საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია''' — 1919 არჩეულ [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში]], სხვა საპარლამენტო კომისიებთან ერთად, დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო როლი ენიჭებოდა სახელოვნებო კომისიას, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების განხორციელებას საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროში.  
 
'''დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია''' — 1919 არჩეულ [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში]], სხვა საპარლამენტო კომისიებთან ერთად, დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო როლი ენიჭებოდა სახელოვნებო კომისიას, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების განხორციელებას საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროში.  
  
სახელოვნებო კომისია იხილავდა სხვადასხვა საკითხებს დემოკრატიულ [[საქართველო]]ში ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე; განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი მას ჰქონდა სამუსიკო, თეატრალურ, მხატვართა საზოგადოებებთან, საქართველოს მწერალთა კავშირთან. ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე ჯერ იყო [[ანდრონიკაშვილი კონსტანტინე|კოტე ანდრონიკაშვილი]] (მდივანი დ. გორგილაძე),
+
სახელოვნებო კომისია იხილავდა სხვადასხვა საკითხებს დემოკრატიულ [[საქართველო]]ში ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე; განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი მას ჰქონდა სამუსიკო, თეატრალურ, მხატვართა საზოგადოებებთან, [[ქართველ მწერალთა კავშირი|საქართველოს მწერალთა კავშირთან]]. ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე ჯერ იყო [[ანდრონიკაშვილი კონსტანტინე|კოტე ანდრონიკაშვილი]] (მდივანი დ. გორგილაძე),
 
შემდეგ - [[პავლე საყვარელიძე]], ბოლოს კი - [[ივანე გომართელი]]. ხშირად იცვლებოდნენ მისი წევრებიც, მაგრამ, სხვადასხვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა წევრი გულისხმიერ დამოკიდებულებას იჩენდა ხელოვანი ადამიანების, პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეთა ბედისადმი.  
 
შემდეგ - [[პავლე საყვარელიძე]], ბოლოს კი - [[ივანე გომართელი]]. ხშირად იცვლებოდნენ მისი წევრებიც, მაგრამ, სხვადასხვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა წევრი გულისხმიერ დამოკიდებულებას იჩენდა ხელოვანი ადამიანების, პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეთა ბედისადმი.  
  
კომისია შემოსულ თხოვნებსა და წინადადებებზე თათბირებს მართავდა თბილისის საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებებთან, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან. სახელოვნებო კომისია იხილავდა [[ეკლესია]]ში განვითარებულ ისეთ მოვლენებს, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ხელოვნებას, არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობას.  
+
კომისია შემოსულ თხოვნებსა და წინადადებებზე თათბირებს მართავდა თბილისის საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებებთან, [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან]]. სახელოვნებო კომისია იხილავდა [[ეკლესია]]ში განვითარებულ ისეთ მოვლენებს, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ხელოვნებას, არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობას.  
  
1920 წლის იანვარში ამ კომისიამ შეისწავლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ [[ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი|ლეონიდეს]] მიმართვა სვეტიცხოველში ჩუქურთმების დაზიანების შესახებ. კომისია საპატრიარქოს ჰპირდებოდა დახმარებას. კომისიის ყურადღების ცენტრში იყო ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის [[არმია|არმიის]] ჩაცმულობა, ჯარისკაცთა ტანსაცმლის დიზაინი. ამ მიზნით შეიკრიბნენ სახელოვნებო კომისიაში საფინანსო
+
1920 წლის იანვარში ამ კომისიამ შეისწავლა საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარ]] [[ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი|ლეონიდეს]] მიმართვა სვეტიცხოველში [[ჩუქურთმა|ჩუქურთმების]] დაზიანების შესახებ. კომისია საპატრიარქოს ჰპირდებოდა დახმარებას. კომისიის ყურადღების ცენტრში იყო ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის [[არმია|არმიის]] ჩაცმულობა, ჯარისკაცთა ტანსაცმლის დიზაინი. ამ მიზნით შეიკრიბნენ სახელოვნებო კომისიაში საფინანსო და [[საქართველოს სამხედრო სამინისტრო (1918-1921)|სამხედრო სამინისტროების]] წარმომადგენლები; იმსჯელეს [[ოფიცერი|ოფიცერთა]] და ჯარისკაცთა ჩაცმულობაზე, ძველ ჩაცმულობაში სიახლის შეტანაზე. სახელოვნებო კომისიამ განიხილა ამ დროს ახალი ტექნიკური მიღწევის და საქართველოსთვის სრულიად უცხო წარმოების - [[თვითმფრინავი|თვითმფრინავების]] შექმნის საკითხი. კომისიას მრავალმხრივი მუშაობა ევალებოდა, მას რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა [[თეატრი|თეატრისა]] და ხალხური სიმღერების მოყვარული საზოგადოებები, დაემტკიცებინა მათი წესდებები, შეესწავლა და ემსჯელა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრობლემებზე.  
და სამხედრო სამინისტროების წარმომადგენლები; იმსჯელეს [[ოფიცერი|ოფიცერთა]] და ჯარისკაცთა ჩაცმულობაზე, ძველ ჩაცმულობაში სიახლის შეტანაზე. სახელოვნებო კომისიამ განიხილა ამ დროს ახალი ტექნიკური მიღწევის და საქართველოსთვის სრულიად უცხო წარმოების - [[თვითმფრინავი|თვითმფრინავების]] შექმნის საკითხი. კომისიას მრავალმხრივი მუშაობა ევალებოდა, მას რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა თეატრისა და ხალხური სიმღერების მოყვარული საზოგადოებები, დაემტკიცებინა მათი წესდებები, შეესწავლა და ემსჯელა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრობლემებზე.  
+
  
1920 დაარსდა საქართველოს სამხატვრო გალერეა. კომისიაში განიხილეს განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი დეკრეტი სამხატვრო გალერეის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ, ხოლო დამფუძნებელ კრებაში ამ საკითხზე მომხსენებლად [[თაყაიშვილი ექვთიმე|ექვთიმე თაყაიშივილი]] გამოყვეს. კომისიამ ასევე განიხილა მუზეუმის შენობის აგებისა და მისი დაარსების საკითხი. ეროვნულ ხელისუფლებას კარგად ესმოდა კავკასიის მუზეუმის მნიშვნელობა და თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო ამ საკითხს. კავკასიის მუზეუმი იყო ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრისა და დაცვის ადგილი, მის ბაზაზე ეროვნული მუზეუმის შექმნა მოიაზრებოდა. 1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და საქართველოს მუზეუმის შექმნის შესახებ. დამტკიცდა საქართველოს მუზეუმის დებულება.  
+
1920 წელს დაარსდა [[ეროვნული სამხატვრო გალერეა|საქართველოს სამხატვრო გალერეა]]. კომისიაში განიხილეს [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|განათლების სამინისტროს]] მიერ შედგენილი დეკრეტი სამხატვრო გალერეის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ, ხოლო დამფუძნებელ კრებაში ამ საკითხზე მომხსენებლად [[თაყაიშვილი ექვთიმე|ექვთიმე თაყაიშივილი]] გამოყვეს. კომისიამ ასევე განიხილა [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი|მუზეუმის]] შენობის აგებისა და მისი დაარსების საკითხი. ეროვნულ ხელისუფლებას კარგად ესმოდა კავკასიის მუზეუმის მნიშვნელობა და თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო ამ საკითხს. კავკასიის მუზეუმი იყო ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრისა და დაცვის ადგილი, მის ბაზაზე ეროვნული მუზეუმის შექმნა მოიაზრებოდა. 1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და საქართველოს მუზეუმის შექმნის შესახებ. დამტკიცდა საქართველოს მუზეუმის დებულება.  
 +
 
 +
ხელოვნების კომისიაში დაარსდა ე. წ. „მცირე კომისია“, რომელიც უფრო დეტალურად სწავლობდა განათლებისა და ხელოვნების პრობლემებს. ამ კომისიას სათავეში ჩაუდგნენ დამფუძნებელი კრების წევრები: [[პავლე საყვარელიძე]], [[ივანე გომართელი]] და [[გერონტი ქიქოძე]]. ხელოვნების კომისიის მუშაობას ხშირად ესწრებოდნენ: განათლების მინისტრი, ქალაქისთავი, სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ამა თუ იმ დარგის ბედზე პასუხისმგებელი თუ დაინტერესებული პირები. ([[დოდო ჭუმბურიძე]])
  
ხელოვნების კომისიაში დაარსდა ე. წ. „მცირე კომისია“, რომელიც უფრო დეტალურად სწავლობდა განათლებისა და ხელოვნების პრობლემებს. ამ კომისიას სათავეში ჩაუდგნენ დამფუძნებელი კრების წევრები: [[პავლე საყვარელიძე]], [[ივანე გომართელი]] და [[გერონტი ქიქოძე]]. ხელოვნების კომისიის მუშაობას ხშირად ესწრებოდნენ: განათლების მინისტრი, ქალაქისთავი, სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციების თავმჯდომარეები,
 
ამა თუ იმ დარგის ბედზე პასუხისმგებელი თუ დაინტერესებული პირები.
 
  
:::::::::::::::::::::::::'''''დოდო ჭუმბურიძე'''''
 
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 27: ხაზი 25:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
+
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრება]]
+
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]]

მიმდინარე ცვლილება 20:51, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით

დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია — 1919 არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში, სხვა საპარლამენტო კომისიებთან ერთად, დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო როლი ენიჭებოდა სახელოვნებო კომისიას, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების განხორციელებას საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროში.

სახელოვნებო კომისია იხილავდა სხვადასხვა საკითხებს დემოკრატიულ საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე; განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი მას ჰქონდა სამუსიკო, თეატრალურ, მხატვართა საზოგადოებებთან, საქართველოს მწერალთა კავშირთან. ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე ჯერ იყო კოტე ანდრონიკაშვილი (მდივანი დ. გორგილაძე), შემდეგ - პავლე საყვარელიძე, ბოლოს კი - ივანე გომართელი. ხშირად იცვლებოდნენ მისი წევრებიც, მაგრამ, სხვადასხვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა წევრი გულისხმიერ დამოკიდებულებას იჩენდა ხელოვანი ადამიანების, პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეთა ბედისადმი.

კომისია შემოსულ თხოვნებსა და წინადადებებზე თათბირებს მართავდა თბილისის საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებებთან, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან. სახელოვნებო კომისია იხილავდა ეკლესიაში განვითარებულ ისეთ მოვლენებს, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ხელოვნებას, არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობას.

1920 წლის იანვარში ამ კომისიამ შეისწავლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ ლეონიდეს მიმართვა სვეტიცხოველში ჩუქურთმების დაზიანების შესახებ. კომისია საპატრიარქოს ჰპირდებოდა დახმარებას. კომისიის ყურადღების ცენტრში იყო ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის არმიის ჩაცმულობა, ჯარისკაცთა ტანსაცმლის დიზაინი. ამ მიზნით შეიკრიბნენ სახელოვნებო კომისიაში საფინანსო და სამხედრო სამინისტროების წარმომადგენლები; იმსჯელეს ოფიცერთა და ჯარისკაცთა ჩაცმულობაზე, ძველ ჩაცმულობაში სიახლის შეტანაზე. სახელოვნებო კომისიამ განიხილა ამ დროს ახალი ტექნიკური მიღწევის და საქართველოსთვის სრულიად უცხო წარმოების - თვითმფრინავების შექმნის საკითხი. კომისიას მრავალმხრივი მუშაობა ევალებოდა, მას რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა თეატრისა და ხალხური სიმღერების მოყვარული საზოგადოებები, დაემტკიცებინა მათი წესდებები, შეესწავლა და ემსჯელა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრობლემებზე.

1920 წელს დაარსდა საქართველოს სამხატვრო გალერეა. კომისიაში განიხილეს განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი დეკრეტი სამხატვრო გალერეის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ, ხოლო დამფუძნებელ კრებაში ამ საკითხზე მომხსენებლად ექვთიმე თაყაიშივილი გამოყვეს. კომისიამ ასევე განიხილა მუზეუმის შენობის აგებისა და მისი დაარსების საკითხი. ეროვნულ ხელისუფლებას კარგად ესმოდა კავკასიის მუზეუმის მნიშვნელობა და თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო ამ საკითხს. კავკასიის მუზეუმი იყო ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრისა და დაცვის ადგილი, მის ბაზაზე ეროვნული მუზეუმის შექმნა მოიაზრებოდა. 1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და საქართველოს მუზეუმის შექმნის შესახებ. დამტკიცდა საქართველოს მუზეუმის დებულება.

ხელოვნების კომისიაში დაარსდა ე. წ. „მცირე კომისია“, რომელიც უფრო დეტალურად სწავლობდა განათლებისა და ხელოვნების პრობლემებს. ამ კომისიას სათავეში ჩაუდგნენ დამფუძნებელი კრების წევრები: პავლე საყვარელიძე, ივანე გომართელი და გერონტი ქიქოძე. ხელოვნების კომისიის მუშაობას ხშირად ესწრებოდნენ: განათლების მინისტრი, ქალაქისთავი, სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ამა თუ იმ დარგის ბედზე პასუხისმგებელი თუ დაინტერესებული პირები. (დოდო ჭუმბურიძე)


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990;
  • გ. ჩხაიძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 2003;
  • დ. ჭუმბურიძე, მ. ფართლაძე, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კრებული - ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2016, №2(19);
  • ა. ნიკოლეიშვილი, კულტურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თბ., 1999.
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1006, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 900;
  • გაზ. „სახალხო საქმე, 1919, №645.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები