სეფიანთა სახელმწიფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სეფიანთა სახელმწიფო''' - ყიზილბაშების [[სახელმწიფო]], ფეოდალური სახელმწიფო ცენტრით [[ირანი|ირანში]] (1502–1736). მისი დამაარსებელი იყო ისმაილ I, არდებილის სუფიურ-დერვიშული ორდენის შეიხის – სეფი ად-დინ ისჰაკის შთამომავალი.  
+
[[ფაილი:SefianTa saxelmwifos droSa.png|thumb|250პქ|'''სეფიანთა სახელმწიფოს დროშა''']]
 +
'''სეფიანთა სახელმწიფო''' - [[ყიზილბაშები|ყიზილბაშების]] [[სახელმწიფო]], ფეოდალური [[სახელმწიფო]] ცენტრით [[ირანი|ირანში]] (1502–1736). მისი დამაარსებელი იყო ისმაილ I, არდებილის სუფიურ-დერვიშული ორდენის შეიხის – სეფი ად-დინ ისჰაკის შთამომავალი.  
  
[[სეფიანთა სახელმწიფო|სეფიანთა სახელმწიფოს]] შემადგენლობაში შედიოდა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] და [[ავღანეთი|ავღანეთის]] ნაწილი, პერიოდულად – არაბული ერაყი და ზოგი სხვა ტერიტორია. სეფიანთა სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ დესპოტიას. მის სათავეში იდგა შაჰი სეფიანთა დინასტიიდან.
+
სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] და [[ავღანეთი|ავღანეთის]] ნაწილი, პერიოდულად – არაბული [[ერაყი]] და ზოგი სხვა ტერიტორია. სეფიანთა სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ დესპოტიას. მის სათავეში იდგა შაჰი სეფიანთა დინასტიიდან.
  
 
პირველი შაჰების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ შიიტური მომთაბარე თურქულენოვანი ტომები ([[ყიზილბაშები]]).  
 
პირველი შაჰების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ შიიტური მომთაბარე თურქულენოვანი ტომები ([[ყიზილბაშები]]).  
  
სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია აბას I -ის ხანაში (1587–1629). მის მიერ ჩამოყალიბებული მუდმივი [[ჯარი]] (კავალერია, ქვეითები, [[არტილერია]]) მნიშვნელოვნად ჩაენაცვლა მომთაბარეთა ლაშქარს. სეფიანთა დინასტიის შაჰები განუწყვეტელ [[ომი|ომებს]] აწარმოებდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან (ირან-ოსმალეთის ომები) და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებთან ([[ქართველები]], ავღანელები და სხვა).
+
სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია აბას I-ის ხანაში (1587–1629). მის მიერ ჩამოყალიბებული მუდმივი [[ჯარი]] ([[კავალერია]], ქვეითები, [[არტილერია]]) მნიშვნელოვნად ჩაენაცვლა მომთაბარეთა [[ლაშქარი|ლაშქარს]]. სეფიანთა დინასტიის შაჰები განუწყვეტელ [[ომი|ომებს]] აწარმოებდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან ([[ირან-ოსმალეთის ომები]]) და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებთან ([[ქართველები]], ავღანელები და სხვა).
  
განუწყვეტელმა ომებმა და სახალხო [[აჯანყება|აჯანყებებმა]] დაასუსტეს სეფიანთა სახელმწიფო. 1722 წელს მისი დედაქალაქი – ისპაანი ავღანელმა ფეოდალებმა აიღეს. ამავე დროს ამიერკავკასია და დასავლეთ ირანი დაიპყრეს ოსმალებმა, ხოლო კასპიისპირეთის მიწები – რუსებმა. ოსმალებთან და ავღანელებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]] თავი გამოიჩინა სეფიანთა მხედართმთავარმა ნადირმა (ნადირ-შაჰ ავშარი), რომელმაც დაამხო სეფიანთა დინასტია და ბოლო მოუღო  სეფიანთა სახელმწიფოს არსებობას.
+
განუწყვეტელმა ომებმა და სახალხო [[აჯანყება|აჯანყებებმა]] დაასუსტეს სეფიანთა სახელმწიფო. 1722 წელს მისი დედაქალაქი – ისპაანი ავღანელმა ფეოდალებმა აიღეს. ამავე დროს [[ამიერკავკასია]] და დასავლეთ ირანი დაიპყრეს ოსმალებმა, ხოლო კასპიისპირეთის მიწები – რუსებმა. ოსმალებთან და ავღანელებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]] თავი გამოიჩინა სეფიანთა [[მხედართმთავარი|მხედართმთავარმა]] ნადირმა ([[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰ]] ავშარი), რომელმაც დაამხო სეფიანთა დინასტია და ბოლო მოუღო  სეფიანთა სახელმწიფოს არსებობას.
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:59, 19 ივნისი 2018 მდგომარეობით

სეფიანთა სახელმწიფოს დროშა

სეფიანთა სახელმწიფო - ყიზილბაშების სახელმწიფო, ფეოდალური სახელმწიფო ცენტრით ირანში (1502–1736). მისი დამაარსებელი იყო ისმაილ I, არდებილის სუფიურ-დერვიშული ორდენის შეიხის – სეფი ად-დინ ისჰაკის შთამომავალი.

სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა ამიერკავკასიის და ავღანეთის ნაწილი, პერიოდულად – არაბული ერაყი და ზოგი სხვა ტერიტორია. სეფიანთა სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ დესპოტიას. მის სათავეში იდგა შაჰი სეფიანთა დინასტიიდან.

პირველი შაჰების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ შიიტური მომთაბარე თურქულენოვანი ტომები (ყიზილბაშები).

სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია აბას I-ის ხანაში (1587–1629). მის მიერ ჩამოყალიბებული მუდმივი ჯარი (კავალერია, ქვეითები, არტილერია) მნიშვნელოვნად ჩაენაცვლა მომთაბარეთა ლაშქარს. სეფიანთა დინასტიის შაჰები განუწყვეტელ ომებს აწარმოებდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან (ირან-ოსმალეთის ომები) და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებთან (ქართველები, ავღანელები და სხვა).

განუწყვეტელმა ომებმა და სახალხო აჯანყებებმა დაასუსტეს სეფიანთა სახელმწიფო. 1722 წელს მისი დედაქალაქი – ისპაანი ავღანელმა ფეოდალებმა აიღეს. ამავე დროს ამიერკავკასია და დასავლეთ ირანი დაიპყრეს ოსმალებმა, ხოლო კასპიისპირეთის მიწები – რუსებმა. ოსმალებთან და ავღანელებთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა სეფიანთა მხედართმთავარმა ნადირმა (ნადირ-შაჰ ავშარი), რომელმაც დაამხო სეფიანთა დინასტია და ბოლო მოუღო სეფიანთა სახელმწიფოს არსებობას.



[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები