ჩუბინაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
დ. ჩუბინაშვილის კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენდა საქარველოს ისტორიული წარსული. იგი იყო პირველი ქართველი მკვლევართაგანი, რომელიც ამტკიცებდა შორეულ წარსულში ქართველთა ნათესაურ კავშირს მცირე აზიის მოსახლეობასთან (აღსანიშნავია „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“ 1877 წ. გამოქვეყნებული წერილების სერია „ეთნოგრაფიული — განხილვა ძველსა და ახალთა კაპადოკიის ანუ [[ჭანეთი|ჭანეთის]] მკვიდრთა მოახლეთა“, გამოქვეყნდა პარიზშიც პ. მირიანაშვილის მიერ; „ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეცხრამეტე საუკუნემდის“; „პონტის ერა ანუ საიდან იწყება ქართული ქორონიკონი“). სწავლობდა აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს.
 
დ. ჩუბინაშვილს წვლილი მიუძღვის ქართული წიგნების („ვეფხისტყაოსანი“, მ. ბარათაშვილის „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“, [[თეიმურაზ ბაგრატიონი (მწერალი)|თეიმურაზ ბაგრატიონის]] გამოკვლევა „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან ქრისტიანობის მიღებამდე“, [[ორბელიანი სულხან-საბა|სულხან–საბა ორბელიანის]] [[იგავი|იგავ]]-[[არაკი|არაკები]], [[ბროსე მარი|მ. ბროსეს]] „ქართველი მეფეების მიმოწერა რუსეთის ხელმწიფეებთან“) გამოცემის საქმეში. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად შესწავლასა და ტექსტის დადგენაში. 1840-60 წწ. განმავლობაში მკვლევარი მუშაობდა პოემის ხელნაწერთა კრიტიკულად განხილვასა და ისტორიული შედგენილობის განსაზღვრაზე, ძნელად გასაგები სიტყვების ლექსიკონის შედგენაზე. საყურადღებოა მისი დაკვირვებები პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე და მათს სასაუბრო ენაზე. მასვე ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სადაურობისა და გეოგრაფიული გარემოს განსაზღვრის ცდები. მონაწილეობდა პოემის რუსულ ენაზე პოეტურად თარგმნის საქმეშიც (ამ საკითხს უძღვნა სპეციალური სტატიები), შეადგინა პოემის პროზაული [[თარგმანი]].
+
დ. ჩუბინაშვილს წვლილი მიუძღვის ქართული წიგნების („ვეფხისტყაოსანი“, მ. ბარათაშვილის „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“, თეიმურაზ ბაგრატიონის გამოკვლევა „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან ქრისტიანობის მიღებამდე“, [[ორბელიანი სულხან-საბა|სულხან–საბა ორბელიანის]] [[იგავი|იგავ]]-[[არაკი|არაკები]], [[ბროსე მარი|მ. ბროსეს]] „ქართველი მეფეების მიმოწერა რუსეთის ხელმწიფეებთან“) გამოცემის საქმეში. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად შესწავლასა და ტექსტის დადგენაში. 1840-60 წწ. განმავლობაში მკვლევარი მუშაობდა პოემის ხელნაწერთა კრიტიკულად განხილვასა და ისტორიული შედგენილობის განსაზღვრაზე, ძნელად გასაგები სიტყვების ლექსიკონის შედგენაზე. საყურადღებოა მისი დაკვირვებები პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე და მათს სასაუბრო ენაზე. მასვე ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სადაურობისა და გეოგრაფიული გარემოს განსაზღვრის ცდები. მონაწილეობდა პოემის რუსულ ენაზე პოეტურად თარგმნის საქმეშიც (ამ საკითხს უძღვნა სპეციალური სტატიები), შეადგინა პოემის პროზაული [[თარგმანი]].
  
დიდი როლი შეასრულა დ. ჩუბინაშვილმა ლექსიკოლოგიის განვითარების საქმეში. აღსანიშნავია მისი 1840 წ. გამოცემული ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი (რომლითაც მკვლევარმა ქართული ენა ევროპელ მეცნიერთა კვლევის ორბიტაში მოაქცია), რუსულ-ქართული (1901), ქართულ–რუსული (1887), ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონები. მანვე შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები: „ქართული ქრესტომათია“ ორ ნაწილად (1846, 1863), რომელშიც მოთავსებული იყო ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები; სასწავლო პროგრამები; „ქართული გრამატიკა“ (1852, 1887), საქართველოს გეოგრაფიული ატლასი და ისტორიული რუკები. მასვე ეკუთვნის პეტერბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართულ წიგნთა და ხელნაწერთა კატალოგი.
 
მიმდინარე ცვლილება 12:08, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

ჩუბინაშვილი დავით (1814-1891) — ლიტერატურის ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი, ისტორიკოსი, მკვლევარი, მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე. ნ. ჩუბინაშვილის ძმისწული.

სწავლობდა პეტერბურგში, დედოფალ ანას სახელობის სკოლაში, უნივერსიტეტში — ფილოსოფიის ფაკულტეტის აღმოსავლური სიტყვიერების განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ (1839) მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სააზიო დეპარტამენტში ქართულიდან რუსულ ენაზე მთარგმნელად. ფლობდა ფრანგულ, არაბულ, სპარსულ, თურქულ, სომხურ ენებს, 1844 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1863-71 წწ სათავეში ედგა ქართული და სომხური ენების კათედრას. იყო პირველი ქართველი პროფესორი რუსეთში, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ქართულად სწავლების დამნერგავი. მისი ლექციების კურსი (რომელშიც მიმოიხილავდა ქართული მწერლობის ისტორიას, ქართულ ენაზე საღვთო წიგნების თარგმნის საკითხს, განმარტავდა გვიანდელი პერიოდის სასულიერო თხზულებებს) ერთგვარ ეტაპს წარმოადგენს ქართული ენისა და მწერლობის სისტემატური სწავლების ისტორიაში. ლექციებს კითხულობდა აგრეთვე გზათა საინჟინროს, სამთო, ხე-ტყის და ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში, სამხატვრო აკადემიაში, სამართლისმცოდნეობის, სამშენებლო და კომერციულ სასწავლებლებში. დაახლოებული იყო თეიმურაზ ბატონიშვილთან, რომლის ბიბლიოთეკაშიც გაეცნო საქართველოს ისტორიასა და ქართულ ხელნაწერებს, კლასიკური თუ თანადროული მწერლობის ნიმუშებს.

დ. ჩუბინაშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებისა და აღორძინების საქმეში. იყო საქართველოსა და რუსეთის მრავალი კულტურულ-სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ეროვნული კულტურის პროპაგანდისტი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში (ა. პლიუშარის, ი. ბერეზინის, პ. ლავროვისა და ნ. სტარჩევსკის ენციკლოპედიებისთვის წერდა სტატიებს ქართული ისტორიული და იურიდიული დოკუმენტების, ქართველ მეფეთა და მთავართა ცხოვრების, ქართული გვარების წარმოშობის, საქართველოს ქალაქების, ისტორიული ძეგლების, მწერლობის, ქართველთა პოლიტიკური ცხოვრების საკითხებზე).

დ. ჩუბინაშვილის კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენდა საქარველოს ისტორიული წარსული. იგი იყო პირველი ქართველი მკვლევართაგანი, რომელიც ამტკიცებდა შორეულ წარსულში ქართველთა ნათესაურ კავშირს მცირე აზიის მოსახლეობასთან (აღსანიშნავია „ივერიაში“ 1877 წ. გამოქვეყნებული წერილების სერია „ეთნოგრაფიული — განხილვა ძველსა და ახალთა კაპადოკიის ანუ ჭანეთის მკვიდრთა მოახლეთა“, გამოქვეყნდა პარიზშიც პ. მირიანაშვილის მიერ; „ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეცხრამეტე საუკუნემდის“; „პონტის ერა ანუ საიდან იწყება ქართული ქორონიკონი“). სწავლობდა აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს.

დ. ჩუბინაშვილს წვლილი მიუძღვის ქართული წიგნების („ვეფხისტყაოსანი“, მ. ბარათაშვილის „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“, თეიმურაზ ბაგრატიონის გამოკვლევა „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან ქრისტიანობის მიღებამდე“, სულხან–საბა ორბელიანის იგავ-არაკები, მ. ბროსეს „ქართველი მეფეების მიმოწერა რუსეთის ხელმწიფეებთან“) გამოცემის საქმეში. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად შესწავლასა და ტექსტის დადგენაში. 1840-60 წწ. განმავლობაში მკვლევარი მუშაობდა პოემის ხელნაწერთა კრიტიკულად განხილვასა და ისტორიული შედგენილობის განსაზღვრაზე, ძნელად გასაგები სიტყვების ლექსიკონის შედგენაზე. საყურადღებოა მისი დაკვირვებები პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე და მათს სასაუბრო ენაზე. მასვე ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სადაურობისა და გეოგრაფიული გარემოს განსაზღვრის ცდები. მონაწილეობდა პოემის რუსულ ენაზე პოეტურად თარგმნის საქმეშიც (ამ საკითხს უძღვნა სპეციალური სტატიები), შეადგინა პოემის პროზაული თარგმანი.

დიდი როლი შეასრულა დ. ჩუბინაშვილმა ლექსიკოლოგიის განვითარების საქმეში. აღსანიშნავია მისი 1840 წ. გამოცემული ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი (რომლითაც მკვლევარმა ქართული ენა ევროპელ მეცნიერთა კვლევის ორბიტაში მოაქცია), რუსულ-ქართული (1901), ქართულ–რუსული (1887), ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონები. მანვე შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები: „ქართული ქრესტომათია“ ორ ნაწილად (1846, 1863), რომელშიც მოთავსებული იყო ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები; სასწავლო პროგრამები; „ქართული გრამატიკა“ (1852, 1887), საქართველოს გეოგრაფიული ატლასი და ისტორიული რუკები. მასვე ეკუთვნის პეტერბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართულ წიგნთა და ხელნაწერთა კატალოგი.

დ. ჩუბინაშვილის ოჯახი იყო ქართველ „სამოციანელთა“ თავშეყრის კერა. იგი ითვლებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად (საზოგადოებას უანდერძა თავის მიერ შეგროვებული ძველი ქართული წიგნები, სიგელ-გუჯრები, ისტორიული რუკები და გეოგრაფიული აღწერილობები), მეთოდურ დახმარებას უწევდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების წევრებს, ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინებაზე. ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის სწავლულებთან.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კ. კინწურაშვილი, დავით ჩუბინაშვილი, 1970;
  • Ал. Цагарели, Сведения о памятниках грузинской словестностиб вып. 3,СПБ., 1894.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები