საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ
(ახალი გვერდი: '''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რ...) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ''' - საბჭოთა რუსეთის მიერ [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანისა]] (1920 წლის 28 აპრილი) და [[სომხეთი|სომხეთის]] (1920 წლის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ [[საქართველო]] რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. ევროპის ქვეყნებისგან [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|საქართველოს მთავრობისადმი]] მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) | + | '''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ''' - საბჭოთა რუსეთის მიერ [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანისა]] (1920 წლის 28 აპრილი) და [[სომხეთი|სომხეთის]] (1920 წლის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ [[საქართველო]] რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებისგან [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|საქართველოს მთავრობისადმი]] მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიით]] დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებამ, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, [[რუსეთი|რუსეთის]] შესაბამისი უწყებისათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]] რუსული [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალის]] ნაკლებობას განიცდიდა. |
− | შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიით]] დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებამ, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, რუსეთის შესაბამისი უწყებისათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]] რუსული [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალის]] ნაკლებობას განიცდიდა. | + | |
− | პოლონეთთან გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი) საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა | + | [[პოლონეთი|პოლონეთთან]] გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი) საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდნენ [[სტალინი იოსებ|ი. სტალინი]] და [[ორჯონიკიძე სერგო|ს. ორჯონიკიძე.]] გადაწყდა, რომ საბჭოთა რუსეთის XI [[წითელი არმია]] საქართველოში უნდა შემოჭრილიყო ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. |
− | რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდნენ [[სტალინი იოსებ|ი. სტალინი]] და [[ორჯონიკიძე სერგო|ს. ორჯონიკიძე.]] გადაწყდა, რომ საბჭოთა რუსეთის XI [[წითელი არმია]] საქართველოში უნდა შემოჭრილიყო | + | |
− | ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად. | + | |
− | 1921 | + | 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ლორეს სასაზღვრო რუსულ-სომხურ სოფლებში მართლაც დაიწყო ინსპირირებული „[[აჯანყება]]“, რომლის მონაწილე „მშრომელების“ დასახმარებლად XI არმიის საზღვართან განლაგებული ნაწილები თავს დაესხნენ საქართველოს. ქართული [[არმია|არმიის]] ნაწილები დამარცხდნენ და უკან დახევა დაიწყეს, ხოლო ბევრი ტყვედ ჩავარდა. XI წითელი არმიის ძირითადი ნაწილები აზერბაიჯანის მხრიდან 15 თებერვალს შემოიჭრნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოზე თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 16 თებერვალს, აჯანყებულებმა და სოფ. შულავერში შექმნილმა ე. წ. [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი|საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა]] „ინტერნაციონალური დახმარება“ სთხოვეს საბჭოთა რუსეთის მეთაურს, ვ. [[ლენინი|ლენინს]]. განსაკუთრებით სასტიკი [[ბრძოლა|ბრძოლები]] გაიმართა [[თბილისისთვის ბრძოლა (1921 წლის 18-24 თებერვალი)|თბილისის მისადგომებთან]]. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის [[საბრძოლო მოქმედებები]] ქართული [[ჯარი|ჯარის]] გამარჯვებით დამთავრდა, [[მთავარსარდალი|მთავარსარდალ]] [[კვინიტაძე გიორგი|გ. კვინიტაძის]] №131-ე [[ბრძანება (სამხედრო)|ბრძანების]] თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. [[ორჯონიკიძე სერგო|ს. ორჯონიკიძე]]მ ვ. ლენინს და სტალინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“ |
− | 22, 23 თებერვლის [[საბრძოლო მოქმედებები]] ქართული [[ჯარი|ჯარის]] გამარჯვებით დამთავრდა, მთავარსარდალ [[კვინიტაძე გიორგი|გ. კვინიტაძის]] №131-ე ბრძანების თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. ს. | + | |
− | საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრა ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33-ე სამთო მსროლელი [[დივიზია|დივიზიის]] 38-ე [[ბრიგადა]]); სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, სამხრეთიდან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921 წლის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა. | + | საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრა ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33-ე სამთო მსროლელი [[დივიზია|დივიზიის]] 38-ე [[ბრიგადა]]); სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, სამხრეთიდან [[საბრძოლო მოქმედებები]] დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921 წლის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა. |
20 მარტს გენერალ [[მაზნიაშვილი გიორგი|გ. მაზნიაშვილმა]] შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარა. 17-18 | 20 მარტს გენერალ [[მაზნიაშვილი გიორგი|გ. მაზნიაშვილმა]] შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარა. 17-18 | ||
− | მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა პირველი რესპუბლიკის | + | მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება]]მ და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაიხიზნა ისე, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე [[კაპიტულაცია]] არ გამოუცხადებია. ამ გარემოებამ ყოველგვარი ფორმალურ-სამართლებრივი გამართლების საფუძველი გამოაცალა 1921 წლის თებერვალ-მარტის [[რუსეთ-საქართველოს ომი 1921|საქართველო-რუსეთის ომს]] და აქცია საბჭოთა [[რუსეთის იმპერია|რუსული იმპერიის]] მიერ განხორციელებული, [[სუვერენიტეტი|სუვერენული]] ქვეყნის ერთ-ერთი პირველი დაპყრობის მაგალითად. |
− | საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია [[საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება]]. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა [[სამხედრო ჩარევა]]ს ([[ინტერვენცია|ინტერვენციას]]) და [[ოკუპაცია|ოკუპაციას]] არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი | + | საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია [[საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება]]. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა [[სამხედრო ჩარევა]]ს ([[ინტერვენცია|ინტერვენციას]]) და [[ოკუპაცია|ოკუპაციას]] არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი [[ანექსია]]“. |
− | :::::::::::::::::::::::::::::::::::::: | + | |
+ | ::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''შოთა ვადაჭკორია''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
ხაზი 28: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
− | [[კატეგორია:საქართველოს ოკუპაცია]] | + | [[კატეგორია:საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია]] |
+ | [[კატეგორია:რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი]] | ||
+ | [[კატეგორია: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:08, 9 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ - საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა (1920 წლის 28 აპრილი) და სომხეთის (1920 წლის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ საქართველო რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. ევროპის ქვეყნებისგან საქართველოს მთავრობისადმი მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან ამიერკავკასიით დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებამ, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, რუსეთის შესაბამისი უწყებისათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსული საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიდა.
პოლონეთთან გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი) საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ი. სტალინი და ს. ორჯონიკიძე. გადაწყდა, რომ საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია საქართველოში უნდა შემოჭრილიყო ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ლორეს სასაზღვრო რუსულ-სომხურ სოფლებში მართლაც დაიწყო ინსპირირებული „აჯანყება“, რომლის მონაწილე „მშრომელების“ დასახმარებლად XI არმიის საზღვართან განლაგებული ნაწილები თავს დაესხნენ საქართველოს. ქართული არმიის ნაწილები დამარცხდნენ და უკან დახევა დაიწყეს, ხოლო ბევრი ტყვედ ჩავარდა. XI წითელი არმიის ძირითადი ნაწილები აზერბაიჯანის მხრიდან 15 თებერვალს შემოიჭრნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოზე თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 16 თებერვალს, აჯანყებულებმა და სოფ. შულავერში შექმნილმა ე. წ. საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა „ინტერნაციონალური დახმარება“ სთხოვეს საბჭოთა რუსეთის მეთაურს, ვ. ლენინს. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის საბრძოლო მოქმედებები ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრდა, მთავარსარდალ გ. კვინიტაძის №131-ე ბრძანების თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. ს. ორჯონიკიძემ ვ. ლენინს და სტალინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“
საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრა ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33-ე სამთო მსროლელი დივიზიის 38-ე ბრიგადა); სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, სამხრეთიდან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921 წლის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა.
20 მარტს გენერალ გ. მაზნიაშვილმა შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარა. 17-18 მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ და საფრანგეთში გაიხიზნა ისე, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ამ გარემოებამ ყოველგვარი ფორმალურ-სამართლებრივი გამართლების საფუძველი გამოაცალა 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომს და აქცია საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ განხორციელებული, სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი პირველი დაპყრობის მაგალითად.
საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია“.
- შოთა ვადაჭკორია
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991;
- შ. ვადაჭკორია, ეროვნული სახელმწიფოებრივი საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1921- 1923 წწ. ), თბ., 1998.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები