ცეცხლაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 38: ხაზი 38:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია:ცეცხლაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 12:44, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით

გრიგოლ ცეცხლაძე

ცეცხლაძე გრიგოლ (დ. - 6.IV.1894, სოფ. ჭანჭეთი - გ. - 23.XI.1976, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1915-1917 წლებში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი. 1917 წელს დაიწყო ლექსების ბეჭდვა. 1918-1920 წლებში გაზეთ „მეგობრის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „სახალხო გაზეთის“ რეპორტიორი; 1919 წელს მისი რედაქტორობით გამოდის ლიტერატურალი ჟურნალი „თოლაბაურის სარტყელი“, რომლის სამი ნომერი გამოიცა. მასში იბეჭდებოდა ცისფერყანწელების შემოქმედება. 4.04.1919 - თბილისში, ჟურნალ „თოლაბაურის სარტყელში“ დაიბეჭდა მისი, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რაჟდენ გვეტაძის, შალვა კარმელის, ლადო მაჭავარიანის, რაუდ გოგოხიას, კოკი ებრალიძის, ლიენა ლანის, შ. დორდელის, გ. მეგრელიშვილის ლექსები.

1924-1927 წლებში იყო ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქციის, 1927-1929 წლებში გამომცემლობა „ქართული წიგნის“ მდივანი; 1935 წელს იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი, 1939-1941 წლებში საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი, 1942-1947 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ლიტმუშაკი, 1948-1949 წლებში საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე, 1930-1938 წლებში ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. მისი თავისუფალი ლექსები („დიხაშხო“, „ოქტომბერი - ფრაგმენტი“ და სხვ.) ახალი ფორმის ძიების ნიშნითაა აღბეჭდილი.

[რედაქტირება] ნაწარმოებები

დადაისტური კრებული

  • „პოეტის ყეფა“ (1924);
  • „ოთხი მაუზერი“ (1931);
  • „საკუთარი ხმა“ (1935);
  • „ფერად-ფერადი ლექსები“ (1949).

[რედაქტირება] თარგმანი

  • პუშკინის „ევგენი ონეგინი“;
  • ესენინის „ანნა სნეგინა“;
  • მაიაკოვსკის ლექსები და პოემები;
  • ნეკრასოვის „ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“.

გრიგოლ ცეცხლაძე ს. ცერეკიძესა და შალვა აფხაიძესთნ ერთად, ქართული ვერლიბრის პირველ თორიტიკოსად ითვლება. იყო ქართული დადამანიფესტის ავტორი. (გაგა ლომიძე)



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ს. სიგუა, „მოდერნიზმი“, თბ., „მწერლის გაზეთი“, 2008;
  • ჟურ. „თოლაბაურის სარტყელი“, 1919, №1.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები