აკროსტიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
უფრო გართულებული სახეობის აკროსტიქებში ცალკეულ სიტყვებს თუ ფრაზებს შეადგენს არა მხოლოდ სტრიქონთა დასაწყისი ასოები, არამედ ბოლო ასოებიც. იოანე-ზოსიმეს ცნობილ ლექსში „გუნდნი იგი ზეცისანი“ (რომელიც ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში რვამარცვლიანი საზომის გამოყენებითაც იქცევს ყურადღებას) ყოველი სტროფის პირველი სტრიქონის პირველი ასოების ჯამი იძლევა წაკითხვას „გეორგი“ და ეგევე „გეორგი“ იკითხება ყოველი სტროფის უკანასკნელი სტრიქონის უკანასკნელ ასოთა შეჯამებით. აკროსტიქის კიდევ უფრო გართულებულ სახეობებში ტექსტი ზემოდან ქვემოთაც იკითხება და ქვემოდან ზემოთაც. არის იმგვარი აკროსტიქული [[იამბიკო]]ები, რომელთა თავკიდური ასოების გარდა აკროსტიქს ქმნის იამბიკოს პირველი ხუთმარცვლედის ბოლო, ცეზურისწინა ასოები, მომდევნო შვიდმარცვლედის ცეზურის შემდგომი პირველი ასოები და, დასასრულ, სტრიქონთა უკანასკნელი ასოები; ამასთან, ტექსტი ზევით-ქვევითაც იკითხება და თავისთავად შეადგენს მთელი ხუთსტრიქონიანი იამბიკოს უკანასკნელი სტრიქონის ტექსტს (იხ. „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, I, 1946, გვ. 379-380).
 
აკროსტიქული ლექსი XVII-XVIII საუკუნეთა პოეზიაშიც საკმაოდ პოპულარული იყო. ამგვარი ლექსები აქვთ [[არჩილ II|არჩილ]]ს, [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსეს]], [[თეიმურაზ ბაგრატიონი (მწერალი)|თეიმურაზ]] მეორეს და თვით [[გურამიშვილი დავით|დავით გურამიშვილ]]საც. მომდევნო ხანაში და ჩვენს დროში აკროსტიქული ლექსი ოდენ საალბომო პოეზიის კუთვნილებად იქცა.
+
აკროსტიქული ლექსი XVII-XVIII საუკუნეთა პოეზიაშიც საკმაოდ პოპულარული იყო. ამგვარი ლექსები აქვთ [[არჩილ II|არჩილ]]ს, [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსეს]], [[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორეს]] და თვით [[გურამიშვილი დავით|დავით გურამიშვილ]]საც. მომდევნო ხანაში და ჩვენს დროში აკროსტიქული ლექსი ოდენ საალბომო პოეზიის კუთვნილებად იქცა.
  
12:07, 28 მარტი 2024-ის ვერსია

აკროსტიქი (კიდურწერილობა) – ლექსი, რომლის სტრიქონთა დასაწყისი ასოები შეადგენს რაიმე სიტყვას ან ფრაზას, ზოგჯერ ტექსტსაც. ლექსის ეს სახეობა ბერძნული პოეზიიდან გადმოინერგა და დიდად პოპულარული იყო ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის (იოანე-ზოსიმე, მიქელ მოდრეკილი, ეზრა, კურდანაჲ, ფილიპე, სტეფანე სასანოისძე, გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, იეზეკიელი, იოანე ანჩელი, იოანე შავთელი, არსენ ბულმაისიმისძე, საბა სვინგელოზი). მათს ლექსებში აკროსტიქად გამოყენებულია საკუთრივ ლექსის ავტორის ან საგალობლის შემკვეთის სახელი, საგალობლის ხასიათი და სახელწოდება, ამა თუ იმ დღესასწაულის სახელწოდება, ან კიდევ ფრაზები და მოზრდილი ტექსტებიც კი (არსენ ბულმაისიმისძის თხზულების - „გალობაჲ წმიდისა მოციქულისა ნინოჲსი“ აკროსტიქი იძლევა წაკითხვას: „ქებით უგალობ სასოსა ჩემსა ნინოს არსენი“; იოანე შავთელის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანის“ სტრიქონთა პირველი ასოებით იქმნება ამგვარი ტექსტი: „ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა, ვითარ შობისა და ქალწულებისა შემაერთებელო, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ვარძიისა მოსახელესა ტაძარსა შენსა შინა მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიხსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან“).

აკროსტიქის უფრო მარტივი სახეობაა „ანბანისანი“, რომელშიც აკროსტიქად წარმოდგენილია ანბანი ანიდან ჰოემდე. კიდევ უფრო მარტივი აკროსტიქის შემთხვევაში ცალკეული სტროფები ან სტროფების რიგი იწყება ერთი რომელიმე ასოთი. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ჰიმნოგრაფი ახერხებდა თარგმნილ ნაწარმოებშიც კი დაეცვა აკროსტიქი და ორიგინალის (ბერძნულის) წინადადებები ქართულადაც აკროსტიქულად გაეწყო.

უფრო გართულებული სახეობის აკროსტიქებში ცალკეულ სიტყვებს თუ ფრაზებს შეადგენს არა მხოლოდ სტრიქონთა დასაწყისი ასოები, არამედ ბოლო ასოებიც. იოანე-ზოსიმეს ცნობილ ლექსში „გუნდნი იგი ზეცისანი“ (რომელიც ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში რვამარცვლიანი საზომის გამოყენებითაც იქცევს ყურადღებას) ყოველი სტროფის პირველი სტრიქონის პირველი ასოების ჯამი იძლევა წაკითხვას „გეორგი“ და ეგევე „გეორგი“ იკითხება ყოველი სტროფის უკანასკნელი სტრიქონის უკანასკნელ ასოთა შეჯამებით. აკროსტიქის კიდევ უფრო გართულებულ სახეობებში ტექსტი ზემოდან ქვემოთაც იკითხება და ქვემოდან ზემოთაც. არის იმგვარი აკროსტიქული იამბიკოები, რომელთა თავკიდური ასოების გარდა აკროსტიქს ქმნის იამბიკოს პირველი ხუთმარცვლედის ბოლო, ცეზურისწინა ასოები, მომდევნო შვიდმარცვლედის ცეზურის შემდგომი პირველი ასოები და, დასასრულ, სტრიქონთა უკანასკნელი ასოები; ამასთან, ტექსტი ზევით-ქვევითაც იკითხება და თავისთავად შეადგენს მთელი ხუთსტრიქონიანი იამბიკოს უკანასკნელი სტრიქონის ტექსტს (იხ. „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, I, 1946, გვ. 379-380).

აკროსტიქული ლექსი XVII-XVIII საუკუნეთა პოეზიაშიც საკმაოდ პოპულარული იყო. ამგვარი ლექსები აქვთ არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს და თვით დავით გურამიშვილსაც. მომდევნო ხანაში და ჩვენს დროში აკროსტიქული ლექსი ოდენ საალბომო პოეზიის კუთვნილებად იქცა.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები