იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''იერუსალიმის ჯვრის მონასტერი''' − (ინგლ. Monastery of the Cross) – XI საუკუნის ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] მნიშვნელოვანი ძეგლი, რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი წმინდა მიწაზე, [[პალესტინა]]ში (ახლანდელი [[ისრაელი]]ს ტერიტორია). მდებარეობს [[იერუსალიმი]]ს პრესტიჟულ რაიონში – მალხაში (ისრაელის პარლამენტის – ქნესეთის მეზობლად). მონასტერი შემოსაზღვრულია მაღალი [[გალავანი|გალავნით]], რომელსაც ტერიტორიაზე შესასვლელად მხოლოდ ერთი კარი აქვს. გალავნის შიგნით განლაგებულია 270-მდე სათავსი და დამხმარე ნაგებობა. კომპლექსის ძირითადი [[ნაგებობა|ნაგებობაა]] [[ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა|ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი]], დატვირთული [[მოზაიკა|მოზაიკით]], ფრესკებითა და ქართული წარწერებით.  
 
[[ფაილი:Shota rustavelis freska.JPG|thumb|200პქ|შოთა რუსთაველის ფრესკა]]
 
[[ფაილი:Shota rustavelis freska.JPG|thumb|200პქ|შოთა რუსთაველის ფრესკა]]
გადმოცემის მიხედვით მონასტრის ტერიტორია IV საუკუნეში, [[წმინდა ნინო]]ს რჩევით, შეუსყიდია აქ ჩამოსულ [[საქართველო]]ს პირველ [[ქრისტიანობა|ქრისტიან]] [[მირიან მეფე|მეფე მირიანს]] (დ. 261 - გ. 342 წ.) და იქ სამლოცველო აუშენებია. V საუკუნის მეორე ნახევარში იერუსალიმში ჯარით შევიდა ქართლის მეფე (449-502 წწ.) [[ვახტანგ გორგასალი]] (დედისა და დის თანხლებით). მან გაადიდებინა და დაამშვენა სამლოცველო და მის მცველად 600 მეომარი დატოვა. შემდეგ საუკუნეებში მონასტრის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. დღემდე მოღწეული სამონასტრო კომპლექსი, ძველი სამლოცველოს ადგილზე, XI საუკუნეში ააშენა ბერ-მონაზონმა გიორგი-პროხორემ მეფე [[ბაგრატ IV კურაპალატი]]სა და დედამისის – მარიამის ხელშეწყობითა და ექვთიმე მთაწმინდელის კურთხევით.  
+
გადმოცემის მიხედვით მონასტრის ტერიტორია IV საუკუნეში, [[წმინდა ნინო]]ს რჩევით, შეუსყიდია აქ ჩამოსულ [[საქართველო]]ს პირველ [[ქრისტიანობა|ქრისტიან]] მეფე [[მირიან III|მირიანს]] (დ. 261 - გ. 342 წ.) და იქ სამლოცველო აუშენებია. V საუკუნის მეორე ნახევარში იერუსალიმში ჯარით შევიდა ქართლის მეფე (449-502 წწ.) [[ვახტანგ გორგასალი]] (დედისა და დის თანხლებით). მან გაადიდებინა და დაამშვენა სამლოცველო და მის მცველად 600 მეომარი დატოვა. შემდეგ საუკუნეებში მონასტრის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. დღემდე მოღწეული სამონასტრო კომპლექსი, ძველი სამლოცველოს ადგილზე, XI საუკუნეში ააშენა ბერ-მონაზონმა გიორგი-პროხორემ მეფე [[ბაგრატ IV კურაპალატი]]სა და დედამისის – მარიამის ხელშეწყობითა და ექვთიმე მთაწმინდელის კურთხევით.  
 
[[ფაილი:Ierusalimis jvris monasteri 3.JPG|thumb|მარცხნივ|წარწერა მონასტრის კედელზე]]
 
[[ფაილი:Ierusalimis jvris monasteri 3.JPG|thumb|მარცხნივ|წარწერა მონასტრის კედელზე]]
 
XII საუკუნის ბოლოს იერუსალიმი აიღო [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სულთანმა სალა-დინმა (სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი) და 1187 წელს მიიტაცა ამ დროისათვის საკმაოდ მდიდარი ჯვრის მონასტერი. მემატიანის გადმოცემით, 1192 წელს [[თამარ მეფე|თამარ მეფემ]] 200 ათას დინარად გამოისყიდა ჯვრის მონასტერი. 1273 წელს, [[ისლამი|ისლამისტ]] შეიხ ხიდრის ბრძანებით, მონასტერი [[მეჩეთი|მეჩეთად]] გადაკეთდა. 1299 წელს ვახტანგ III-ის ძალისხმევით ([[ქართველები|ქართველთა]] ჯარით თან ახლდა მონღოლებს იერუსალიმის დალაშქვრისას) და 1305 წელს მეფე დავით VIII-ის დიპლომატიით (მოლაპარაკება აწარმოა ეგვიპტის სულთანთან) დაკარგული მონასტერი დაბრუნებული იქნა. XV საუკუნეში პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები. აღმავლობის ხანა იწყება XVI საუკუნის დასაწყისიდან, როცა იქ მოღვაწეობას იწყებს ბეენა ჩოლოყაშვილი. XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება მონასტრისადმი გაიზარდა. დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა მოახატვინა კედლები, [[გუმბათი]]. ქართლის მეფე [[გიორგი XI]]-მ ვალებისაგან გაანთავისუფლა (დაიხსნა) მონასტერი. XVIII საუკუნის დასაწყისიდან მონასტერი ბერძნების ხელში გადავიდა (ქართველებმა ვერ შეძლეს თურქ-ოსმალების მიერ დაწესებული არარეალური გადასახადების გადახდა). არსებობს იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის ანდერძი, რომელშიც ის წერს, რომ ჯვრის მონასტერი ქართველებს ეკუთვნით და თუ ოდესმე ფინანსურად შეძლებენ გამოსყიდვას, მონასტერი მათ უნდა დაუბრუნდესო.
 
მიმდინარე ცვლილება 14:44, 11 აპრილი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი − (ინგლ. Monastery of the Cross) – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი წმინდა მიწაზე, პალესტინაში (ახლანდელი ისრაელის ტერიტორია). მდებარეობს იერუსალიმის პრესტიჟულ რაიონში – მალხაში (ისრაელის პარლამენტის – ქნესეთის მეზობლად). მონასტერი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომელსაც ტერიტორიაზე შესასვლელად მხოლოდ ერთი კარი აქვს. გალავნის შიგნით განლაგებულია 270-მდე სათავსი და დამხმარე ნაგებობა. კომპლექსის ძირითადი ნაგებობაა ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დატვირთული მოზაიკით, ფრესკებითა და ქართული წარწერებით.

შოთა რუსთაველის ფრესკა

გადმოცემის მიხედვით მონასტრის ტერიტორია IV საუკუნეში, წმინდა ნინოს რჩევით, შეუსყიდია აქ ჩამოსულ საქართველოს პირველ ქრისტიან მეფე მირიანს (დ. 261 - გ. 342 წ.) და იქ სამლოცველო აუშენებია. V საუკუნის მეორე ნახევარში იერუსალიმში ჯარით შევიდა ქართლის მეფე (449-502 წწ.) ვახტანგ გორგასალი (დედისა და დის თანხლებით). მან გაადიდებინა და დაამშვენა სამლოცველო და მის მცველად 600 მეომარი დატოვა. შემდეგ საუკუნეებში მონასტრის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. დღემდე მოღწეული სამონასტრო კომპლექსი, ძველი სამლოცველოს ადგილზე, XI საუკუნეში ააშენა ბერ-მონაზონმა გიორგი-პროხორემ მეფე ბაგრატ IV კურაპალატისა და დედამისის – მარიამის ხელშეწყობითა და ექვთიმე მთაწმინდელის კურთხევით.

წარწერა მონასტრის კედელზე

XII საუკუნის ბოლოს იერუსალიმი აიღო ეგვიპტის სულთანმა სალა-დინმა (სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი) და 1187 წელს მიიტაცა ამ დროისათვის საკმაოდ მდიდარი ჯვრის მონასტერი. მემატიანის გადმოცემით, 1192 წელს თამარ მეფემ 200 ათას დინარად გამოისყიდა ჯვრის მონასტერი. 1273 წელს, ისლამისტ შეიხ ხიდრის ბრძანებით, მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა. 1299 წელს ვახტანგ III-ის ძალისხმევით (ქართველთა ჯარით თან ახლდა მონღოლებს იერუსალიმის დალაშქვრისას) და 1305 წელს მეფე დავით VIII-ის დიპლომატიით (მოლაპარაკება აწარმოა ეგვიპტის სულთანთან) დაკარგული მონასტერი დაბრუნებული იქნა. XV საუკუნეში პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები. აღმავლობის ხანა იწყება XVI საუკუნის დასაწყისიდან, როცა იქ მოღვაწეობას იწყებს ბეენა ჩოლოყაშვილი. XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება მონასტრისადმი გაიზარდა. დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა მოახატვინა კედლები, გუმბათი. ქართლის მეფე გიორგი XI-მ ვალებისაგან გაანთავისუფლა (დაიხსნა) მონასტერი. XVIII საუკუნის დასაწყისიდან მონასტერი ბერძნების ხელში გადავიდა (ქართველებმა ვერ შეძლეს თურქ-ოსმალების მიერ დაწესებული არარეალური გადასახადების გადახდა). არსებობს იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის ანდერძი, რომელშიც ის წერს, რომ ჯვრის მონასტერი ქართველებს ეკუთვნით და თუ ოდესმე ფინანსურად შეძლებენ გამოსყიდვას, მონასტერი მათ უნდა დაუბრუნდესო.

1960 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წევრებმა აკაკი შანიძემ, ირაკლი აბაშიძემ და გიორგი წერეთელმა მთავარი ტაძრის სვეტზე აღმოაჩინეს დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ფრესკა შესაბამისი ასომთავრული წარწერით

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები