ბუზმარეთის ამაღლების ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
წმ. ანთიმოზ ივერიელის მონასტერი მდებარეობს ზემო ბუზმარეთში (სოფ. უდის ტერიტ.). მონასტერი დაარსდა 2006 წ. ტაძარი, რომლის აღდგენა-რეკონსტრუქცია 2005-2006 წწ. განხორციელდა, ამაღლების სახელზეა ნაკურთხი. ეს დარბაზული ეკლესია XX ს. 30-იან წწ. მოინახულა [[ბოჭორიძე გიორგი|გ. ბოჭორიძე]]მ, რომელიც ძეგლის აღწერისას აღნიშნავდა: „აღმოსავლეთ-ჩრდილოეთი ნაწილი დაქცეულია ნახევრამდე, გარეთა პირის ქვა სულ შემოცლილია, შიგნითა პირი შენახული აქვს... ფანჯრები არ შერჩენია“. მისივე ცნობით, ეკლესიის გარშემო იყო 7 ჩუქურთმიანი ქვა და ასევე ფიქალით გადახურული შენობათა ნანგრევები, რაც აქ ძველთაგანვე მონასტრის არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს. ახლანდელი ამაღლების ტაძარი იმეორებს ადრინდელი ტაძრის გეგმას. შესასვლელი ერთია – სამხრიდან, [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ჩრდილოეთ ნაწილში თაროიანი თახჩაა გაკეთებული. მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ძველი ტაძრის ქვები. საკურთხეველი აწეულია ორი საფეხურით, [[კანკელი]]ს ქვები მათ თავდაპირველ სავარაუდო ადგილზეა აღმართული. საკურთხეველი და ცილინდრული [[კამარა]] მოხატულია (რ. კორშია). ტაძარი ნაგები და მოპირკეთებულია თლილი, მოწითალო ფერის ტუფით (გარე ზომები: 4.76 X 6.70 მ). ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მიმდინარეობს სამონასტრო ნაგებობების მშენებლობა.  
 
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი გრიგოლი (ქურციძე). მონასტერში მოღვაწეობს 2 [[ბერი]] და 3 მორჩილი.
 
''გ. მარსაგიშვილი''  
 
''გ. მარსაგიშვილი''  

მიმდინარე ცვლილება 12:56, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

ბუზმარეთის ამაღლების ეკლესია

ბუზმარეთის ამაღლების ტაძარი − წმ. ანთიმოზ ივერიელის მონასტრის დარბაზული ეკლესია (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია). მესხეთში რამდენიმე ბუზმარეთია – სამი ერუშეთის მთიანეთში (ასპინძა) და ორი – სამცხეში, ქვაბლიანის ხეობაში (ადიგენი). სამცხის ორივე – ზემო და ქვემო – ბუზმარეთი ნასოფლარია და მოსახლეობა აქ დიდი ხანია არ ცხოვრობს. ოსმალობის დროს ეს ადგილები უდისა ნაჰჲეში (რაიონი) შედიოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს აქ, როგორც სასაზღვრო ზოლში, ცხოვრება აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სოფ. უდის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ტრადიციულად გადის ამ ადგილებში არსებულ ძველ ნატაძრალებზე და აღნიშნავს „ბუზმარეთობას“ – მარიამობის დღესასწაულს (28 აგვისტო). სახელი „ბუზმარეთი“, სავარაუდოდ, მიჩნეულია ბუზმარიანთ გვარის სამფლობელოს აღმნიშვნელად ან მომდინარეობს სახელ ბუზმარიდან (დ. ბერძენიშვილი, მ. ბერაძე).

წმ. ანთიმოზ ივერიელის მონასტერი მდებარეობს ზემო ბუზმარეთში (სოფ. უდის ტერიტ.). მონასტერი დაარსდა 2006 წ. ტაძარი, რომლის აღდგენა-რეკონსტრუქცია 2005-2006 წწ. განხორციელდა, ამაღლების სახელზეა ნაკურთხი. ეს დარბაზული ეკლესია XX ს. 30-იან წწ. მოინახულა გ. ბოჭორიძემ, რომელიც ძეგლის აღწერისას აღნიშნავდა: „აღმოსავლეთ-ჩრდილოეთი ნაწილი დაქცეულია ნახევრამდე, გარეთა პირის ქვა სულ შემოცლილია, შიგნითა პირი შენახული აქვს... ფანჯრები არ შერჩენია“. მისივე ცნობით, ეკლესიის გარშემო იყო 7 ჩუქურთმიანი ქვა და ასევე ფიქალით გადახურული შენობათა ნანგრევები, რაც აქ ძველთაგანვე მონასტრის არსებობაზე შეიძლება მეტყველებდეს. ახლანდელი ამაღლების ტაძარი იმეორებს ადრინდელი ტაძრის გეგმას. შესასვლელი ერთია – სამხრიდან, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში თაროიანი თახჩაა გაკეთებული. მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ძველი ტაძრის ქვები. საკურთხეველი აწეულია ორი საფეხურით, კანკელის ქვები მათ თავდაპირველ სავარაუდო ადგილზეა აღმართული. საკურთხეველი და ცილინდრული კამარა მოხატულია (რ. კორშია). ტაძარი ნაგები და მოპირკეთებულია თლილი, მოწითალო ფერის ტუფით (გარე ზომები: 4.76 X 6.70 მ). ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მიმდინარეობს სამონასტრო ნაგებობების მშენებლობა.

გ. მარსაგიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., სახელები და ტაძრები, თბ., 2010;
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985;
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები