ღმრთისმშობლის შობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა“ გადაიტანა გვერდზე „[[ღმრთისმშო...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Joto RvTismSoblis Soba.jpg|thumb|250პქ|ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა]]
 
[[ფაილი:Joto RvTismSoblis Soba.jpg|thumb|250პქ|ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა]]
'''ღმრთისმშობლის შობა''' -  (21 სექტემბერი ახ. სტ. ძვ. სტ. 8 აგვისტო) წმ. მარიამის შობა, ბავშვობა, [[დაწინდვა]] და დაბადება მაცხოვრისა ჩვენისა, - მოცემული აქვს წმ. მოციქული იაკობი, ზოგიერთი წმ. მამის აზრით, იყო იოსების შვილი და იგი იწოდება უფლის  ხორციელ ძმად. იოაკიმე, ღვთისმშობლის მამა, ძალიან მდიდარი ყოფილა და მხოლოდ ერთი სადარდელი ჰქონდა - შვილი არ ჰყავდა. როცა მან მოიარა [[ისრაელი|ისრაელის]] თორმეტივე ტომი და ნახა, რომ ყოველ მართალ კაცს შვილი ჰყავდა, კიდევ უფრო დამწუხრდა.
+
'''ღმრთისმშობლის შობა''' -  [[ხარება|ხარების]] გარდა, თორმეტ [[დღესასწაული|დღესასწაულთა]] შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი დღესასწაული არსებობს. მათ შორის პირველია მისი შობა, რომელიც 8/21 სექტემბერს აღინიშნება. თავად ეს მოვლენა [[სახარება]]ში აღწერილი არ არის, მასზე თხრობა აღებულია [[აპოკრიფული ლიტერატურა|აპოკრიფული ლიტერატურიდან]]. სწორედ იგი გახდა ამ დღესასწაულის საღვთისმსახურო წესის საფუძველი.
  
ცოლ-ქმარი გამუდმებით ევედრებოდა უფალს, რომ მიეცა მათთვის თუნდაც ერთი შვილი და აღთქმას დებდა, რომ მას ისევ უფალს შესწირავდა.
+
საეკლესიო გარდამოცემა ამ ბობს, რომ იოაკიმე და ანა იყვნენ კეთილმორწმუნე [[ებრაელები|ებრაელი]] ცოლ-ქმარი „ღარიბთა და შეჭირვებულთა“ წრიდან, რომლებიც ელოდნენ აღთქმული [[მესია|მესიის]] მოსვლას. ისინი იყვნენ მოხუცები და უშვილოები, რის გამოც მრავალი წელი მხურვალედ ლოცულობდნენ ღვთისადმი და ითხოვდნენ შვილს, რადგან იუდეველთა შორის უშვილობა უფლის უწყალობის ნიშნად ითვლებოდა. და, აი, მათი [[ლოცვა|ლოცვის]] პასუხად და ღვთისადმი შეურყეველი ერთგულების ჯილდოს
 +
ნიშნად ისინი იკურთხნენ იმით, რომ მიეცათ ქალიშვილი, რომელსაც თავისი პირადი სიწმინდით განეკუთვნა [[ქრისტე]]-მესიის დედობა.
  
უფალმა შეისმინა მათი [[ლოცვა]] და ღრმად მოხუცებულობისას შეეძინათ ქალი, რომელსაც დაარქვეს მარიამი, რაც ებრაულად ნიშნავს მაღალს, სახელოვანს უპირატესს, ხოლო ძველეგვიპტურად - უფლის საყვარელს, ქალბატონს.
+
''„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, [[დახსნა]] წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და [[განქარვება|განაქარვა]] სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ“'' ([[ტროპარი]]).
  
ერთი წლისა რომ შესრულდა მარიამი იოაკიმმა მთელი ისრაელის ერი მოიწვია ნადიმზე, მღვდელმთავრებმა ასე დალოცეს ბავშვი: „ღმერთო მაღალთაო, მოხედე ამ ბავშვს და უზენაესი კურთხევით [[კურთხევა|აკურთხე]] იგი, რასაც ვერ შეცვლის ვერაფერი“. ადამისდროინდელი პირველი ცოდვა ევასგან მომდინარეობს, გველისგან შეცდენილმა ევამ აცდუნა [[ადამი]], რის გამოც მათ დაკარგეს უკვდავება, გახდნენ მოკვდავნი და დაკარგეს [[სამოთხე|სამოთხეც]]; რადგან ქალისმიერი იყო პირველი ცოდვა, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით, მამა [[ღმერთი|ღმერთმა]]  საჭიროდ სცნო მისი ღვთიური სიტყვის განკაცება და ამ [[ცოდვა|ცოდვისაგან]] გამოხსნა ისევ ქალის საშუალებით მომხდარიყო.
+
''„იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო [[ადამი|ადამ]] და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა“'' ([[კონდაკი]]).
  
ასეთ კურთხეულ ქალად, ღმრთისმშობლად ყოვლადწმიდა [[სამება|სამებამ]] აირჩია წმ. მარიამი. ერთადერთი ასული ორი უწმიდესი ადამიანისა - იოაკიმესა და ანასი, რომლებიც წმ. [[დავითი|დავით]] წინასწარმეტყველის შთამომავლები იყვნენ, ყოვლადწმიდა მარიამი კი უშუალოდ [[აარონი|აარონის]] შტოს განეკუთვნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ [[იუდეა|იუდეას]] ქ. ნაზარეთში. „ნაზარეთი“ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ასეა განმარტებული:  „შტო, გადატანითი მნიშვნელობით ძველი გვარის შტო, შთამომავლობა; გარეშემოზღუდული“. ამ განმარტებებიდან გამომდინარე უკვე ნათელია, რომ ამ ქალაქში დაბადებული მარიამი არის დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობის „მორჩი კეთილი“, რომელმაც გამოიღო „ნაყოფი თავწარსხმული“. წმ. ანდრია კრიტელის აზრით „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა არის დასაწყისი მადლისა და ჭეშმარიტების გადმოსვლისა“.
+
ის, რომ მარიამის შობასთან დაკავშირებული მოვლენები არ დასტურდება [[წმინდა წერილი]], დღესასწაულის არსისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მაშინაც კი, თუ ისინი ისტორიული თვალსაზრისით ეჭვქვეშ დადგება, დღესასწაულის ღვთაებრივი არსი არ იცვლება „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ხსნისათვის“. ის, ვინც სულიერად ღირსი იყო, გამხდარიყო ქრისტეს დედა, უნდა შობილიყო მათგან, ვინც სულიერად ღირსეულნი იყვნენ მათი მშობლობისთვის.  
  
== წყარო ==
+
შესაბამისად, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განადიდებს მარიამის შობას, თავად მას, როგორც დედას ღვთისას, და მის ღვთისმოსავ მშობლებს. ამავე დროს, ღვთისმშობლის შობა არის სამყაროს მომზადება ხსნისათვის, რადგან „ნათლის ჭურჭელი“, „ღვთის სიტყვის წიგნი“, „კარი აღმოსავალისა“, „ტახტი სიბრძნისა“ – ყოველივე ამას დედამიწაზე ამზადებს ღმერთი წმინდა ახალშობილის – ყოვლადწმინ და მარიამის შობით.
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
+
 
 +
დღესასწაულის დასდებლები სავსეა ღვთისმშობლის ხოტბით, მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილისა. ისინი დაფუძნებულია ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] ჭეშმარიტ შთაგონებაზე. ამას ჩვენ ვხედავთ სადღესასწაულო ბიბლიური საკითხავებიდანაც. სამი ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც [[მწუხრი|მწუხრზე]] იკითხება, მასზე წინასწარმეტყველებს. „[[იაკობის კიბე]]“, რომელიც
 +
აერთიანებს ზეცასა და მიწას ადგილთან, რომელსაც ეწოდება „სახლი ღმრთისაჲ“ და „ბჭე ზეცისაჲ“ (დაბადება, 28:10-17), ნიშნავს ღმერთთან ადამიანების ერთობას, რომელიც უსავსესი და უსრულყოფილესი სახით (როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად) განხორციელდა ღვთისმშობელში. ხედი ტაძრისა, მარად დახურული „აღმოსავლეთის კარით“, სავსე „დიდებითა ღმრთისათა“, ასევე, [[სიმბოლო]]ა ღვთისმშობლისა, რომელსაც დღესასწაულის საგალობლებში ეწოდება „ღვთის ცოცხალი ტაძარი, რომელიც სავსეა ღვთის დიდებით“ (ეზეკ. 43:27; 44:4).148 ღვთისმშობელი, ასევე, გაიგივებულია „სახლთან“, რომელიც ღვთის სიბრძნემ თავისთვის აიგო.
 +
 
 +
[[ცისკარი (ღვთისმსახურება)|ცისკარზე]] იკითხება იგივე სახარება, რაც ღვთისმშობლის დღესასწაულებზე:
 +
 
 +
''„ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერით განმნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“'' ([[ლუკა მახარებელი|ლუკა]], 1:46-48).
 +
 
 +
სამოციქულოდან კი ლიტურგიაზე იკითხება ცნობილი ტექსტი ძე ღვთისას მოსვლის შესახებ, რომელმაც „თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილიპ. 2:7), ხოლო სახარების საკითხავი (ისევე როგორც ცისკარზე საკითხავი სახარება, რომელიც საერთოა ყველა საღვთისმშობლო დღესასწაულისათვის) საუბრობს „ერსა მას შორის“ მყოფდე და კაცზე, რომელიც ადიდებს დედას ღვთისას, ხოლო უფალი პასუხობს მას, რომ არანაკლებ ''„ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“'' (ლუკა, 11:28). ამიტომ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ვაცხადებთ იმ ასაც, რომ ყოველ ქრისტიანს შეუძლია მოიპოვოს „მადლი“, რომელიც მოიპოვა ღვთისმშობელმა, და იგივე „დიდი წყალობა“, რომელიც ადამიანებს მიეცა ქალწულისაგან [[ქრისტეს შობა|ქრისტეს შობის]] წყალობით.
 +
 
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 +
[[კატეგორია:მარიამ  ღვთისმშობელი]]

მიმდინარე ცვლილება 19:28, 29 მარტი 2021 მდგომარეობით

ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა

ღმრთისმშობლის შობა - ხარების გარდა, თორმეტ დღესასწაულთა შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი დღესასწაული არსებობს. მათ შორის პირველია მისი შობა, რომელიც 8/21 სექტემბერს აღინიშნება. თავად ეს მოვლენა სახარებაში აღწერილი არ არის, მასზე თხრობა აღებულია აპოკრიფული ლიტერატურიდან. სწორედ იგი გახდა ამ დღესასწაულის საღვთისმსახურო წესის საფუძველი.

საეკლესიო გარდამოცემა ამ ბობს, რომ იოაკიმე და ანა იყვნენ კეთილმორწმუნე ებრაელი ცოლ-ქმარი „ღარიბთა და შეჭირვებულთა“ წრიდან, რომლებიც ელოდნენ აღთქმული მესიის მოსვლას. ისინი იყვნენ მოხუცები და უშვილოები, რის გამოც მრავალი წელი მხურვალედ ლოცულობდნენ ღვთისადმი და ითხოვდნენ შვილს, რადგან იუდეველთა შორის უშვილობა უფლის უწყალობის ნიშნად ითვლებოდა. და, აი, მათი ლოცვის პასუხად და ღვთისადმი შეურყეველი ერთგულების ჯილდოს ნიშნად ისინი იკურთხნენ იმით, რომ მიეცათ ქალიშვილი, რომელსაც თავისი პირადი სიწმინდით განეკუთვნა ქრისტე-მესიის დედობა.

„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ტროპარი).

„იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა“ (კონდაკი).

ის, რომ მარიამის შობასთან დაკავშირებული მოვლენები არ დასტურდება წმინდა წერილით, დღესასწაულის არსისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მაშინაც კი, თუ ისინი ისტორიული თვალსაზრისით ეჭვქვეშ დადგება, დღესასწაულის ღვთაებრივი არსი არ იცვლება „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ხსნისათვის“. ის, ვინც სულიერად ღირსი იყო, გამხდარიყო ქრისტეს დედა, უნდა შობილიყო მათგან, ვინც სულიერად ღირსეულნი იყვნენ მათი მშობლობისთვის.

შესაბამისად, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განადიდებს მარიამის შობას, თავად მას, როგორც დედას ღვთისას, და მის ღვთისმოსავ მშობლებს. ამავე დროს, ღვთისმშობლის შობა არის სამყაროს მომზადება ხსნისათვის, რადგან „ნათლის ჭურჭელი“, „ღვთის სიტყვის წიგნი“, „კარი აღმოსავალისა“, „ტახტი სიბრძნისა“ – ყოველივე ამას დედამიწაზე ამზადებს ღმერთი წმინდა ახალშობილის – ყოვლადწმინ და მარიამის შობით.

დღესასწაულის დასდებლები სავსეა ღვთისმშობლის ხოტბით, მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილისა. ისინი დაფუძნებულია ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტ შთაგონებაზე. ამას ჩვენ ვხედავთ სადღესასწაულო ბიბლიური საკითხავებიდანაც. სამი ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც მწუხრზე იკითხება, მასზე წინასწარმეტყველებს. „იაკობის კიბე“, რომელიც აერთიანებს ზეცასა და მიწას ადგილთან, რომელსაც ეწოდება „სახლი ღმრთისაჲ“ და „ბჭე ზეცისაჲ“ (დაბადება, 28:10-17), ნიშნავს ღმერთთან ადამიანების ერთობას, რომელიც უსავსესი და უსრულყოფილესი სახით (როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად) განხორციელდა ღვთისმშობელში. ხედი ტაძრისა, მარად დახურული „აღმოსავლეთის კარით“, სავსე „დიდებითა ღმრთისათა“, ასევე, სიმბოლოა ღვთისმშობლისა, რომელსაც დღესასწაულის საგალობლებში ეწოდება „ღვთის ცოცხალი ტაძარი, რომელიც სავსეა ღვთის დიდებით“ (ეზეკ. 43:27; 44:4).148 ღვთისმშობელი, ასევე, გაიგივებულია „სახლთან“, რომელიც ღვთის სიბრძნემ თავისთვის აიგო.

ცისკარზე იკითხება იგივე სახარება, რაც ღვთისმშობლის დღესასწაულებზე:

„ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერით განმნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ (ლუკა, 1:46-48).

სამოციქულოდან კი ლიტურგიაზე იკითხება ცნობილი ტექსტი ძე ღვთისას მოსვლის შესახებ, რომელმაც „თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილიპ. 2:7), ხოლო სახარების საკითხავი (ისევე როგორც ცისკარზე საკითხავი სახარება, რომელიც საერთოა ყველა საღვთისმშობლო დღესასწაულისათვის) საუბრობს „ერსა მას შორის“ მყოფდე და კაცზე, რომელიც ადიდებს დედას ღვთისას, ხოლო უფალი პასუხობს მას, რომ არანაკლებ „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“ (ლუკა, 11:28). ამიტომ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ვაცხადებთ იმ ასაც, რომ ყოველ ქრისტიანს შეუძლია მოიპოვოს „მადლი“, რომელიც მოიპოვა ღვთისმშობელმა, და იგივე „დიდი წყალობა“, რომელიც ადამიანებს მიეცა ქალწულისაგან ქრისტეს შობის წყალობით.


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები