე-დიდებულთა სასახლეებში, ისე ეკლესია-მონასტრებში. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოდიოდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით ლტოლვილი მწიგნობარნი. მათ შორის თავის ნიჭითა და განათლებით მკვეთრად გამოირჩეოდა ზაქარია.  
 +
 
 +
1774 წ. მან დაწერა შესხმა-მილოცვა სოლომონ I-სადმი, რომელიც სადღესასწაულო მჭევრმეტყველების გამორჩეული ნიმუშია.
 +
 
 +
1774 წლიდან ზაქარია საბოლოოდ დამკვიდრდა [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში]], სადაც აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში – წერდა წიგნებს, ამზადებდა ახალ ნუსხებს, ქართულ თარგმანებს უდარებდა ბერძნულსა და რუსულს. საეკლესიო მწერლობის იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად იგი ქართულ თარგმანებს რუსულთან მიმართებაში ამოწმებდა. ზაქარია გაბაშვილმა გელათის მონასტერში შექმნა ასკეტიკური თხზულება ექვს ნაწილად „სვინდისისა ლოცვა-განზრახვანი“ (r-1228).
 +
 
 +
გელათის მონასტერში ზაქარიამ არაერთი საინტერესო ხელნაწერი გადაწერა და შეამკო. ზოგჯერ მასთან ერთად მუშაობდა მეფის ძე იოსებ კათოლიკოსი. 1772 წ. გადაწერილი ლიტურგიისთვის (r-331) ზაქარიას მიერ დართულ ანდერძში ვკითხულობთ: „ბრძანებითა იოსიფ კათალიკოს მამამთავრისათა ერთობ ვიღვაწეთ და თანაშევეწამენით ბერძენ როსიისა საპატრიარქოთა ლიტურღიათა და ესრეთ აღვავსეთ ნაკლი რაიმე და ყოვლითურთ განვასრულეთ. ჩანიკარგა გაენათისა დიდისა ეზოსა შინა“ (113m-114k).
 +
 
 +
გელათში ზაქარიას მოღვაწეობა ძალზე ინტენსიური და ნაყოფიერი იყო. მან დასაბამი მისცა გაბაშვილთა ოჯახში კალიგრაფიული სკოლის შექმნას. სიცოცხლის ბოლომდე ზაქარია გაბაშვილის ხელწერა იყო ისეთივე დახვეწილი, გამორჩეულად ლამაზი, თანაბარი ასოებით, როგორც ახალგაზრდობაში. ხანდაზმულობისას ზაქარია კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდა ხელნაწერთა გადაწერას. გელათი გახდა მისი სიცოცხლის ბოლო წლების ადგილსამყოფელი და მის მიერ გადაწერილი არაერთი ხელნაწერის გადაწერის ადგილი. ზაქარია გაბაშვილი  გარდაიცვალა გელათში. დაკრძალულია მონასტრისავე [[ეზო]]ში, ტაძრის დასავლეთ კართან.
  
ზაქარია განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება – ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ხოტბის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი” და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი”. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა
 
„კონდაკის” ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.
 
  
 
::<big>ათორმეტს ეტლზედ</big>, რომელ არიან
 
::<big>ათორმეტს ეტლზედ</big>, რომელ არიან
ხაზი 34: ხაზი 51:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]<br />
 +
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 +
[[კატეგორია:დეკანოზები]]
 
[[კატეგორია:გაბაშვილები]]
 
[[კატეგორია:გაბაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 00:12, 19 იანვარი 2023 მდგომარეობით

გაბაშვილი ზაქარია − (1705 − 1780), თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი და პედაგოგი. ბესიკ გაბაშვილის მამა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართლის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იოანე ბატონიშვილის სიტყვით, იგი „იყო ფილოსოფიისა სწავლათა შინა გამოცდილი და ღვთისმეტყველებასაცა მიწევნილი. მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე, მშვენიერი მწერალი და მთხზველი მაღალ ფრაზასა ზედა უცხო პიიტიკოსი და მღვდლობითა სრული“.

ზაქარიას ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მისი შვილები და ძმისწულები – ნიკოლოზი, სვიმონი, ანტონი, მაია. ზაქარიას ფილოსოსოფიურ სკოლაში სწავლობდნენ ანტონ I, მზეჭაბუკ ორბელიანი, ისაკ მცირე, ჰიმნოგრაფი იოანე კახი. ცნობილია, რომ ერეკლე მეფის აღზრდა „ერწმუნა ბრძენთა მოძღვართა და მღვდელს ზაქარიას“.

ზაქარია ორბელიანების მოძღვარიც იყო და მწერალ-მწიგნობრის თანამდებობასაც ასრულებდა.

XVIII ს. შუა წლებში ზაქარია ქიზიყში მსახურობდა და ბევრი ძალდატანებით გამაჰმადიანებული ქართველი მოაქცია ქრისტიანობაზე. ამის შემდეგ იგი დაინიშნა თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრად და მყისვე მოექცა იმდროინდელი კულტურულ ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის შუაგულში. ის ქართულ საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც კაცი, „დაღალული კატეღორიითა, დიალექტიკითა, ტოპიკებითა და სილოგიზმებითა“. მან უმოკლეს დროში აიღო ხელში უმაღლესი საეკლესიო მმართველობის სადავეები.

თეიმურაზ II-მ ზაქარიას განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა. ამიტომაც იყო, რომ იგი არც საერო საქმეებში ჩართვას ერიდებოდა, აქტიურობდა სამეფოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.

ზაქარიას აღზევების შემდეგ გაბაშვილთა გვარის ავტორიტეტი უფრო გაიზარდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ზაქარია დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. მოძღვარი ზაქარია არ ეთანხმებოდა ანტონის განმანათლებლურ მოღვაწეობას. ამის გამო ზაქარიასა და ანტონს შორის ბრძოლამ სერიოზული სახე მიიღო. ანტონს მხარს უჭერდა მისივე ტოლი ერეკლე. ერეკლე მეფესა და ანტონთან დაპირისპირების შედეგად ზაქარია გაასამართლეს 1764 წ., განკვეთეს მღვდლობიდან და ქონებაც ჩამოართვეს.

ზაქარიამ თავშესაფარი რუსეთში პოვა ვახტანგ VI-ის შთამომავლებთან, სადაც მან 3 წელი დაჰყო. 1771 წ. დაბრუნდა საქართველოში და დაბინავდა იმერეთში, სოლომონ I-ის კარზე, სადაც იგი აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. ქართული მწერლობა ქუთაისში ვითარდებოდა როგორც მეფე-დიდებულთა სასახლეებში, ისე ეკლესია-მონასტრებში. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოდიოდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით ლტოლვილი მწიგნობარნი. მათ შორის თავის ნიჭითა და განათლებით მკვეთრად გამოირჩეოდა ზაქარია.

1774 წ. მან დაწერა შესხმა-მილოცვა სოლომონ I-სადმი, რომელიც სადღესასწაულო მჭევრმეტყველების გამორჩეული ნიმუშია.

1774 წლიდან ზაქარია საბოლოოდ დამკვიდრდა გელათის მონასტერში, სადაც აქტიურად ჩაება კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში – წერდა წიგნებს, ამზადებდა ახალ ნუსხებს, ქართულ თარგმანებს უდარებდა ბერძნულსა და რუსულს. საეკლესიო მწერლობის იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად იგი ქართულ თარგმანებს რუსულთან მიმართებაში ამოწმებდა. ზაქარია გაბაშვილმა გელათის მონასტერში შექმნა ასკეტიკური თხზულება ექვს ნაწილად „სვინდისისა ლოცვა-განზრახვანი“ (r-1228).

გელათის მონასტერში ზაქარიამ არაერთი საინტერესო ხელნაწერი გადაწერა და შეამკო. ზოგჯერ მასთან ერთად მუშაობდა მეფის ძე იოსებ კათოლიკოსი. 1772 წ. გადაწერილი ლიტურგიისთვის (r-331) ზაქარიას მიერ დართულ ანდერძში ვკითხულობთ: „ბრძანებითა იოსიფ კათალიკოს მამამთავრისათა ერთობ ვიღვაწეთ და თანაშევეწამენით ბერძენ როსიისა საპატრიარქოთა ლიტურღიათა და ესრეთ აღვავსეთ ნაკლი რაიმე და ყოვლითურთ განვასრულეთ. ჩანიკარგა გაენათისა დიდისა ეზოსა შინა“ (113m-114k).

გელათში ზაქარიას მოღვაწეობა ძალზე ინტენსიური და ნაყოფიერი იყო. მან დასაბამი მისცა გაბაშვილთა ოჯახში კალიგრაფიული სკოლის შექმნას. სიცოცხლის ბოლომდე ზაქარია გაბაშვილის ხელწერა იყო ისეთივე დახვეწილი, გამორჩეულად ლამაზი, თანაბარი ასოებით, როგორც ახალგაზრდობაში. ხანდაზმულობისას ზაქარია კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდა ხელნაწერთა გადაწერას. გელათი გახდა მისი სიცოცხლის ბოლო წლების ადგილსამყოფელი და მის მიერ გადაწერილი არაერთი ხელნაწერის გადაწერის ადგილი. ზაქარია გაბაშვილი გარდაიცვალა გელათში. დაკრძალულია მონასტრისავე ეზოში, ტაძრის დასავლეთ კართან.


ათორმეტს ეტლზედ, რომელ არიან
ზოდიქონი, ანუ ბურჯნი, ლექსად თქმულნი
ოთხტაეპოვანი, ათექვსმეტმარცვლოვანი
ვერძი მარტსა ოცდახუთსა
მიითვალავს მზისა სპერას,
კურო აპრილს ოცდასამსა
ისპეკალებს იასპერას,
ორათსამსა მაისისას
მარჩბივ იმოსს ჭრელ პეპერას,
კირჩხიბ ივნისს ოცდაოთხსა
უკუერწყმის დიდს იმპერას.
ოცხადუთსა ივლისს თვესა
ლომს ილიოს ამბორს ეცი,
ქალწულიცა აღუსტოსა
ხუთ ხუთეულს შენაკეცი,
ორათხუთსა სეკდემბერსა
სასწორშია შენატკეცი,
მზევ, ოკდომბერს ღრიანკალში
ვედ შუქით, იბაზმაკეცი.
ნოემბერსა ოცდახუთსა
აღიცისკრებს მშვილდოსანი,
ორათხუთსა დეკენბერსა
თხის რქას მიაქვს წმიდოსანი,
იანვარს ოცს მთვრალი შესტრფის
წყლის საქანს არბინდოსანი,
თევზმან ოცსა თებერვალსა
აპოლლო არ წყმიდოსანი.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები