იმერული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება [[ქართლი]], დასავლეთით – [[სამეგრელო]], ჩრდილოეთით – [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი]], სამხრით – [[სამცხე]], ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – [[გურია]]. გეოგრაფიულად ეს  
 
იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება [[ქართლი]], დასავლეთით – [[სამეგრელო]], ჩრდილოეთით – [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი]], სამხრით – [[სამცხე]], ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – [[გურია]]. გეოგრაფიულად ეს  
მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემოიმერულს (თერჯოლა, ტყიბული, [[ბაღდათი]], ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).
+
მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, [[ჭიათურა]], ზესტაფონი) და ქვემოიმერულს (თერჯოლა, ტყიბული, [[ბაღდათი]], ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).
  
 
კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.
 
კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.

მიმდინარე ცვლილება 19:16, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით

იმერულიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს ეთნოგრაფიული კუთხის – იმერეთის მოსახლეობა. „იმერეთი“ თავდაპირველადვე ეწოდა სურამის (ლიხის) ქედის იქითა (დასავლეთის) მხარეს მთლიანად, ამის შესაბამისად, „იმერელი“ იყო დასავლეთ საქართველოს ყველა მცხოვრები. შემდეგ „იმერეთის“ მნიშვნელობა დავიწროვდა და ერთი კუთხის სახელად იქცა, ხოლო „იმერელმა“ ეთნიკური ერთეულის მნიშვნელობა მიიღო.

იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქართლი, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – რაჭა-ლეჩხუმი, სამხრით – სამცხე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – გურია. გეოგრაფიულად ეს მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემოიმერულს (თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).

კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.

იმერული გამოირჩევა როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებების მრავალფეროვნებით. იმერულში სპორადულად დასტურდება ჲ, Uuuu.JPG, ბგერები, რომელიც ამა თუ იმ ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენენ (შჲაჭრა, ძმაჲ, მოჲ, ჩUuuu.JPGენ, მUuuu.JPGაჭრა..). გავრცელებულია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია (მიუტანა – მუუტანა, შეუყვარდა – შოუყვარდა, ნემსი – ნეფსი, ტბა – ტპა.…), დისიმილაცია (შეაგდო – შიაგდო, ერთჯერ – ერთჯელ, წლეულს – წრეულს…), ხშირია მეტათეზისის, აფრიკატიზაციის, სუბსტიტუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.

მახვილი იმერულში მკვეთრად განსხვავებულია კილოკავებისა და ზოგჯერ თქმების მიხედვითაც, მაგრამ ხერხდება მეტ-ნაკლებად საერთო ტენდენციის დადგენაც. ივარაუდება, რომ ზემოიმერულში გვაქვს დინამიკური მახვილი ტონური მახვილის ელემენტებით. ფრაზაში შემავალ რომელიმე სიტყვაში, ხანდახან ყოველ სიტყვაშიც კი, ხმოვანი გაგრძელებულად წარმოითქმის და, ტონიც მაღლდება: „ესვავ ხომე წამალს და მრჩება“. ქვემოიმერულში მახვილი მოუდის წინადადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან მეორე ხმოვანს, ხოლო მომდევნო ხმოვანი სუსტდება: „იმან არ იცოდა თხ“.

თავისებურად გამოხატული მახვილი ახასიათებს ოკრიბულს: წინადადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან პირველი ხმოვანი ტონური მახვილის გამო გრძელდება, ბოლოდან მეორე ხმოვანს კი მკვეთრი მახვილი მოუდის: „ძლივს არ ამოვაწიე ამ სიცხ!“

იმერულში სახელთა ბრუნებისას თავს იჩენს რიგი თავისებურებანი: სახელობითში ხმოვანფუძიან სახელებთან გვაქვს -ი (ძმაი, ვინმეი…), ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვის -ის, -ით ნიშნები ფუძეს ვერ კვეცენ და არც თავად რედუცირდებიან (და-ის, ღელე-ით…), მავრცობ ხმოვნად გამოიყენება -ა (ძმასა, ძმისა…) და -ი (იმისი, ძმითი…), რომლებიც შეიძლება დაერთოს თანდებულსაც (მაღლიდანა, მაღლიდანი…). თავისებურად იწარმოებენ მრავლობითი რიცხვის ფორმებს პირის ნაცვალსახელები: ქვემოიმერულში გვაქვს: ეგენი, ამგენმა, ამგენს… ზემოიმერულში – ესენი, ამათმა II ემათმა, ამათ… შეინიშნება მრავლობითის ორმაგი წარმოების შემთხვევებიც: აგენები, ეგენები…

ზმნებში მა- ზმნისწინი დასტურდება მ-ს წინ (გამამიგზავნა, გამამიტანა); რთული ზმნისწინის შემადგენლობაში შე-ს ნაცვლად გვაქვს შა- (შამეიტანა). შეინიშნება III სუბიექტური პირის ნიშნების უნიფიკაციის ტენდენცია: წერ-ენ, წერდ-ენ, დაწერ-ენ; ჭრი-ენ, ჭრიდენ, დაჭრ-ენ.

ქვემოიმერულში მრავლობითობის გამოსახატავად გამოყენებულია -ყე (|| -ყენ || -კენ, მორფემათა ზღვარზე – -სკენ || -წყენ) და -არიენ || -ლარიენ ფორმანტებიც (რ- ნარევ ფუძეებთან -არიენ მეშველი ზმნის დართვისას ხდება დისიმილაცია: დამჟდარარიენ – დამჟდალარიენ. -ლარიენ ელემენტი სხვა ფუძეებთანაც გამოვლინდება, რაც შედეგია მისი დამოუკიდებელ ფორმანტად გააზრებისა: მოდი-ლარიენ). ამ ფორმანტებით გამოიხატება მრავლობითობა:
ა) ობიექტისა (გეკუთვნისყენ „გეკუთვნით“, გიცდილარიენ „გიცდით“),
ბ) პირდაპირი ობიექტისა (ღმერთმა გაცოცხლოსყენ „გაცოცხლოთ“),
გ) რეალური სუბიექტისა (უყვარსყენ, უყვარლარიენ „უყვართ“),
დ) რეალური ობიექტისა (უყვარლარიენ „უყვარს მას ისინი“).
გვაქვს დამთხვევები: „უყვარლარიენ“ ნიშნავს – მათ ის, მას ისინი, მათ ისინი…

იმერულს ახასიათებს თავისებურებანი ზმნის დრო-კილოთა წარმოების მხრივ. აწმყოში თავს იჩენს ფუძის გაერთფორმიანების ტენდენცია, ფუძე რთულდება თემის ნიშნებით: წერ-ავ-ს, ტეხ-ავ-ს.. ქარ-თლის მომიჯნავე რეგიონში -ავ - -ამ, -ევ – -ემ პაუზისა და თანხმოვნის წინა პოზიციაში (თიბ-ამს, ყეფ-ამ-ს, აძლ-ემ-ს…) და საპირისპიროდ, -ამ – -ავ (ჩაასხ-ავ-ს, იზ-ავ-ს…). ფუძეში ხმოვანმონაცვლე ზმნები პარალელურ ვარიანტებს გვიჩვენებენ (კრეფ-ავ-ს II კრიფ-ავ-ს, კბეჩ-ავ-ს II კბიჩ-ავ-ს…). ფართო გამოყენებისაა მიმღეობის ფუძისაგან -ობ - -ოფ თემის ნიშნით ნაწარმოები ზმნები (ხმარულ-ოფ-ს, ტანულ-ოფი-ს…).

იმერულში აწმყო-მყოფადის ფორმებში ხშირია თემის ნიშანთა შენაცვლების შემთხვევები: -ებ – -ი (აძალის, აბრალის) -ი – -ობ (შეფერობს – შეფეროფს), -ებ – -ობ (ღრიალობს, ფრიალობს), ფონეტიკურ საფუძველზე -ევ – -ოვ (ამტრ-ოვ-ს).

თავისებურებებით ხასიათდება სტატიკური ზმნების ფორმათა წარმოება ზემოიმერულსა (ჯდია, წვია, დვია) და ქვემოიმერულში (ჯდანა, დენა „დევს'“…). ფართოდაა გავრცელებული მეშველზმნიანი წარმოება (ვჯდანვეარ, ვგდივარ, ვყვირივარ, ვშვენივარ, ეგორავარ, ეჩქარობვარ…). ნამყო ძირითადში ზოგ ზმნასთან I და II პირის ფორმებში -ე სუფიქსის ნაცვლად გვხვდება -ი (დავაპი, დააპი…) ან -ევ-ი – -ე-ი, უპირატესად ზემოიმერულში (ვიყიდევი II გიყიდეი, მო-ვიყვანევი II მოვიყვანეი…). II კავშირებითის წარმოებაში ჩნდება უნიფიკაციის ტენდენცია. ქვემოიმერულში უპირატესობა ენიჭება -ე ფორმანტს (დეიხჩვეს „დაიხჩოს“, დეიდევს „დაიდოს“), ზემოიმერულში – ო-ს (წახვიდო „წახვიდე“, გედევიდოს „გადავიდეს“). უნიფიკაცია თავს იჩენს III სერიის ფორმათა წარმოების დროსაც. I შედეგობითში ძირითადია -ი დაბოლოებიანი წარმოება (მოუკლია, დოუბია..). ქვემოიმერულისათვის დამახასიათებელია IV სერიის ფორმათა წარმოება, რაც ძირითადად III პირში გამოიყენება (მინავალა, მინავალიყო, მინავალიყოს, ნაყვარება, ნაგდება, ნათბობა..).

იმერულისთვის დამახასიათებელი ძირითადი სინტაქსური მოვლენებიდან აღსანიშნავია საზღვრულის სახელობითი ბრუნვის ფორმით გამოყენება ყველა ბრუნვაში (დიდი ბოვშმა, დიდი ბოვშს…). ზოგჯერ მსაზღვრელი გვხვდება ფუძის სახითაც (დიდ ბოვშმა). აქტიური სემანტიკის გამომხატველ გარდაუვალ ზმნათა II სერიის ფორმებთან სუბიექტი წარმოდგენილია მოთხრობით ბრუნვაში (ბიჭმა მევიდა; გამეემშვიდობა ამ კაცმა…). ეს მოვლენა უფრო ხშირად ქვემოიმერულში იჩენს თავს და მეგრულთან უშუალო კონტაქტის შედეგი უნდა იყოს.

იმერულში უხვადაა წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დარგობრივი ლექსიკის დიალექტური ნაირსახეობანი. გამოიყოფა არქაული ფენა, ეთნოგრაფიული თავისებურებების ამსახველი ლექსიკა, ზანიზმები.

იმერული დიალექტის თავისებურებანი ასახულია XV-XVI სს. სიგელ-გუჯრებში, რაც დიალექტის ისტორიული თვალსაზრისით შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.

ნ. ჭუმბურიძე



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფანჩვიძე ე. მრავლობითი რიცხვის აღნიშვნისათვის ზმნაში იმერული კილოს მიხედვით. – „სმამ“, ტ. 6, N10, თბ., 1945;
  • კახაძე ო. ოკრიბულის თავისებურებანი. – „იკე“. VI, თბ., I954;
  • გაჩეჩილაძე ჰ. იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება. – იქვე, VIII, თბ., 1956;
  • გიგინეიშვილი ი, თოფურია ე. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
  • ძიძიგური ზ. იმერული დიალექტი. – იხ. მისი: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ. 1970;
  • ძოწენიძე ქ. ზემოიმერული კილოკავი (ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები). თბ. 1971;
  • კუბლაშვილი კ.. ქართული ენის ქვემოიმერული დიალექტი, თბ., 1985;
  • ნოზაძე ლ. კავშირებითის ფორმათა წარმოებისათვის ზემოიმერულში. – „იკე“, XXV, თბ. I986;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები